ნიანგები თავიანთი შვილებს, ძირითიდად, პირით დაატარებენ ხოლმე. თუმცა, ფოტოში, რომელიც დჰრიტმან მუხერჯემ გადაიღო, ვხედავთ, რომ მამრ ნიანგს 100-ზე მეტი წიწილი მდინარეში ზურგით გადაყავს.

ფოტოზე გამოსახული ნიანგი საკმაოდ იშვიათი სახეობის, განგის გავიალის წარმომადგენელია. იმის გამო, რომ მის პირს უცნაური მორფოლოგია აქვს, ის ბავშვების პირით გადაყვანას ვერ ახერხებს, ამიტომ შვილები მას პირდაპირი გაგებით, თავზე აზიან.

განგის გავიალი 4,5 მეტრამდე იზრდება და 900 კილოგრამს იწონის. ამ სახეობის მამრებს ძალიან გამორჩეული ცხვირი აქვთ, რომელიც მათ სხვა ნიანგებისგან მომენტალურად განასხვავებს. ცხვირის უცნაურ ბურცობს "განგი" ჰქვია. ნიანგები მისი მეშვეობით წყალში ბუშტებს ბერავენ, რითიც მდედრ პარტნიორებს იზიდავენ.

ფოტო: Dhiritiman Mukherjee

აღსანიშნავია, რომ განგის გავიალს გადაშენების საფრთხე ემუქრება, რადგან ველურ ბუნებაში ამ სახეობის მხოლოდ 650 ზრდასრული წარმომადგენელია დარჩენილი. აქედან 500 ინდოეთის ჩამბალის ნაკრძალში ცხოვრობს. სწორედ აქ მოახერხა ფოტოგრაფმა მრავალშვილიანი მამრის ფოტოზე აღბეჭდვა. ფოტოგრაფი ვარაუდობს, რომ ამ ნიანგს შვილები 7-8 სექსუალური პარტნიორისგან ჰყავს.

იმედია, მამა ნიანგს შრომა წყალში არ ჩაეყრება და მისი შვილები ჯანმრთელები გაიზრდებიან.