ირაკლი ზარქუა: რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით
ფოტო: ქართული ოცნება
რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით, რადგან დრო თქვენისთანებისთვის არ რჩება. მშვიდობიანად მობრძანდით, გაიარ-გამოიარეთ და მიბრძანდით უკან!, — ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოში EU-ს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტი.
ის EU-ს დელეგაციის წევრებს "გზააბნეულებს" უწოდებს და მოუწოდებს, რომ თუ საქართველოს ნახვა სურთ, "ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამენ!"
"მოგმართავთ, თქვე გზააბნეულებო: თუ საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ! ჩადით სამეგრელოში — ნახეთ, იქაური სტუმართ-მასპინძლობა, სუფთა ჰაერი, იქნებ აზრზე მოხვიდეთ და გაიაზროთ, რომ ლგბტ პროპაგანდა ქართველ ხალხს არ სჭირდება.
იქნებ კახელებსაც დაელაპარაკოთ, რომ ღვინო უძველესი ცივილიზაციაა და მას გაფრთხილება სჭირდება. მერე იქნებ გაიაზროთ, რომ გვარამიასთან ერთად არ უნდა დადგეთ, რომელმაც საქართველოს და ჩვენს მაიდენტიფიცირებელ ქართულ ღვინოს შეურაცხყოფა მიაყენა.
მივმართავ როთს, რადგან ჟიგიმანტასი უკვე "გიჟიმანტასია" და მას არაფერი ეშველება, ასევე მივმართავ დანარჩენ როთებს: ეს ქვეყანა უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანაა, შეურაცხყოფას გვაყენებთ, როცა თქვენისთანები მილიონზე მეტ ადამიანს ეუბნებით, რომ შეცდომა დაუშვით და რუსი ხართო. ასეთებს არ მიგიღებთ!
რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხდითო, არ შეგხვდებით, რადგან დრო თქვენისთანებისთვის არ რჩება. ამიტომ ბიძიებო! დღეს, 7 საათზე რომ გამოხვალთ და ლობისტური კომპანიების მიერ დაწერილ ტექსტებს წაიკითხავთ, გაბრძანდით უკან და თქვენს ხალხს მიხედეთ! გერმანიაში პრობლემა გაქვთ, ჩამოშლილი გაქვთ კოალიცია, საფრანგეთში იმ კაცს ლეგიტიმაცია არა აქვს. ოპოზიციური პარტიებია პირველ და მეორე ადგილას.
სად არის კუბილიუსი? დაგეშალა პარტია?! ევროპარლამენტიდან რომ გვმოძღვრავდი, გითხრეს ხომ რომ პოლიტიკა შენი თემა არ არის და კოსმოსს მიხედეო - კოსმოსური რაღაცის შემსწავლელი კომიტეტის თუ კომისიის წევრია...
დარჩა ფოტიგა მიღმა?! მორალს რომ გვიკითხავდით! რასა სად არის?!
აი, ასეთები ხართ — ხალხი საკუთარ ქვეყანაში არ გცემთ პატივს და ჩვენ, ქართველებს გვიკითხავთ მორალს დემოკრატიაზე, კულტურაზე, განვითარებაზე. უძველესი ცივილიზაციის ხალხს გვასწავლიდით ჭკუას! ჭკუა თქვენმა მოსახლეობამ გასწავლათ და დაგტოვეს ხელისუფლების გარეშე.
იარეთ ახლა რუსთაველის გამზირზე — ჩვენ სტუმარ-მასპინძლობა არ შეგვშლია და არც არასდროს შეგვეშლება!" — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები