11 ინოვაციური პროექტი ქუთაისს — გიორგი ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა. წარდგენისას მან იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც პარტიას გასულ წელს უკვე შემუშავებული ჰქონდა და ყურადღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ვაშაძემ ქუთაისელებს საკუთარი ხედვა და ის ინოვაციური მიდგომები გააცნო, რომელიც ქალაქს ავანგარდის სტატუსს, ხოლო საქართველოს რეგიონის ლიდერის ფუნქციას დაუბრუნებს.
"ქუთაისში აღმშენებლობის არასტანდარტული, განსხვავებული იდეების ერთობლიობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს ქალაქი იყოს განვითარების ავანგარდში. სწორედ ასეთი არასტანდარტული, ინოვაციური იდეები არის გზა ქვეყნის განვითარებისკენ. თუ ჩვენ ეს არ შევძელით დღეს, აღარაფერი გამოგვივა ხვალ. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ყველა ქვეყნის გამოცდილება და გავაკეთოთ უმაგრესი პროექტები, რომელიც იქნება ამბიციური და ინოვაციური. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო განვითარების ავანგარდში, ამის ყველა შესაძლებლობა გვაქვს: ნიჭი, ინოვაციურიბა, კრეატიულობა, ბუნებრივი რესურსები, არაჩვეულებრივი გეოგრაფიული ლოკაცია, საოცარი ისტორია და მუხტი, რომელიც გაერთიანდება საერთო იდეის, აღმშენებლობის გარშემო. ამას ვერაფერი ვეღარ გააჩერებს. სწორედ ამაზეა დაფუძნებული ჩვენს მიერ წარმოდგენილი თერთმეტი პროექტი“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ამომრჩეველს 11 ინოვაციური პროექტი გააცნო, რომელიც ქალაქს ახალ სტატუსსა და მნიშვნელობას შესძენს:
„დრაივ მუზეუმი „მედეა“ მნიშვნელოვანი პროქტია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი ისტორია გავხადოთ ერთის მხრივ ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და გასაგები, მეორე მხრივ კი მსოფლიოს გავაცნოთ რა წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიოს ცივილიზაციაში. მუზეუმი „მედეა“ - ეს იქნება მულტიფუნქციური სპორტული არენა, სადაც დასავლეთ საქართველო უმასპინძლებს დიდ საერთაშორისო ტურნირებს;
მეორე — ქუთაისმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი;
მესამე — ინდუსტრიული პარკი ქუთაისში, ავანგარდში, სადაც საბჭოთა კავშირის დროს წარმოებდა მიკროსქმები, ჩიპები. ეს არის ის წამროება, რომელიც მთელს მსოფლიოში დღეს ყველაზე სწრაფად მზარდია. სამწუხაროდ აქ ყველაფერი გაჩერებულია. ჩვენ აქ აღვადგენთ ჩვენს მიკროტექნოლოგიების წარმოების ინდუსტრიულ პარკს;
მეოთხე — IT ქალაქი. ტექნოლოგიების განვითარების გარეშე არ არსებობს განვითარებული სახელმწიფო. მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვაძლევ გარანტიას, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ეს ნიშნავს მსოფლიო გიგანტების შემოსვლას საქართველოში: Microsoft, Facebook, google და ა.შ გაგრძელებული, რომლებიც აქ გახსნიან ოფისებს. ამისათვის ჩვენ 10 000 გრანტის გაცემას ვაპირებთ იმ სპეციალობებში, რომელიც უნდა შეიძინონ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ მყისიერად მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები;
მეხუთე — მნიშვნელოვანი პროექტია ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია და აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისის, როგორც ბიზნეს ცენტრის გაშენება. ეს ქვითკირის ტერიტორიიდან უნდა დაიწყოს და მივიდეს აეროპორტამდე;
მეექვსე — პარლამენტთან ახლოს გვინდა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის გაკეთება, რომელშიც იქნება ძალიან დიდი სასტუმრო ინფრასტრუქტურა, რომ დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარება გახდეს შესაძლებელი;
მეშვიდე — მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სწრაფი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ქუთაისი, ქუთაისი-ბათუმი, ქუთაისი-ზუგდიდის მარშუტს ითვალისწინებს;
მერვე — სამ საათიან საფრენ რადიუსში გვინდა პირდაპირი რეისები ქუთაისის აეროპორტიდან. ეს ნიშნავს მინიმუმ 7-8-ჯერ მგზავრთა ნაკადის გაზრდას;
მეცხრე — ეს არის ბრენდული სასტუმროები ქუთაისში;
მეათე — სატვირთო აეროპორტის განვითარება ქუთაისში. აქ განვავითარებთ არა მარტო სამგაზვრო, არამედ სატვირთო აეროპორტს. ქუთაისს ყოველი მხრიდან თვითმფრინავის მიღების შესაძლებლობა აქვს და დღეს ძალიან დიდი ტერიტორია ასათვისებელია. შესაბამისად, აქ შეგვიძლია გავაკეთოთ დასავლეთის და აღმოსავლეთის, ანუ საკოორდინატშორისო სატვირთო აეროპორტი. ამ პრეოქტების განხორციელება ნიშანვს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ კმაყოფილ მოქალაქეს, მეტ განვითარებულ ახალგაზრდას." - საუბრობს პროექტების მნიშვნელობაზე გიორგი ვაშაძე.
იგი აცხადებს, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანი არის არა სპონტანურობა, დაუგეგმაობა და სიტუაციაზე რეაგირება, არამედ სტრატეგიულად სწორი, გეგმაზომერი ქმედება.
"ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ აღმშენებლობის იდეის გარშემო და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ მომავალ თაობას დავახვედროთ ქვეყანა, სადაც ისინი საკუთარ მომავალს დაინახავენ" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
კომენტარები