10 ახალი წიგნი პატარა მკითხველებისთვის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 25-27 სექტემბერს ონლაინ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომცემლები და მკითხველები ვერც ამჯერად შევხვდებით ერთმანეთს ექსპო ჯორჯიას პავილიონებში. ტრადიციული ფესტივალის დღეებში სულაკაურის გამომცემლობის სტენდს ხშირად სტუმრობენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. სწორედ მათთვის ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ იმ სიახლეებს, რომლებიც სტენდის ნაცვლად გამომცემლობის ვებგვერდზე (sulakauri.ge) დაგხვდებათ. ვებგვერდიდან შეძენის შემთხვევაში, 25 ლარის ზემოთ წიგნების მიწოდება უფასოა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
1. ატუსა და მატუსა — ლელა ცუცქირიძე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ყველაზე პატარა მკითხველებისთვის სერიაში "მოსწავლის ბიბლიოთეკა" სულაკაურის გამომცემლობას სასიამოვნო სიახლე აქვს. ლელა ცუცქირიძის ახალი წიგნი დიდ მხიარულებას ჰპირდება პატარებსაც და უფროსებსაც. წიგნი ცელქი ტყუპების, ატუსას და მატუსას, ამბავს მოგვითხრობს. მათთან ერთად ვერაფრით მოიწყენთ, რადგან გოგონებს გასართობი არასოდეს ელევათ. ტყუპებს შეუძლიათ ბებოს საწოლი მეკობრეების გემად აქციონ, ბალიშები — მფრინავ ხალიჩებად, ბაბუას ხელჯოხი — ცხენად, ხოლო კარადა — ციხესიმაგრედ; ასევე შეუძლიათ ბებია, ბაბუა და მათი მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ აიყოლიონ, ბაბუას დაბადების დღეზე კი, ტორტის ნაცვლად, პატარა ძამიკო კოკოტო მორთონ.
ასაკი: 6+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
2. პოლიანა - ელინორ პორტერი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ამერიკელი მწერლის, ელინორ პორტერის, კლასიკად აღიარებული წიგნი პირველად 1913 წელს გამოიცა და მისი მთავარი გმირი, პოლიანა, დღემდე რჩება ოპტიმიზმისა და სიკეთის სიმბოლოდ. თერთმეტი წლის ობოლ გოგონას იშვიათი უნარი აქვს – ყველაფერში, რაც ირგვლივ ხდება, რაღაც სასიხარულო დაინახოს; და, რაც მთავარია, შეუძლია სხვებსაც ასწავლოს, როგორ უხაროდეთ მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი ძალიან ცუდადაა. პოლიანამ მთელი ქალაქი ჩააბა "სიხარულობანას" თამაშში და ადამიანებს დიდი ხნის წინ დაკარგული სიხარულის განცდა დაუბრუნა. მაგრამ ერთხელ პოლიანას ცხოვრებაშიც დგება ნამდვილი განსაცდელი, როცა მან აღარ იცის, რა უნდა უხაროდეს. როგორ გაუმკლავდება გოგონა ამ განსაცდელს, ელინორ პორტერის უკვდავ წიგნში წაიკითხავთ.
მთარგმნელი: ანა აბულაშვილი
ასაკი: 9+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
3. საიდუმლო შვიდეული: შვიდეული დანაშაულის კვალდაკვალ (წიგნი 4) — ენიდ ბლაიტონი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერალია. სერია "საიდუმლო შვიდეული" განკუთვნილია 7-10 წლის ბავშვებისთვის და განუყრელი შვიდეულის დაუვიწყარ თავგადასავლებს მოგვითხრობს. საფესტივალოდ ამ სერიის მეოთხე წიგნი "შვიდეული დანაშაულის კვალდაკვალ" გამოიცემა. ამ წიგნის დასაწყისში შვიდეულის წევრები ისევ თავიანთ შტაბში იკრიბებიან. ბავშვებს საგამოძიებო საქმე თითქოს შემოელიათ და ფიქრობენ, შობამდე დასვენება გამოაცხადონ. პიტერის აზრით, ვეფხვის ბუნაგში დატრიალებული უცნაური ამბები გამოგონილი ჭორია, თუმცა ჯეკი ხვდება, რომ ამ ყველაფრის უკან შავბნელი საქმე იმალება. მიჰყევით შვიდეულს კვალდაკვალ და მათთან ერთად ამოხსენით კიდევ ერთი დანაშაული.
მთარგმნელი: მაია წითაძე
ასაკი: 7+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
4. ცნობილი ხუთეული: ხუთეული და პატარა მაწანწალა (წიგნი 9) — ენიდ ბლაიტონი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ენიდ ბლაიტონის ყველაზე პოპულარულ სერიას მეცხრე წიგნი შეემატა. სერიას უმეტესად 8-12 წლის ბავშვები კითხულობენ და რადგან ყოველი ახალი წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, გამომცემლობა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად გამოსცეს "ცნობილი ხუთეულის" მომდევნო თავგადასავლები. ამ წიგნში, ხუთეულის წევრები ისევ კირინის კოტეჯში იკრიბებიან. ბავშვები და ძაღლი დროს სასიამოვნოდ ატარებენ: დადიან ზღვაზე, აწყობენ პიკნიკებს და შინ მხიარულად ბრუნდებიან. ერთ დღესაც ისინი გაიცნობენ მაწანწალა ჯოს, რომელიც არ მოსწონთ, და ცდილობენ, ახლოს არ გაიკარონ. ჯოს გაცნობიდან მალევე ცნობილ ხუთეულს საშიში თავგადასავალი ატყდება თავს. გაინტერესებთ, როგორ გაუმკლავდება ხუთეული მორიგ ხიფათს ან რა შუაშია ჯო? "ცნობილი ხუთეულის" მეცხრე წიგნში მათ საოცარ ამბავს წაიკითხავთ.
მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
5. მელორი ტაუერსი: წიგნი მესამე — ენიდ ბლაიტონი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
გოგონების სკოლა პანსიონში ახალი სეზონი გაიხსნა და პატარა მკითხველებს უკვე შეუძლიათ სერიის მესამე წიგნი შეიძინონ. დარელი და მისი მეგობრები მელორი ტაუერსში ბრუნდებიან. პანსიონს ახალი მოსწავლეებიც შეემატნენ: ზერელდა ამერიკელია, მისი მთავარი გატაცება კინოვარსკვლავების ცხოვრებაა და თავადაც მსახიობობაზე ოცნებობს; ვილჰელმინას ბილის ეძახიან, იგი ცხენოსნობითაა გატაცებული და დღედაღამ ცხენებზე ფიქრობს; მავის მშვენიერი ხმა აქვს და ოპერის მომღერლობას აპირებს. მელორი ტაუერსში მესამე წელი კლავ სავსეა მხიარულებითა და საკვირველი მოულოდნელობებით.
მთარგმნელი: მაია წითაძე
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
6. მე, კოსმო — ქარლი სოროსიაკი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სერია "საოცრებას" ახალი საოცარი წიგნი შეემატა. "მე, კოსმო" კეთილი, ოქროსფერი რეტრივერის თავგადასავალია, რომელსაც ძაღლი თავად გვიყვება. "მე კოსმო ვარ. სამხრეთ კაროლინაში დავიბადე. ლეკვობის დღეები კარგად აღარც მახსოვს. ბუნდოვნად ვხედავ მუყაოს ყუთებს, რომლებშიც ვცხოვრობდი. ის დღე კი კარგად მახსოვს, დედასა და მამას რომ შევხვდი". მას მერე 13 წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, ოქროსფერ რეტრივერს, სახელად კოსმოს, არ ავიწყდება მთავარი — ის უფროსი ძმაა და უმცროს ძმაზე ზრუნვა მისი მთავარი პასუხისმგებლობაა; მისი თავგანწირვა და უპირობო, ძაღლური სიყვარული გადამწყვეტია სწორედ ახლა, როცა ოჯახი დაშლის საფრთხის წინაშე დგას.
მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
7. ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა — ჯენი პირსონი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
კიდევ ერთი კეთილი, იუმორით სავსე და, ამავე დროს, ცრემლის მომგვრელი წიგნი სერიაში "საოცრება." ფრედი იეიტსისა და მისი ორი მეგობრისთვის ზაფხულის არდადეგებს არცთუ ისე მხიარული პირი უჩანს: სამივე ბიჭს ოჯახში დატრიალებულ სხვადასხვაგვარ უსიამოვნებებთან მოუწევს გამკლავება. ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე გადაწყვეტენ ბენი და ჩარლი, ფრედის მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად გაჰყვნენ. თუმცა, მათი პატარა მოგზაურობა არც ისე პატარა აღმოჩნდება და ბიჭებს დაუჯერებელი, სუპერსასწაულებრივი ამბები გადახდებათ თავს.
მთარგმნელი: ლაშა გველესიანი
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
8. ტრეისი ბიკერი, ჩემი თავგადასავალი — ჟაკლინ უილსონი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ინგლისელი მწერალი ჟაკლინ უილსონი ერთ-ერთი ცნობილი თანამედროვე ავტორია, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ "ტრეისი ბიკერის" გამოქვეყნებით მოიპოვა. დღეისათვის დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად სწორედ ჟაკლინ უილსონის წიგნებს კითხულობენ. ტრეისი ბიკერი ათი წლის გოგონაა, რომელიც ბავშვთა თავშესაფარში მოხვდა. სირთულეების მიუხედავად, თავისი ცხოვრების ამბავს იგი ლაღად და ხალისით ჰყვება, რაშიც იუმორის შესანიშნავი გრძნობა ეხმარება. წიგნის მთავარი ხიბლი სწორედ ტრეისის მხიარული ხასიათი, მისი ოპტიმიზმი და შეუპოვრობაა, რისი მეშვეობითაც იგი ნებისმიერ ცხოვრებისეულ პრობლემას ხალისიან თავგადასავლად აქცევს. როგორც თავად ამბობს, ამ წიგნის წაკითხვისას დარწმუნდებით, რომ ერთ ჩვეულებრივ გოგოს შეიძლება დაუჯერებელი, გულისშემძვრელი ცხოვრება ჰქონდეს.
მთარგმნელი: მაია წითაძე
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
9. წრიპა ბიჭის დღიური: არდადეგები (წიგნი 12) — ჯეფ კინი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
გაინტერესებთ, როგორ გაატარა არდადეგები ჰეფლების ოჯახმა? სერიის მეთორმეტე წიგნში გრეგ ჰეფლი მშობლებთან და ძმებთან ერთად ტროპიკებში მიემგზავრება, თუმცა მათ სასიამოვნო დასვენება კი არა, ნამდვილ ქაოსი ელით. არადა ცხელ ადგილას გამგზავრების მიზეზი შობის დღესასწაულზე სტრესის არიდება და არდადეგების უფრო სასიამოვნოდ გატარება იყო. გრეგი არცთუ უსიამოვნო სიტუაციებსაც რომ ძალიან სასაცილოდ ჰყვება, "წრიპა ბიჭის დღიურის" ერთგულმა მკითხველებმა მშვენივრად იციან, ჰოდა, არც მისი ახალი თავგადასავალი გაგიცრუებთ იმედებს.
მთარგმნელი: ლაშა გველესიანი
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
10. დეტექტივი სკალდაგერი — დერეკ ლენდი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ირლანდიელი მწერლის, დერეკ ლენდის, ცნობილი სერია რომელიც ყველაზე უჩვეულო დეტექტივის ისტორიებს მოგვითხრობს, განსაკუთრებით პოპულარულია 10-16 წლის ბავშვებში. მისი ერთგული მკითხველები ყოველ ჯერზე მოუთმენლად ელიან სერიის გაგრძელებებს და მათ რიგებს ახლა უკვე ქართველი მკითხველებიც შეუერთდებიან. დერეკ ლენდის წიგნები გამოირჩევა დინამიური სიუჟეტით, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით, დაუვიწყარი დიალოგებით და დახვეწილი იუმორით. სერიის პირველი წიგნის შეძენას ფესტივალის ფარგლებში ფასდაკლებითაც შეძლებთ.
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
ასაკი: 10+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
-
მარიამ მალაზონია: "დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა" მარიამ მალაზონია: "დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა
გადახედვა
-
აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით
-
ნიკა გვარამია: კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია ნიკა გვარამია: კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია
გადახედვა
-
მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით
-
დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს სიგარეტის შეძენა აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს სიგარეტის შეძენა აეკრძალებათ
გადახედვა
-
ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან
გადახედვა
-
ალბი კორძაიას ბრალდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო ალბი კორძაიას ბრალდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმს კრიტიკოსები უარყოფითად აფასებენ მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმს კრიტიკოსები უარყოფითად აფასებენ
გადახედვა
-
ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-სიმუსის ფუნქციას, უსაფრთხოება კი "მანდატურთუხუცესის" ხელში გადადის! სალომე ზურაბიშვილი: გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-სიმუსის ფუნქციას, უსაფრთხოება კი "მანდატურთუხუცესის" ხელში გადადის!
გადახედვა
-
3 საპატრიარქო კანდიდატი 28 აპრილს დასახელდება 3 საპატრიარქო კანდიდატი 28 აპრილს დასახელდება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი
გადახედვა
-
"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა? "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
გადახედვა
-
ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში
გადახედვა
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს
კომენტარები