დადასტურდა, რომ Pretty Little Liars-ის სპინოფ სერიალი გამოვა
უცხოურ მედიაში აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცნობილი ამერიკული თინეიჯერული დრამის Pretty Little Liars შესახებ ახალი სერიალის გადაღებას გეგმავდნენ, სულ ახლახანს კი სტრიმინგ სერვისმა HBO Max-მა დაადასტურა, რომ ამ პროექტს ნამდვილად განახორციელებენ.
ახალი შოუს სახელწოდებაა Pretty Little Liars: Original Sin (პატარა საყვარელი მატყუარები: თავდაპირველი ცოდვა) და მისი სიუჟეტი ახალ ქალაქში, მილვუდში მცხოვრები სულ სხვა თაობის პერსონაჟების შესახებ მოგვითხრობს.
"ეს ის არ არის, რაც თქვენ გეგონათ, ძუკნებო", — მსგავსი დამაინტრიგებელი თიზერით დაანონსდა სერიალი, რომელმაც უკვე ფანებში მრავალ თეორიას ჩაუყარა საფუძველი.
სერიალის მოკლე აღწერის მიხედით, შოუს სცენარი კვლავ თინეიჯერი გოგოების შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც საერთო მტერი გამოუჩნდებათ. ეს ყველაფერი კი ერთდროულად დაკავშირებული იქნება როგორც მათ მშობლიურ ქალაქში 20 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან, ისე კი მათ პირად შეცდომებთან.
მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც პატარა საყვარელი მატყუარების ფანები აქამდეც მიჩვეულები იყვნენ, არც მომავალ შოუში მოაკლდებათ.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ ცნობილი პროექტის მიხედვით სპინოფ სერიალს იღებენ: 2019 წელს გამოვიდა Pretty Little Liars: The Perfectionists, თუმცა წარუმატებლობის გამო პირველივე სეზონით დახურა.
ამ ახალი შოუს შექმნაზე Riverdale-სა და Chilling Adventures of Sabrina-ს შემოქმედი, რობერტ აგირა იმუშავებს.
"გვინდა, რომ ამ ახალ სერიალში სასპენსისა და ჰორორის ელემენტები უფრო მეტად წარმოვაჩინოთ, რითიც მაყურებელს იმასაც ვაჩვენებთ, რაც უყვართ ამ შოუში და ამავდროულად მოულოდნელობებითაც გავაოცებთ", — აღნიშნა მან.
მოკლედ, HBO Max წინ ნამდვილ სიურპრიზებს გვიმზადებს, თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პატარა საყვარელი მატყუარები ერთადერთი ცნობილი თინეიჯერული სერიალი არაა, რომელსაც ხელახლა შთაბერავენ სულს: მალე Gossip Girl-იც დაბრუნდება ეკრანებზე ახალი სამსახიობო გუნდით.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
კომენტარები