ახალ დოკუმენტურ ფილმში ავღანელი ქალების მძიმე ყოველდღიურობას ვეცნობით — ტრეილერი
ფოტო: Getty Images
2012 წელს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, ადამიანის უფლებების აქტივისტს, მალალა იუსაფზაის თალიბანის ერთ-ერთმა მებრძოლმა თავში ესროლა, რის შემდეგაც ის ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.
ვერც ტყვიამ გააჩუმა და შეაშინა, მალალა იუსაფზაი კვლავ ავღანელი ქალების გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ.
სულ რამდენიმე წელიწადში, მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქვეყნის მმართველობა დაიბრუნეს, ქალთა უფლებები იმდენად დაირღვა, რომ სიმღერაც კი აიკრძალა.
მიუხედავად ყველაფრისა, ავღანეთში ცვლილებების სიჩქარემ, თუ არა სისასტიკემ, მალალა მაინც გააკვირვა, რომელიც 2012 წლის თითქმის საბედისწერო სროლის შემდეგ თანასწორობისთვის იბრძოდა.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ქალები ასე ადვილად დავკარგავდით უფლებებს. ბევრი გოგონა აღმოჩნდება უიმედო და დეპრესიულ სიტუაციაში, სადაც ისინი გამოსავალს ვერ დაინახავენ, მათთვის მომავალი ძალიან ბნელია და ბურუსითაა მოცული", — ამბობს 27 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.
თალიბებმა ძალაუფლება 2021 წელს დაიბრუნეს, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დასავლურმა ძალებმა ქვეყანა დატოვეს, მათ შეიმუშავეს ე.წ "ზნეობრივი კანონები", რომელიც ავღანელი ქალებისთვის უფლებების შეზღუდვასა და დაკარგვას მოიაზრებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) ამბობს, რომ ეს წესები წარმოადგენს "გენდერულ აპართეიდს" — სისტემას, სადაც ადამიანები განიცდიან ეკონომიკურ და სოციალურ დისკრიმინაციას მათი სქესის მიხედვით.
"მათ [თალიბებმა] იციან, რომ ქალთა უფლებების წართმევა უნდა დაიწყონ განათლებიდან. ქალებმა ყველაფერი დაკარგეს, ისინი ახლა ძალიან ბნელ დროში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც იჩენენ წინააღმდეგობას",— ამბობს მალალა.
გაეროს მიხედვით, ავღანეთში მილიონზე მეტი გოგო არ სწავლობს სკოლაში — ანუ, დაახლოებით 80%, და 2022 წელს დაახლოებით 100,000 ქალ სტუდენტს აუკრძალეს უნივერსიტეტის კურსების გავლა.
პაკისტანში დაბადებული აქტივისტი, ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა, არის მომავალი ფილმის Bread & Roses აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელიც ასახავს თალიბანის რეჟიმის ქვეშ მცხოვრები სამი ავღანელი ქალის ცხოვრებას.
დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ზაჰრას, სტომატოლოგი ქალის შესახებ, რომელიც იძულებულია მიატოვოს თავისი საყვარელი საქმიანობა, ტარანომის შესახებ, რომელიც აქტივისტია და საზღვარზე გარბის და ბოლოს, მთავრობის თანამშრომელ შარიფას შესახებ, რომელიც კარგავს სამსახურსა და დამოუკიდებლობას.
"თუმცა ეს ფილმი მხოლოდ სამი ქალის ისტორიას არ მოგვითხრობს, ფილმში საუბარია 20 მილიონ ავღანელ გოგოსა და ქალზეც, რომელთა ისტორიები შეიძლება ჩვენს ეკრანებზე ვერ მოხვდეს",— ამბობს მალალა.
ფოტო: BBC
ფილმში წარმოდგენილი სამივე ქალი ამ დროისთვის უკვე აღარ ცხოვრობენ ავღანეთში. ფილმის რეჟისორი საჰრა და მალალა იმედოვნებენ, რომ ფილმი აამაღლებს ცნობიერებას იმის შესახებ, თუ რისი გაძლება და გადატანა უწევთ ქალებს გადასარჩენად.
"ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და აიმაღლონ ხმა. ამ ყველაფრით ძალიან ბევრ რამეს აყენებენ რისკის ქვეშ. დროა, რომ ჩვენ მათი დები და მათი მხარდამჭერები გავხდეთ", — განაცხადა მალალა
მალალა ასევე იმედოვნებს, რომ დოკუმენტური ფილმი უფრო მეტ საერთაშორისო ზეწოლას გამოიწვევს თალიბანზე და ამას შედეგი ექნება ქალთა უფლებების საკითხთან დაკავშირებითაც.
რამდენადაც Bread & Roses მოგვითხრობს ქალთა უფლებების დაკარგვისა და ჩაგვრის ისტორიებს, ფილმი ასევე გვაძლევს გამძლეობასა და იმედს.
"ამ ავღანელი ქალების სიმამაცისა და გამბედაობისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ.თუ მათ არ შეეშინდებათ, თუ ისინი არ კარგავენ გამბედაობას აღუდგნენ თალიბებს, ჩვენ მათგან უნდა ვისწავლოთ ეს ყველაფერი და სოლიდარობა გამოვუცხადოთ", — განაცხადა ინტერვიუში მალალამ.
ფოტო: BBC
რაც შეეხება ფილმის სახელწოდებას, როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმის სახელი ავღანური გამონათქვამითაა შთაგონებული.
"პური თავისუფლების, ხელფასის მიღებისა და ოჯახის რჩენის სიმბოლოა. ჩემს ენაზე გამოთქმა გვაქვს, რომ ვინც პური მოგცა, ისაა შენი მბრძანებელიც. ასე რომ, თუ იპოვით თქვენს პურს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ თქვენივე თავის უფროსი", — ამბობს საჰრა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები