ნიკა მელია

18 Nov. 2024, 10:29

"ჩვენ გვჯერა, დღევანდელი დღე, დღევანდელი არაორდინალური საპროტესტო შეკრება იქნება, ალბათ, ერთ-ერთ ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით. ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, სანამ არ ჩამოვანგრევთ და ქუჩა, გამზირი არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი ახლა ჩვენს ხელთ და ეს პროცესი აღარ შეჩერდება. ეს პროცესი დასრულდება განმარჯვებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ასევე, აწმყოს და მომავლის წინაშე. ცივა? მერე რა! გაწვიმდება?! მერე რა! აცივდება?! მერე რა! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს?! თბილისის ქუჩები გადაიკეტება?! გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება. ამიტომ უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში. მაშასადამე, გელოდებით მეგობრებო, ყველას ამ ლოკაციაზე. გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა. ამ ნაბიჯების გადადგმის დღე დღეს იყო, მაგრამ ეს დღე პირველი დღეა და არა უკანასკნელი."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…