გივი მიქანაძე: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს ზოგიერთი შურით უყურებს
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
ჩვენ კარგად გვესმის, რა დაბრკოლებების წინაშე დგას აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელი ხალხი, ისევე როგორც თქვენ გესმით, რა დაბრკოლებების წინაშე ვდგავართ ახლა. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით, ზოგი ამას უკმაყოფილებით და შურით უყურებს, — ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა აზრისაა საქართველოს ხელისუფლებაზე დასავლეთის ზეწოლასთან დაკავშირებით, მიქანაძე პასუხობს:
"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყნებთან მიმართებით არსებობს მიზანმიმართული ორმაგი, მე ვიტყოდი, სამმაგი სტანდარტის გამოყენების პოლიტიკა, როცა რატომღაც შესაძლებელია საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ზოგიერთი კანონის მიღება, მაგრამ საქართველოში რატომღაც შეუძლებელია მსგავსი და კიდევ უფრო ლიბერალური კანონების მიღება.
ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი არ იღებს პოლიტიკას, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ოჯახურ და ეროვნულ ფასეულობებს, კულტურულ და ისტორიულ ტრადიციებს. საქართველოსთვის კი, ხალხის უმრავლესობისთვის ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ დასავლეთის თვალსაზრისით, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მხოლოდ იმ ნარატივების მხარდაჭერაში, რომლებიც მნიშვნელოვანია გარკვეული უმცირესობებისთვის, რომლებიც მხარს არ უჭერს ჩვენი საზოგადოების ტრადიციულ ღირებულებებს", — აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, დასავლური ქვეყნების უმრავლესობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ 54%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციურმა პარტიამ ამ არჩევნებში, რომელმაც გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი და მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ 11%-ი მიიღო.
"თუნდაც ერთობლივად ავიღოთ ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში, მათ 15-16%-ით ნაკლები აქვთ, ვიდრე მმართველ პარტიას. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ამ 12 წლის განმავლობაში, რაც მმართველი პარტია ხელისუფლებაში იყო, გადადგა ის ნაბიჯები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მისაღებია მოსახლეობისთვის და რაც მთავარია, ვინარჩუნებთ მშვიდობას: ეს არის პირველი მთავრობა 1991 წლის შემდეგ, რომელმაც შეძლო საქართველოში სტაბილური მშვიდობის მიღწევა. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რა დაბრკოლებების წინაშე დგას აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელი ხალხი, ისევე როგორც თქვენ გესმით, რა დაბრკოლებების წინაშე ვდგავართ ახლა. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით. ზოგი ამას უკმაყოფილებით და შურით უყურებს, მაგრამ ეს მათი საქმეა. ვიცით, რომ ისტორიაში არსებობდნენ იმპერიები, რომლებმაც დაიპყრეს ნახევარი მსოფლიო და მართავდნენ გიგანტურ ტერიტორიებსა და ხალხებს, მაგრამ დღეს მათ ვერ ნახავთ მსოფლიო რუკებზე და ჩვენმა შედარებით პატარა ქვეყნებმა და ხალხებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა და გადარჩენილიყვნენ, რადგან ჩვენ ყოველთვის მიმართული ვიყავით იმ ღირებულებებისა და განსაკუთრებული ტრადიციებისკენ, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჩვენს იდენტობას და ორიგინალობას", — აღნიშნა ქართველმა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, ევროპის რიგ ქვეყნებში, არა მხოლოდ უნგრეთსა და სლოვაკეთში, არამედ ასევე გერმანიაში, მემარჯვენე ძალებმა უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა.
"იგივე პროცესები მიმდინარეობს ავსტრიასა და საფრანგეთში. ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ მემარჯვენე ძალები, რომლებიც, პირველ რიგში, მიმართულია ეროვნული პრიორიტეტებისა და თვითიდენტიფიკაციის მხარდასაჭერად, სულ უფრო მეტ ძალასა და მხარდაჭერას იძენენ, ხოლო მემარცხენე ლიბერალური ძალები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს უპირისპირდებიან, კარგავენ ძალას. ასე რომ, ვფიქრობ, ევროპაში სიტუაცია მალე მკვეთრად შეიცვლება. ასევე, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ჩვენთვის ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებასთან ერთად, მის შეხედულებებსა და მიდგომებს ბევრი საერთო აქვს ქართული ოცნების პოზიციასთან", — აღნიშნა მიქანაძემ.
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
კომენტარები