ოპოზიციური პარტიები დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერენ მხარს. ინფორმაცია On.ge-ს წყარომ დაუდასტურა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილი მხარდაჭერას აპირებს, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ დასტურდება. On.ge-ს წყაროს ინფორმაციით, საბურთალოში საერთო მაჟორიტარობის კანიდატზე საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

ამ წუთებში ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. გადაწყვეტილების შესახებ, სავარაუდოდ, სწორედ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.