ხმების დაცვის კომისიამ ხელი შევუშალეთ საუბნო კომისიის წევრების ჩუმად არჩევას — კობახიძე
სტრატეგია აღმაშენებლის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის, ანა კობახიძის თქმით, წლების განმავლობაში ქართული ოცნების და სუს-ის თანამშრომლების მიერ შერჩეულ კომისიის წევრებს მორჩილებით აძლევენ ხმას საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც თავად ამავე ფორმით არიან დანიშნული ცესკოს მიერ.
კობახიძის განცხადებით, ხმების დაცვის კომისიამ ხელი შეუშალა რამდენიმე საოლქო კომისიას, სადაც ჩუმად უნდა მომხდარიყო საუბნო კომისიის წევრების არჩევა.
სტრატეგია აღმაშენებლის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა შედეგს ყოველთვის გამოიღებს და არ მისცემს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას.
"საოლქო საარჩევნო კომისიები გუშინ და დღეს ირჩევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებს. კანონით ასეთი წევრები ნამდვილად უნდა იყვნენ პარტიული კუთვნილების გარეშე და კომისიაში მათი მუშაობა უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი, თუმცა მერამდენე არჩევნებია უკვე, ასეთ პოზიციაზე აირჩევიან სწორედ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. წლების განმავლობაში ქართული ოცნების და სუს-ის თანამშრომლების მიერ შერჩეულ კომისიის წევრებს მორჩილებით აძლევენ ხმას საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც თავადვე ამავე მეთოდით არიან დანიშნული ცესკოს მიერ", — აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, დღეს ხმების დაცვის კომისიამ ხელი შეუშალა რამდენიმე საოლქო კომისიას ჩუმად აერჩია საუბნო კომისიის წევრები და ზოგიერთ შემთხვევაში კონკურსის თავიდან გამოცხადებაც კი მოუწევთ.
"ოპოზიციური პარტიების ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა, ვფიქრობ, ყოველთვის გამოიღებს შედეგს და ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას ნაცადი ტრადიციული მეთოდებით ან ახლად მოფიქრებული მავნებლობებით არჩევნები გააყალბოს. ქართველი ხალხის ხმების დაცვას ვაპირებთ არჩევნების დღემდე და უშუალოდ კენჭისყრის დღესაც", — განაცხადა ანა კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები