დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 13-ით გაიზარდა. მონაცემები StopCov-ზე ახლახანს განახლდა. დილას განახლებული ვერსიით, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 3 იყო.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 14 პაციენტის წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან, 8 შემთხვევა გახლავთ შემოტანილი, აქედან 5 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. მისივე თქმით, მხოლოდ 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 510-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 253 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 828 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 232 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: