15 დეტალი ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვიდან, რომელიც ნამდვილად გამოგრჩა
ფოტო: Warner Bros. Pictures
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა კინოეკრანებზე 2001 წელს გამოჩნდა. ჯოან როულინგის ბესტსელერი საგის პირველი წიგნის ეკრანიზაციამ, რომლის რეჟისორიც კრის კოლამბუსია, 1 მილიარდზე მეტი დოლარის გამომუშავება შეძლო, მოგვიანებით კი, რვა ფილმისგან შემდგარი სერია ნამდვილ ბლოკბასტერად იქცა, რომლის შემოსავალიც 7,7 მილიარდ დოლარს აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარი პოტერის ფილმების მარათონი საახალწლო ტრადიციადაა ქცეული და პოტერჰედების უმეტესობამ თვლაც კი შეწყვიტა, რამდენჯერ აქვთ თითოეული ფილმი ნანახი, არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელიც ხშირად თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება.
1. დეიდა პეტუნია დადლის ძველ ტანსაცმელს ჰარის სასკოლო უნიფორმისთვის ღებავს
ფოტო: Warner Bros. Pictures.
წიგნში დეიდა პეტუნია მისი შვილის, დადლის, ძველ ტანსაცმელს ნაცრისფრად ღებავს, რათა ჰარიმ სასკოლო უნიფორმად ატაროს. შეამჩნევდით, ჰარის ტანსაცმელი მაინცდამაინც მისი ზომის არაა და ეს ერთ-ერთი პირველი მაგალითია, როგორ საშინლად ექცეოდნენ დერსლები მას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ეპიზოდი ფილმში ღიად ნაჩვენები არ არის, ჰარის პირველი წერილის მიღებისას უკანა ფონზე ვხედავთ, როგორ ამზადებს დეიდა პეტუნია მისი დისშვილისთვის საგანგებო სამოსს.
2. ჰარის და დერსლების ზოოპარკში სტუმრობისას სლიზერინის ფერებში გამოწყობილი მოსწავლეები ტერარიუმს ტოვებენ
ფოტო: Warner Bros. Pictures
დერსლებმა არცთუ ხალისით წაიყვანეს ჰარი ზოოპარკში დადლის დაბადების დღის აღსანიშნავად. სწორედ აქ დაილაპარაკა ჰარიმ პირველად პარსულად და მისდა უნებურად დეიდაშვილი გველის კაბინშიც კი გამოამწყვდია.
თუმცა ამ სცენამდე, როცა დერსლები ჰარისთან ერთად ზოოპარკში შედიან, მწვანე სასკოლო უნიფორმაში გამოწყობილი მოსწავლეები ტერარიუმს ტოვებენ. მწვანე სლიზერინის ფერია, სლიზერინი კი გველთან ასოცირდება, ამდენად ეს დამთხვევა ნამდვილად არაა.
3. ბუხრიდან მოსული წერილების წვიმა ალუზიაა ჰიჩკოკის ლეგენდარულ ფილმზე ჩიტები
ფოტო: Warner Bros. Pictures
ჰიჩკოკმა და მისმა შექმნილმა ფილმებმა არაერთ კინემატოგრაფზე იქონია გავლენა. მისი ტექნიკების და სცენების გამეორება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ჰარი პოტერში ჰიჩკოკის გავლენის დანახვა მაინც განმაცვიფრებელია.
სცენა, სადაც ჰოგვორტსიდან მოსული წერილები ბუხრის გავლით მთელ ოთახში ცვივა, ალუზიაა ჰიჩკოკის ფილმზე ჩიტები, სადაც ფრინველები სწორედ საკვამურის გზით აღწევენ სახლში. შეგიძლიათ, ეს ორი სცენა შეადაროთ კიდეც:
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ჩიტები
4. გახვრეტილი კარდალას ნიშანს მაგლები ვერ ხედავენ
ფოტო: Warner Bros. Pictures
რვა ფილმში არაერთი ეპიზოდია, რომელიც ჯადოქრების ცხოვრების უჩვეულობას გვიჩვენებს. ერთ-ერთი მათგანია სცენა, სადაც ჰარი და ჰაგრიდი გახვრეტილ კარდალას სტუმრობენ. თავდაპირველად, მასზე არაფერი ჩანს, თუმცა, როგორც კი ორი ჯადოქარი უახლოვდება, ნელ-ნელა იკვეთება შავსა და ოქროსფერში დახატული ქვაბი და წარწერა "გახვრეტილი კარდალა".
როგორც ვიცით, მაგლები მაგიას ვერ ხედავენ, შესაბამისად, ესეც მიუთითებს, ნიშანი მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა, რომ მას ჯადოქრები — ჰარი და ჰაგრიდი — მიუახლოვდნენ. ამდენად, ქუჩაში სეირნობისას თუ სადმე მაღაზიის თავზე დაკიდებული ცარიელი დაფა დაინახეთ, სავარაუდოდ, ჯადოქრების პაბს გადააწყდით.
5. ფილმში ჰარი არცერთ შელოცვას არ იყენებს
ფოტო: Warner Bros. Pictures
ჰარი ერთბაშად გაეხვა მთელ ამ ჯადოსნურ გაუგებრობაში. 11 წლის ბიჭს განუცხადეს, რომ მან მისი ეპოქის უდიდესი ბოროტი ჯადოქარი შეაჩერა და სწორედ ამიტომ ჯადოქრების სამყაროში ვარსკვლავად მიიჩნევა.
ამიტომ, ცოტათი გასაკვირია, რომ მთავარი გმირი ფილმში არცერთ შელოცვას არ იყენებს. ჯადოქრების სკოლაში ვხედავთ, როგორ იყენებენ შელოცვებს ჰარის მეგობრები, თუმცა თავად ბიჭი, რომელიც გადარჩა, არასდროს. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, როცა ჯადოსნური ჯოხის მხოლოდ ხელში აღებით ოლივანდერს ათასწლოვანი მაღაზია ლამის მთლიანად დაულეწა.
6. ჰარისთვის ნათქვამი სნეიპის პირველი სიტყვები, რეალურად, კოდური შეტყობინებაა
ფოტო: Warner Bros. Pictures
დასაწყისიდანვე სნეიპი ბოროტ და აუტანელ მასწავლებლად გვევლინება, რომელიც ყველაზე დაუნდობელი სწორედ ჰარისადმია. თუმცა, როგორც პოტერჰედებმა იცით, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ჰარისთვის ნათქვამი სნეიპის პირველი სიტყვებიც ფარული შეტყობინების მატარებელია.
სნეიპი პირველკურსელ ჰარის ეკითხება: "რას მივიღებთ, თუკი ასფოდელოს ფესვის ფხვნილს ავშნის ნაყენს შევურევთ?"
ასფოდელო, რეალურად, შროშანია (ინგლისურად "ლილი" — ჰარის დედის სახელი, რომელიც სნეიპს უკანასკნელ დღემდე უყვარდა) და სიკვდილს განასახიერებს, ავშანი კი დანაკლისის და მწარე სინანულის სიმბოლოა. ამდენად, სნეპის სიტყვების ამგვარი ინტერპრეტაციაც შეიძლება: "მე მწარედ ვნანობ ლილის სიკვდილს".
7. სცენაში, სადაც ნევილი შემახსენებელს იღებს, ბურთი წითლდება, თუმცა ნევილი იმასაც ვერ იხსენებს, რა დაავიწყდა. სავარაუდოდ, ეს მისი მანტიაა — იგი ერთადერთია, რომელსაც მანტია არ აცვია
ფოტო: Warner Bros. Pictures.
ერთ-ერთ საუზმეზე ნევილი ბებიისგან შემახსენებელს იღებს — ჯადოსნურ ნივთს, რომელშიც კვამლია გამომწყვდეული და წითლდება, თუკი მის მფლობელს რამე ავიწყდება.
ნევილი ვერაფრით იხსენებს, რა დაავიწყდა, თუმცა სცენაში ნათლად ჩანს, რომ იგი ერთადერთია, ვისაც მანტია არ აცვია. ამდენად, სრულიად დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რომ მხოლოდ სვიტერში გამოწყობილ ნევილს სწორედ შავი მოსასხამის ჩაცმა დაავიწყდა.
8. ქვიდიჩის ჯილდოებზე მაკგონაგელის სახელი ჯეიმს პოტერის სახელის გვერდით წერია
ფოტო: Warner Bros. Pictures.
ფილმში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სცენა მაშინ არის, როცა ჰერმიონს ჰარი ქვიდიჩის ჯილდოების სანახავად მიჰყავს. მასზე ამოტვიფრულია მამამისის, ჯეიმს პოტერის, სახელი, რომელიც გრიფინდორის იმდროინდელი სიკერი იყო.
თუმცა, გარდა პოტერისა, კედელზე კიდევ ერთ ნაცნობ გვარს ვხვდებით — მაკგონაგელი. ინიციალები ხელჩასაჭიდ ინფორმაციას იძლევა, ვივარაუდოთ, იგი სწორედ პროფესორი მინერვაა, რომელიც 1971 წელს სტუდენტი ყოფილა. თუმცა ფილმში ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულებანი, რომელშიც მოქმედება 1927 წელს ვითარდება, მინერვა მაკგონაგელი პროფესორად გვევლინება.
9. იმავე ოთახში ჩანს ტომ რიდლის ჯილდო ჰოგვორტსისთვის გაწეული განსაკუთრებული სამსახურისთვის
ფოტო: Warner Bros. Pictures.
სცენაში, სადაც ჯეიმს პოტერის და მაკგონაგელის სახელი ქვიდიჩის ჯილდოებზე ჩანს, არცთუ სასიამოვნო სახელს ვაწყდებით. უკანა ფონზე მოჩანს ჯილდო ჰოგვორტსისთვის გაწეული განსაკუთრებული სამსახურისთვის, რომელიც ტომ რიდლს ეკუთვნის.
რიდლმა ეს ჯილდო, შეიძლება ითქვას, დაუმსახურებლად მიიღო მტირალა მირტლის სიკვდილში ჰაგრიდის დადანაშაულების გამო. ამ ყველაფერს ჩვენ საიდუმლო ოთახში ვიგებთ, როცა აღმოჩნდება, რომ ჰაგრიდი და მისი გიგანტური ობობა, არაგოგი, არაფერ შუაში ყოფილან და დანაშაულებზე პასუხისმგებელი სწორედ რიდლი და ბასილისკი არიან.
10. ჰარის ნაიარევი მაშინ ეწვის, როცა ქვირელის კეფას უყურებს
ფოტო: Warner Bros. Pictures
როცა ჰარი ამჩნევს, როგორ უყურებს სნეიპი, მას ნაიარევი ეწვის. თავდაპირველად, გვგონია, რომ ამის მიზეზი სწორედ საძაგელი მასწავლებელია, თუმცა მოგვიანებით ვიგებთ, რომ სნეიპი ყოველთვის მის დახმარებას ცდილობს, რეალური ბოროტმოქმედი კი ქვირელია.
სცენაში ჰარი სნეიპს და ქვირელს უყურებს, რადგან ისინი გვერდიგვერდ სხედან, თუმცა ნაიარევის წვის მიზეზი არა სნეიპი, არამედ ქვირელია, რომლის ჩალმით დაფარული კეფაც ჰარისკენაა მიმართული. ამდენად ამ სცენაში ჰარი პოტერი და ვოლდემორი ერთმანეთს უყურებენ.
11. ჰოგვორტსის კედელზე დაკიდებულია ენ ბოლეინის პორტრეტი, რომელსაც ჯადოქრობაში ედებოდა ბრალი
ფოტო: Warner Bros. Pictures
ჰოგვორტსის ციხე-სიმაგრეში ბოდიალისას რას აღარ წააწყდები — გააჩნია, კიბეები საით წაგიყვანენ. კედლებზე დაკიდებული მოძრავი პორტრეტებიც, რომლებიც ხან არიას მღერიან და ხანაც ილანძღებიან, გასაკვირი არაა, თუმცა ერთ-ერთ სცენაში რეალური ადამიანის სურათს ვხედავთ.
ენ ბოლეინი ინგლისის მეფის, ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი და ელისაბედ I-ის დედა იყო. ერთ-ერთი ვერსიით, მას ჯადოქრობაში ედებოდა ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრალდების რეალურად არსებობა ისტორიულად ეჭვქვეშაა დაყენებული, მაინც სასიამოვნოა ენის, როგორც შუა საუკუნეების ჯადოქრის გამოჩენა ჰარი პოტერში.
12. სილივრუს სარკეზე წერია: "მე შენ გიჩვენებ არა შენს სახეს, არამედ შენს გულისწადილს"
ფოტო: Warner Bros. Pictures
ბევრმა პოტერჰედმა იცის, რომ სარკის სახელწოდება, "სურვილის" ამოტრიალებული ვერსიაა, თუმცა უმეტესობას ალბათ ყურადღება არ მიუქცევია მის თავზემოთ დატანილი წარწერისათვის.
"Erised stra ehru oyt ube cafru oyt on wohsi" — წერია მასზე, რაც ამოტრიალებისას იკითხება: I show not your face but your heart's desire — მე შენ გიჩვენებ არა შენს სახეს, არამედ შენს გულისწადილს.
ეს წარწერა სარკეში მომზირალ ჰარისაც და მაყურებელსაც მის დანიშნულებას ამცნობს; ჰარი მასში ყველაზე სანუკვარ სურვილს — მშობლებთან მყოფ საკუთარ თავს ხედავს.
13. ჰარისაც, რონსაც და ჰერმიონსაც სხვადასხვანაირად უკეთიათ შარფები, რაც მათ განსხვავებულ ხასიათზე მიუთითებს
ფოტო: Warner Bros. Pictures
შესანიშნავ სამეულს ორფერიანი შარფები სხვადასხვანაირად უკეთია, რაც აშკარად მათი ხასიათის გამომხატველია. ჰერმიონი მოწესრიგებული და დისციპლინის მოყვარულია, უდარდელა რონის შარფი კი ასევე უდარდელადაა ჩამოკონწიალებული მის ყელზე, ჰარისი კი სადღაც მათ შორისაა, უფრო ბუნებრივი იერით.
14. ჭადრაკის ორივე თამაშისას ერთი და იგივე მოქმედება ვითარდება — ლაზიერი კლავს მხედარს
ფოტო: Warner Bros. Pictures
არაერთ ფილმშია გამოყენებული ეგრეთ წოდებული Foreshadowing-ის მხატვრული ტექნიკა, რაც ნიშნავს მაყურებლისთვის ერთგვარი მინიშნების მიცემას, თუ რა მოხდება მოგვიანებით. ასეთი ტექნიკა გამოყენებულია ჰარი პოტერის რვავე ფილმში.
ფილმში ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა ჰარი და რონი საერთო დარბაზში ჭადრაკს თამაშობენ, სადაც რონის ლაზიერი ჰარის მხედარს სასტიკად ანადგურებს.
ფილმის ბოლოს, ფილოსოფიურ ქვამდე მისაღწევი სამიდან ერთ-ერთი გამოცდა სწორედ ჭადრაკის დაფის გადალახვაა. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე მოქმედება მეორდება — ლაზიერი ანადგურებს მხედარს, თუმცა მხედრის პოზიციაზე ამჯერად რონია. ამ დასამახსოვრებელი თამაშისთვის კი იგი ნამდვილად იმსახურებდა დამბლდორის ნაჩუქარ ქულას.
ჭადრაკის პირველი თამაში:
ჭადრაკის მეორე თამაში:
15. მსახიობი, რომელმაც ლორდ ვოლდემორის როლი შეასრულა, ფილმის ბოლოს მითითებულია, როგორც "ის, ვისი სახელიც არ ითქმის"
ფოტო: Warner Bros. Pictures.
ფილმებში ვოლდემორის როლი რეიფ ფაინზმა განასახიერა, რომელიც თავდაპირველად ცეცხლოვან თასში გამოჩნდა, თუმცა ბნელ ლორდს ჩვენ პირველივე ფილმში ვეცნობით, სადაც იგი იძულებული იყო, ქვირელის კეფაზე ეცხოვრა.
ვოლდემორის, ან, თუ შეიძლება ითქვას, ქვირელის კეფის როლი რიჩარდ ბრემერმა შეასრულა, თუმცა ფილმის ბოლოს პერსონაჟის სახელი ისეა მითითებული, როგორც მას დამბლდორის და ჰარის გარდა ყველა იხსენიებდა.
-
Mortal Kombat II — უფრო მძაფრი სიუჟეტი და მეტი გართობა ფანებს Mortal Kombat II — უფრო მძაფრი სიუჟეტი და მეტი გართობა ფანებს
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ბავშვობაში აღებული სათესლე ქსოვილიდან ნაყოფიერი სპერმატოზოიდები მიიღეს ისტორიაში პირველად, ბავშვობაში აღებული სათესლე ქსოვილიდან ნაყოფიერი სპერმატოზოიდები მიიღეს
გადახედვა
-
Amex ბარათით გადახდა უკვე თეგეტა მოტორსშიც არის შესაძლებელი — დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდა უკვე თეგეტა მოტორსშიც არის შესაძლებელი — დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა
-
პაპუაშვილი: ის რაღაცა ღირებულებითი აჯაფსანდალთან, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს პაპუაშვილი: ის რაღაცა ღირებულებითი აჯაფსანდალთან, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს
გადახედვა
- რა წერია პატრიარქობის კანდიდატის, მიტროპოლიტი გრიგოლის პროგრამულ ხედვაში? რა წერია პატრიარქობის კანდიდატის, მიტროპოლიტი გრიგოლის პროგრამულ ხედვაში?
-
ეკლესიის შიგნით "გარკვეული დამაპირისპირებელი ხმები, კომენტარები, შეფასებები არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას" ეკლესიის შიგნით "გარკვეული დამაპირისპირებელი ხმები, კომენტარები, შეფასებები არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას"
გადახედვა
-
საია ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას და მისი კომპეტენციის აუდიტის სამსახურისთვის გადაცემას აფასებს საია ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას და მისი კომპეტენციის აუდიტის სამსახურისთვის გადაცემას აფასებს
გადახედვა
-
საუკეთესო სანახაობა შენ წინაა — Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო საუკეთესო სანახაობა შენ წინაა — Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
-
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
უკრაინაში დაღუპული 24 წლის ქართველი მებრძოლის, რევაზ გეგეჭკორის ვინაობა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა უკრაინაში დაღუპული 24 წლის ქართველი მებრძოლის, რევაზ გეგეჭკორის ვინაობა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
გადახედვა
-
მარსის ორი "სახე" — ორმა მავალმა პლანეტის სხვადასხვა რეგიონში 360°-იანი პანორამა გადაიღო მარსის ორი "სახე" — ორმა მავალმა პლანეტის სხვადასხვა რეგიონში 360°-იანი პანორამა გადაიღო
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: ევროპის დღის აღნიშვნა შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო პაველ ჰერჩინსკი: ევროპის დღის აღნიშვნა შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო
გადახედვა
-
ჟან ნოელ ბარო: აპრილში ვლადიმერ პუტინის არმიამ უკრაინაში 120მ²-ით დაიხია უკან, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა ჟან ნოელ ბარო: აპრილში ვლადიმერ პუტინის არმიამ უკრაინაში 120მ²-ით დაიხია უკან, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა
გადახედვა
-
მოულოდნელი აღმოჩენა — გამოავლინეს ადრეული გალაქტიკა, რომელიც არ ბრუნავს მოულოდნელი აღმოჩენა — გამოავლინეს ადრეული გალაქტიკა, რომელიც არ ბრუნავს
გადახედვა
-
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში დიდი საეკლესიო კრების ჩატარდება, სადაც მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა მეუფე შიო: მომდევნო კვირაში დიდი საეკლესიო კრების ჩატარდება, სადაც მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა
გადახედვა
-
"ფორმულას" ცნობით, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია "ფორმულას" ცნობით, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
გადახედვა
-
ამოიღეს 30 მლნ ლარის ღირებულების 103 კგ-მდე "მეტამფეტამინი" — დაკავებულია ერთი პირი ამოიღეს 30 მლნ ლარის ღირებულების 103 კგ-მდე "მეტამფეტამინი" — დაკავებულია ერთი პირი
გადახედვა
-
რუბიო: ირანის წინააღმდეგ ოპერაცია "ეპიკური რისხვა" დასრულებულია, გადავდივართ ახალ ფაზა "პროექტ თავისუფლებაზე რუბიო: ირანის წინააღმდეგ ოპერაცია "ეპიკური რისხვა" დასრულებულია, გადავდივართ ახალ ფაზა "პროექტ თავისუფლებაზე
გადახედვა
-
მეუფე იობი: რუის-ურბნისის კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში მეუფე იობი: რუის-ურბნისის კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში
გადახედვა
კომენტარები