მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება — ბიზნესის ზრუნვა გარემოზე
ფოტო: EU4Georgia
დღესდღეობით სამყარო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მსოფლიოში იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის შემოსავალი და შესაბამისად, მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ნარჩენად იქცევა. წარმოებაზე მოთხოვნის ზრდა საჭიროებს სულ უფრო და უფრო მეტ რესურსს, რომლის რაოდენობაც დედამიწაზე შეზღუდულია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების რეციკლირება და რეციკლირების შედეგად აღდგენილი რესურსების წარმოების პროცესში ჩაბრუნება.
ნარჩენების სწორი და ეფექტიანი მართვა მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ეს არის კონცეფცია, რომელიც სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს და მიჩნეულია ნარჩენების მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს მწარმოებლების ჩართვას მათ მიერ წარმოებული პროდუქციისგან მიღებული ნარჩენების მართვასა და ამ მხრივ პასუხისმგებლობის განაწილებაში. ამ სისტემის დანერგვა მოითხოვს შეთანხმებულ ქმედებებს სახელმწიფოს, მწარმოებლების, სხვა ეკონომიკური ოპერატორების და მოსახლეობის მხრიდან, რის გარეშეც შეუძლებელია სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება.
საქართველო, ისწრაფვის რა დანერგოს ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელები, აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციასთან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის დახმარებით შემუშავდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა; კერძოდ საქართველოს მთავრობამ ახლახან მიიღო რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც არეგულირებს ოთხი სხვადასხვა ნარჩენის ნაკადების მართვას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ქვეშ. ესენია: ელექტრონული ნარჩენები, გამოყენებული ზეთები, საბურავები, ბატარეები და აკუმულატორები. რეგულაციები ძალაში შევიდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ნარჩენების კიდევ ორი ნაკადის — შესაფუთი მასალის ნარჩენებისა და ხმარებიდან ამოღებულ სატრანსპორტო საშუალებების მართვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება.
კანონმდებლობის განხორციელებისა და სისტემის ამოქმედების მიზნით, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ასევე შემუშავდა სხვადასხვა სახის ანალიტიკური თუ პრაქტიკული დამხმარე დოკუმენტი და განხორციელდა არაერთი შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია.
"ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთად ვმუშაობთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციის პოპულარიზაციაზე, რომელიც წარმატებით მუშაობს ევროკავშირში. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვაში, რომლის მიზანია ნარჩენების რაოდენობის შემცირება და პროდუქტების მწარმოებლებისა და იმპორტიორების პასუხისმგებლობის გავრცელება მათი პროდუქტების ნარჩენად გადაქცევის ეტაპზეც. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ნარჩენების გადამუშავებას", — ამბობს ალექსანდრე დარასი, კავშირების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
"ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემას. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეფორმის განხორციელების პროცესში ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ რეფორმების განხორციელების პროცესში ვიზიარებთ იმ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, რაც ნარჩენების მართვის სფეროს სამომავლოდ ძალიან წაადგება", — აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ხელს უწყობს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რეციკლირებას, რაც პირდაპირ აისახება გარემოზე — იკლებს ნარჩენების რაოდენობა ნაგავსაყრელებზე და ხდება რესურსების დაზოგვა; მცირდება სახიფათო ნივთიერებების გარემოში მოხვედრის ალბათობა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკები.
"თანამდროვე სამყაროს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მომხმარებლური საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც ძალიან ბევრ რესურსს მოიხმარს და ძალიან ბევრ ნარჩენს წარმოქმნის. ამიტომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელი. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ასეთი მიდგომის მნიშვნელოვანი შემადგენელია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება მწარმოებელს საკუთარ პროდუქტზე პასუხისმგებლობას მისი მოხმარების შემდგომ ეტაპზეც ავრცელებს. ეს ის ეტაპია, სადაც უნდა მოხდეს პროდუქტების ხელახალი გამოყენება, რეციკლირება ან, ორგანული ნარჩენების შემთხვევაში, მათი კომპოსტირება.
საქართველომ, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მაგრამ ჩვენ ახლა გვინდა დავინახოთ რევოლუციური ცვლილებები ადამიანების ქცევაში, კერძოდ მათ დამოკიდებულებაში პროდუქტების შეძენის, მოხმარებისა და ნარჩენების მიმართ, ასევე ის, თუ როგორ ასრულებს კერძო სექტორი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას", — ამბობს ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
ფოტო: EU4Georgia
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საბოლოოდ ემსახურება ერთ მიზანს - დაიცვას ადამიანები და გარემო, სადაც ვცხოვრობთ. იდეა პირველად 1990 წელს შვედეთში გაჩნდა და წარმატებით დაინერგა ევროპის ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ.
"შეამცირე მომხმარება, გამოიყენე ხელახლა და გადაამუშავე ნარჩენები", — განაცხადა ერიკ ილესმა, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა. "გვეამაყება, რომ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებაში და ეკონომიკისა და ცხოვრების მწვანე წესის დანერგვაში".
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები