როცა მთავრობა ელექტრონულ მუსიკას კულტურად არ აღიქვამს
ფოტო: Vladimir Hodac / Shutterstock
ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება უკვე დაშვებულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობის აზრით, ელექტრონული მუსიკა კულტურული ღონისძიება არ არის. სფეროს, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხელოვნების ერთ-ერთ პოპულარულ და მოთხოვნად დარგად იქცა, ახალი დადგენილებით მხოლოდ გართობის კატეგორია მიენიჭა.
სწორედ მსგავსი დაყოფის გამო კლუბები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ღია ცის ქვეშაც ვეღარ ატარებენ ისეთ ღონისძიებებს, სადაც ელექტრონულ მუსიკაა და დიჯეი უკრავს. როცა ხელისუფლება კლუბების მიმართ რეგულაციებს მთელი სიმკაცრით იცავს, საკუთარ თავს შეღავათებს უწესებს. კიკვიძის პარკის გახსნაზე პრემიერმა თავად აღიარა, რომ 200 ადამიანზე რეგულაცია დაარღვიეს.
პანდემიის გამო გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალას ემატება 10-ათასლარიანი ჯარიმებიც, რომელიც ასეთი ღონისძიების ორგანიზატორებს დაეკისრათ.
17 ივლისის ჩატარებული ღონისძიების გამო 10 000 ლარით დააჯარიმეს კომუნა მზესუმზირა. როგორც ისინი ამბობენ, მათ შემთხვევაშიც მიზეზი ელექტრონული მუსიკაა.
"ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი, ისევე, როგორც მათი დაპირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, არ დავჯარიმდებოდით.
ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე აქტივობებიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და ვაპირებთ სასამართლოს გზით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე", — აღნიშნულია განცხადებაში.
დაჯარიმებულთა სიაში მოხვდა კლუბი მტკვარზეც. დამფუძნებლისთვის, ქეთა გაბუნიასთვის გაუგებარია, რატომაა გასართობი და არა კულტურული ღონისძიება ელექტრონული მუსიკა.
"ჩვენ ამ განმარტებას არ ვეთანხმებით, რადგან ეს დაცინვაა. რით ვერ ვიქეცით მათ თვალში კულტურის ნაწილად და როდემდე უნდა იყოს კულტურის ნაწილი მხოლოდ ტრადიცული მიმართულებები?!", — ამბობს ის On.ge-სთან.
ქეთა გაბუნიას თქმით, რამდენიმე კვირის წინ გაფართოებული შეხვედრა ჰქონდათ თბილისის მერიაში, რომელსაც მერი, კულტურის სამსახურის უფროსი, ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელი ესწრებოდნენ. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებს უკვე კულტურის სფეროდ მოიაზრებდა.
ივნისის ბოლოს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც უკვე შრომის ინსპექციაც ესწრებოდა და დეტალები გაიარეს, მათ შორის, იმსჯელეს იმაზე, რა ითვლებოდა ღია სივრცედ.
"შემდეგ გაკეთდა განცხადება ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების დაშვებას შესახებ. ჩავატარეთ "ივენთები". ჩვენს ტერიტორიაზე, სადაც სხვა შემთხვევაში 600 ადამიანი შემოდის ხოლმე, 86 ადამიანი გვყავდა შემოყვანილი. 100 ბილეთი გვქონდა გაყიდული და ვაპირებდით 200-მდე ადამიანი შემოგვეშვა, რათა ყველა რეკომენდაცია დაგვეცვა".
გაბუნიას თქმით, მტკვარზე იმ ღამით 10 000 ლარით დააჯარიმეს, რადგან გასართობი ღონისძიება ჩაატარეს:
"ელექტრონული მუსიკა მთელ მსოფლიოში არის კულტურის მიმართულება, ჩვენთვის ვერ იქცა ვერანაირად. თუ ასეა, დავებარებინეთ ევროპაბეთთან ერთად და ნუ გვიბარებდნენ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. რაც გვითხრეს, ზუსტად ისე მოხდა. [შეხვედრიდან] ორ კვირაში დაუშვეს ღია სივრცეში ღონისძიებები, მაგრამ თურმე ჩვენ ვერ მოვხვდით".
ქეთა გაბუნია იმასაც ფიქრობს, რომ კლუბები და ელექტრონული მუსიკის სცენა ხელისუფლებას "ყელში ეჩხირება", რადგან ისინი პროტესტთან და სოციალურ მოძრაობებთან ასოცირდებიან. მისივე თქმით, შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაცია უკვე დაუკავშირდა მერიის კულტურის სამსახურის დეპარტამენტის უფროსს, თუმცა პროცესი იწელება.
უახლოეს დღეებში ისინი ერთობლივი განცხადების გაკეთებას აპირებენ.
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა

კომენტარები