სომხეთმა ისრაელის ირანზე თავდასხმა დაგმო, აზერბაიჯანმა კი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა
ფოტო: Tasnim
სომხეთმა ისრაელის მორიგი სასიკვდილო თავდასხმა ირანზე დაგმო, მაშინ როცა აზერბაიჯანი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს — ანალიტიკოსები რეგიონში დაძაბულობის შესაძლო შედეგებზე საუბრობენ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პრემიერმინისტრმა, პარასკევს ისრაელის ქმედებები ღიად დაგმეს.
ამავე დროს, აზერბაიჯანმა უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავა და განცხადებაში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
ისრაელმა ხუთშაბათისა და პარასკევის ღამეს ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე და ბირთვულ დაწესებულებებზე თავდასხმები განახორციელა, რასაც შედეგად მაღალი რანგის სამხედრო პირებისა და ბირთვული მეცნიერების დაღუპვა მოჰყვა.
"სიტუაცია ირანში სერიოზულ გამოწვევად შეიძლება იქცეს სამხრეთ კავკასიის მეზობელი რეგიონისთვის — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაძაბულობა დიდხანს გაგრძელდა," — წერს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების ექსპერტი ოლესია ვარტანიანი სოციალურ ქსელ X-ზე. "საქმე მხოლოდ ჰუმანიტარულ კრიზისსა და სავაჭრო მარშრუტების შეფერხებას არ ეხება", — ამატებს იგი და აღნიშნავს, რომ შესაძლოა "დამიზიანდეს მყიფე რეგიონული ბალანსი — დაწყებული დაუმთავრებელი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესით და დასრულებული პოლიტიკური დაძაბულობით საქართველოში და მის გარშემო."
ვარტანიანმა გაიხსენა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში "სწრაფად გამოიწვია ახალი სამხედრო შეტაკებები მთიან ყარაბაღში და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, რაც მთელ რეგიონში პოლიტიკურ არეულობას დაემთხვა." მისი თქმით, "გრძელვადიანმა ირანის კრიზისმა შეიძლება იგივე შედეგი მოიტანოს."
აზერბაიჯანი ინარჩუნებს მჭიდრო სამხედრო პარტნიორობას ისრაელთან და ბოლო წლებში მისგან ასობით მილიონი დოლარის ღირებულების თანამედროვე შეიარაღება შეიძინა. ამავდროულად, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები დაძაბულია და ხშირია მტრული განცხადებები.
სომხეთი კი ირანთან თბილ ურთიერთობებს ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ თეირანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას შედარებით ნეიტრალური იყო, ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ გააფრთხილა აზერბაიჯანი, არ ეცადა სომხეთის ტერიტორიაზე სუვერენული კორიდორის ხელში ჩაგდება ძალისმიერი გზით.
პარასკევს ორივე ქვეყნიდან რეგიონში ფრენები ან გადაამისამართეს ან გააუქმეს.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე სომხეთის მოქალაქე და ეთნიკურად სომეხი პირი იმყოფებოდა გადამისამართებულ რეისებზე, რომლებიც ბაქოში დაეშვა, ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქეები — რეისებზე, რომლებიც ერევანში დაჯდა. Armenpress-ის ცნობით, მთავრობა მუშაობს საკითხის მოგვარებაზე. აზერბაიჯანში აკრძალულია როგორც სომხეთის მოქალაქეების, ასევე სომხური გვარების მქონე პირების შესვლა.
საქართველო ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
სომხეთი "ცალმხრივ თავდასხმას" გმობს
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ამჟამად ჩეხეთში, GLOBSEC-ის ფორუმზე იმყოფება, პარასკევს დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ ეს ეჭვქვეშ აყენებს "რეგიონში არსებულ მყიფე სტაბილურობას."
მანამდე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ისრაელის "ცალმხრივი თავდასხმა" "ღრმად შემაშფოთებლად" შეაფასა. მათ აღნიშნეს, რომ თავდასხმის დრო — ბირთვული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე — საფრთხეს უქმნის როგორც მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსებს, ასევე მთლიანად რეგიონულ და გლობალურ სტაბილურობას.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა "მოწინააღმდეგეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მტრული ქმედებები და პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს."
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმაც მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
საგარეო საქმეთა მდივანმა არმენ გრიგორიანმა თავდასხმა ირანის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად შეაფასა, რაც, მისი თქმით, "აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას რეგიონზე."
გრიგორიანის თქმით, ეს საფრთხე არა მხოლოდ ირანისა და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ სომხეთისთვისაც პრობლემაა. მისივე განცხადებით, ერევანი მზადაა კრიზისის ნებისმიერი სცენარისთვის: "გვაქვს დაგეგმვა ყველა შესაძლო სცენარის მიხედვით და ვიმოქმედებთ შესაბამისად."
სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პარასკევს განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვარზე ვითარება სტაბილურია.
აზერბაიჯანის რეაქცია: "ღრმა შეშფოთება" და დიალოგისკენ მოწოდება
აზერბაიჯანის მხრიდან რეაქცია გაცილებით ნეიტრალური და თავშეკავებული იყო.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობა "ღრმად შემაშფოთებელია" და ორივე მხარეს მოუწოდა, რომ „მოაგვარონ უთანხმოება დიალოგისა და დიპლომატიური გზით, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად."
სამინისტრომ ასევე მოუწოდა ისრაელსა და ირანში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს, მათ შორის, თავი აარიდონ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს.
პარასკევს საღამოს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა მიუსამძიმრა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, მოჰამედ ჰოსეინ ბაღერის გარდაცვალება, რომელთანაც, მისი თქმით, პირადი ურთიერთობა ჰქონდა.
"გულდასაწყვეტია ჩემთვის მოჰამედ ჰოსეინ ბაღერის სიკვდილის შესახებ ცნობა. ის იყო პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის თბილად დარჩება," — დაწერა ჰასანოვმა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტო Azertac-მა უარყო გავრცელებული ცნობები, რომ ბაქომ თითქოს ისრაელს დახმარება გაუწია.
"ისრაელ-ირანის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, უცხოურ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანის სამხედრო თვითმფრინავმა ირანის საზღვარი გადაკვეთა," — განაცხადეს მათ.
სააგენტოს განცხადებით, ეს ინფორმაცია "მიზანმიმართული მანიპულაციაა, ყალბია და სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს."
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
კომენტარები