საშეღავათო პერიოდის შემდეგ, დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება და ლარი გაუფასურდება — მაია კუკავა
ფოტო: რეფორმერი
პოლიტიკური პარტია რეფორმერის განცხადებით, ლარის გაუფასურებას დღესდღეობით არ მიუღია ისეთი ფორმები, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის, თუმცა მოსახლეობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია. მათივე თქმით, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემთხვევაში, როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, ასევე მთლიანად ეკონომიკა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება.
მონეტარული პოლიტიკის და ინფლაციის მაჩვენებელების შეფასებისას რეფორმერში აღნიშნავენ, რომ იმის მიუხედავად, რომ 2019 წლის ბოლოს, ოფიციალური მონაცემებით ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელზე შენარჩუნება მოხერხდა და სავალუტო რეზერვების მკვეთრი ზრდა განხორციელდა, მთავარი გამოწვევა მაინც არის ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნება (3%).
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის მეორე ნახევარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,5 პროცენტიდან ეტაპობრივად 8,25 პროცენტამდე გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საფუძველს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები წარმოადგენდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2020 წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებდა და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდებოდა. თუმცა არსებული პანდემიის და კრიზისის ფონზე არსებული პროგნოზი ძნელად განხორციელებადია.
გაზრდილი ინფლაციისა და გაუარესებული ინფლაციური მოლოდინების დროს, ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის რეჟიმს მიჰყვება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას წარმოადგენს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შესაძლოა ჩაითვალოს სწორ გადაწყვეტილებად, რადგან ის ამცირებს ინფლაციას, თუმცა ამას დრო სჭირდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში, წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა. მაჩვენებლების ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე:
1. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები — ფასების 12,3% ზრდა;
- ხილი და ყურძენი — 31.9%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები — 14.8%;
- თევზეული — 14.2%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული — 14.1%;
2. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო — ფასების 15.6% ზრდა;
- თამბაქო — 30,8%;
- ალკოჰოლური სასმელები — 3,1%;
3. ტრანსპორტი — ფასების 2,9% ზრდა;
4. სასტუმროები, კვების ობიექტები — ფასების 7.9% ზრდა;
5. დასვენება, გართობა და კულტურა — ფასების 6.9% ზრდა;
- ტურისტული მოგზაურობა —13.6%;
სურსათის და სხვა პირველადი საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება უარყოფით გავლენას ახდენს საოჯახო მეურნეობების მსყიდველობით უნარიანობაზე. ამ პერიოდში შემცირდა საარსებო მინიმუმი და საშუალო სტატისტიკური მოქალაქე იმავე ან უფრო მცირე თანხით, გაცილებით ნაკლებ პროდუქტს შეიძენს. გასულ წლებში, გლობალურად ერთობლივი მოთხოვნის შემცირების გამო, ფასების ზრდის ტენდენციას აბრკოლებდა საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლებსა და სურსათზე ფასების კლებას, მაგრამ მიმდინარე პერიოდში, გლობალური მოთხოვნის ზრდას ემატება იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება და გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება, რაც ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის და იწვევს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლისგან გადახრას", — აცხადებს პარტია რეფორმერის წევრი მაია კუკავა.
მისივე თქმით, ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა პანდემიის ფონზე. ამასთან, ის ამბობს, რომ კომერციული ბანკებმა 3-თვიანმა საშეღავათო პერიოდმა გარკვეული მსესხებლებისთვის სესხი კიდევ სამი თვით გაიზარდა.
"საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2020 წლის მაისში ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა. ამასთან ვადაგადაცილებული სესხების 34.1% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის გაზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობის დონე ქვეყანაში. რეალურად მოსახლეობისთვის ეს შესაძლოა სამთვიან ჭრილში ერთგვარი შეღავათი იყო, მაგრამ არსებული გადასახადი კვლავ მძიმე ტვირთად დააწვათ ივლისიდან. უმუშევრობის გაზრდილი დონე კვლავ არ შემცირებულა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, შეხება მაქვს საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებთან და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა მცირე და საშუალო კომპანიამ არათუ დროებით, არამედ საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება. რეალურად ამ საშეღავათო პერიოდმა ისევ და ისევ საბანკო სექტორს შემატა სტაბილურობა, რათა ერთიანად არ მიეღოთ დარტყმა და სტაბილურობა შეენარჩუნებინათ. იქიდან გამომდინარე, რომ სასესხო პორტფელის დაახლოებით 65% უცხოურ ვალუტაშია, საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება და ეს ლარის გაუფასურებას გამოიწვევს", — აცხადებს კუკავა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები