რუსთავში ჰაერი საგანგაშო ნიშნულზეა, მთავრობა არაფერს აკეთებს — გეგელია
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელია რუსთავში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს და პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას რუსთავის მაცხოვრებლების განზრახ მოტყუებაში ადანაშაულებს.
გეგელიას თქმით, რუსთავში ჰაერი საგანგაშო ნიშნულზეა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
"სანამ პრემიერი გიორგი გახარია და ქართული ოცნება რუსთაველებს ურცხვად ატყუებს, რომ მის მთავრობას დაბინძურებული ჰაერის პრობლემა აინტერესებს, მაშინ, როცა 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რუსთაველების დაწამვლა ყოველდღიურად გრძელდება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის ცნობით, დღეს რუსთავის ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების შემცველობა მრავალჯერ აღემატება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის დასაშვებ ნორმას. დღეს ამ ქალაქის ჰაერში PM10-ის შემცველობა 132.39 მკგ/მ3-ია, მაშინ, როდესაც, უარეს შემთხვევაში, ნორმა უნდა იყოს 35-50. ხოლო PM2.5-ის შემცველობა არის 60.07 მკგ/მ3, მაშინ, როცა, უარეს შემთხვევაში, ნორმა უნდა იყოს 20-25. ვიმეორებ, ეს არის მყარი ნაწილაკების შემცველობა, რომელიც უკიდურესად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ბავშვთა განვითარებისთვის, ადამიანის გონებრივი ნაყოფიერებისთვის", — განაცხადა გეგელიამ.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანაში არასბული არასწორი პოლიტიკა მოქალაქეებს კლავს.
"მოქმედი და წინა ხელისუფლების გულგრილმა, ანტი-ადამიანურმა პოლიტიკამ რუსთაველები პირდაპირ გაწირა ნელი სიკვდილისთვის და ამ ქალაქის ხალხის ფუნდამენტური უფლება ფეხქვეშ გათელა, როდესაც მათ წაართვა ჯანსაღი ცხოვრების შანსი. მაგრამ ეს დაწყევლილი წრე ამ შემოდგომაზე დასრულდება. პირობას ვდებ, რომ დაბინძურებული ჰაერის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება ლელოს გამარჯვებიდან 300 დღეში, როდესაც ჩვენ გავამკაცრებთ კანონმდებლობას, შემოვიღებთ უმკაცრესი აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს და დავნერგავთ რუსთავის სპეციალური გამწვანების პროგრამას", — განმარტა გეგელიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები