რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ 3 იანვარს საქართველოს შესახებ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში — მაიკლ უოლცს.

"მადლიერი ვარ დღეს ეროვნული უსაფრთხოების მომავალი მრჩევლის — მაიკლ უოლცის ხილვითა და მასთან საქართველოს ავტორიტარულ დაპატრონებასა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მსოფლიოში თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეზე მსჯელობით. მოუთმენლად ველი ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას "მშვიდობისთვის, ძლიერების გზით".