არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს მაუწყებლებისთვის ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები — GDI
ფოტო: iStock / Nadezhda Fedrunova
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აცხადებს, რომ მაუწყებლებისთვის დღეს ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები ცენზურაა და არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს. ორგანიზაციის განცხადებით, დებულებები, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონსა და ბავშვის უფლებათა კოდექსში ამოქმედდა მაუწყებელთა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შინაარსობრივ ფილტრს წარმოადგენს.
ისინი თვლიან, რომ კანონში გამოყენებული ტერმინები იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობას აძლევს, მისი სუბიექტური შეხედულებით გადაწყვიტოს რა გაუშვას მაუწყებელმა ეთერში და რა არა. მათივე განმარტებით, მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩო კი მაუწყებლებს მათი ეთერის შინაარსის განსაზღვრისას იმდენად დამოკიდებულს ხდის კომუნიკაციების კომისიაზე, რომ ატარებს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს და ეწინააღმდეგება ცენზურის დაუშვებლობის აბსოლუტურ ხასიათს.
2020 წლის 31 აგვისტოს, GDI-მ ოთხი ეროვნული მაუწყებლის (მთავარი არხი, ფორმულა, ტელეკომპანია კავკასია და ტელეკომპანია პირველი), ასევე, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" შემოქმედებითი ჯგუფის (ქეთი დევდარიანი, გიორგი ლიფონავა და ირაკლი საღინაძე) სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.
"სარჩელში სადავოა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის ნორმები, რომლებიც ბავშვზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციისგან არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით მაუწყებელთა მიერ გადაცემულ სრულ ინფორმაციას შინაარსობრივად არეგულირებს. მიგვაჩნია, რომ ნორმები არღვევს მაუწყებელთა კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და მისი გამოხატვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და ცენზურის აკრძალვის მოთხოვნებს. ნორმები ასევე, არღვევს შემოქმედების თავისუფლებას, რადგან შემოქმედების მხოლოდ კონკრეტული შინაარსითა და კონკრეტულ დროს საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობას აძლევს მის ავტორებს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სადავო ნორმები სწორედ სავალდებულოდ განსაზღვრავს, თუ რა შინაარსის ინფორმაცია შეუძლია გაავრცელოს მაუწყებელმა და ასეთის განსაზღვრის შესაძლებლობა მხოლოდ კომისიას ანიჭებს. მაგალითად, კომისია დაადგენს რა არის შეურაცხმყოფელი ლექსიკა, რა არის სექსუალური სცენა, რა არის ოკულტიზმი ან მისი მსგავსი მოვლენა.
ამასთანავე, სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის კანონმდებლობა სპეციალურ, უფრო მკაცრ სანქიცირების წესს ითვალისწინებს — პირველ შემთხვევაში ჯარიმას, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე მოთხოვნების დარღვევისას მაუწყებელს უპირობოდ უჩერდება ლიცენზია.
"მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისთვის მსგავსი შებოჭვა განსაკუთრებით დაუშვებელი და საფრთხის შემცველი წინასაარჩევნო პერიოდშია. მაშინ, როდესაც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის", — ამბობენ ორგანიზაციაში.
სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად, ისინი სარჩელით, ასევე, ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მათი მოქმედების შეჩერებას.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მაუწყებელთა საქმიანობის შეჩრების საფრთხე და ინფორმაციის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა შეუქცევად ზიანს წარმოადგენს როგორც მაუწყებლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს ინფორმაციის მიღება და ითხოვენ რომ ბავშვის უფლებების კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561, 562 და 71 მუხლის დებულებები არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებთან ასევე, მე-20 მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან მიმართებით.
1-ლი სექტემბრიდან ბავშვთა კოდექსში ცვლილებები ამოქმედდება. კერძოდ, მშობლებს ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვის მოთხოვნით შეუძლიათ, ინტერნეტ პროვაიდერ ვებგვერდებს მიმართონ. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს.
ასევე განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებგვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდება, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე.
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
გადახედვა
-
რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე? რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე?
გადახედვა
-
"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე "[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს
გადახედვა
-
კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს
გადახედვა
-
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე "სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
გადახედვა
-
საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია
გადახედვა
-
სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო
-
შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები