თავშესაფარი — ქალების ლიტერატურული პრემიის წლევანდელი გამარჯვებული
ფოტო: Sculptors.org
წელს, ქალების ლიტერატურული პრემია ნიდერლანდელ ავტორს, იაელ ვან დერ ვუდენს გადაეცა წიგნისთვის თავშესაფარი. წიგნი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ნიდერლანდებში ვითარდება.
პრემიის წლევანდელი გამარჯვებული, ჰოლანდიელი ავტორი
ფოტო: Standard.co.uk
ქალების ლიტერატურული პრემია (Women’s Prize for Fiction) არის დიდ ბრიტანეთში დაწესებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, რომელიც 1996 წელს შეიქმნა და ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის ავტორ ქალს, რომლის წიგნიც გამოქვეყნებულია დიდ ბრიტანეთში. პრემიის დაარსება უკავშირდება 1991 წლის ბუკერის პრემიას, რომლის მოკლე სიაშიც არც ერთი ქალი ავტორი არ მოხვდა, მიუხედავად იმ წლის განმავლობაში ქალების მიერ გამოცემული ძლიერი ნამუშევრებისა. სწორედ ამის საპასუხოდ, ქალების ხმის გასაძლიერებლად და ლიტერატურულ სივრცეში გენდერული დისბალანსის წინააღმდეგ შეიქმნა ეს ჯილდო. პრემია შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ავტორმა, თუ მისი წიგნი ინგლისურადაა დაწერილი. გამარჯვებული იღებს £30,000-ს და ბრინჯაოს ქანდაკებას სახელად ბესი.
ჟიურის წევრებმა წიგნი შეაფასეს, როგორც "შესანიშნავი დებიუტი... ისტორიის, მღელვარებისა და ავთენტურობის შესანიშნავი ნარევი".
სიუჟეტი მოგვითხრობს კარჩაკეტილ ქალზე, რომელსაც თავისი ძმა ჰკითხავს, შეუძლია თუ არა მის შეყვარებულს საზაფხულოდ მასთან დარჩეს. თავდაპირველი შეუგუებლობის შემდგომ, ორ ქალს შორის ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება.
ამის პარალელურად, ქალთა პრემია არამხატვრულ ლიტერატურაში მიიღო ექიმმა რეიჩელ კლერკმა წიგნისთის ერთი გულის ამბავი, სადაც იგი იკვლევს ორგანოს დონაციის სხვადასხვა მხარეს მყოფი ორი ოჯახის მდგომარეობას.
გამარჯვებულები ხუთშაბათს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე გამოვლინდნენ. პრემიის სახით თითოეული £30,000-ს მიიღებს.
მწერალმა კიტ დე ვაალმა, მხატვრული ლიტერატურის ნომინაციის ჟიურის თავმჯდომარემ, თავშესაფარი აღწერა როგორც მომავლის კლასიკა, რომელსაც მომდევნო თაობები შეიყვარებენ და დააფასებენ.
"ასეთი წიგნები ყოველ დღე არ იწერება" — თქვა მან — "თითოეული სიტყვა იდეალურადაა შერჩეული, ყოველი მომდევნო გვერდი ომისა და ჰოლოკოსტის იმ ასპექტებს ამჟღავნებს, რასაც აქამდე იშვიათად იკვლევდნენ მხატვრულ ტექსტებში. ეს ასევე არის სასიყვარულო ამბავი, საუცხოოდ გადმოცემული ინტიმური სცენებით, რომლებიც დახვეწილი და მიმზიდველი ეროტიკულობითაა აღწერილი".
ერთი გულის ამბავი, რომელმაც პრემია არამხატვრული ლიტერატურის დარგში აიღო, მოგვითხრობს ორი ოჯახის ამბავზე, რომლებიც ორგანოს დონაციაში არიან ჩართულნი.
9 წლის გოგონა, სახელად კირა, რომელიც ავტოავარიაში იღუპება და 9 წლის ბიჭი, მაქსი, რომელსაც ვირუსული ინფექციის გამო გულის უკმარისობა აწუხებს - სიუჟეტი ამ ორი ბავშვის ოჯახებზე მოგვითხრობს.
ეს წიგნი აღწერს იმ სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმსა და მზრუნველობას, რომლებიც კირას უკანასკნელ საათებში უვლიან და მისი ორგანოებით მაქსს ახალ სიცოცხლეს სთავაზობენ.
კავიტა პურის, არამხატვრული ლიტერატურის ნომინაციის ჟიურის თავმჯდომარის თქმით, ამ წიგნმა ღრმა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჟიურის წევრებზე.
"კლერკის ნაშრომი ავტორიტეტული, შესანიშნავი, ალტრუისტული ტექსტია. კვლევა ზუსტი, ხოლო თხრობა დახვეწილია" — თქვა მან - "ის ზედმიწევნით ფრთხილად კრავს ამ შესანიშნავ ამბავს, თავშეკავებულად გვიამბობს მასზე და თავისუფლად აქსოვს მასში ტრანსპლანტაციის ოპერაციის ისტორიას"
2024 წელს ITV-მ ექიმი კლარკის მეოთხე წიგნი სერიალად აქცია.
ქალთა პრემია მხატვრული ლიტერატურისთვის - ნომინანტთა სია
- კარგი გოგო - არია აბერი
- ცოცვა - მირანდა ჯულაი
- სპარსელები - სანამ მაჰლუჯი
- ყველაფერი მომიყევი - ელიზაბეტ სტრაუტი
- თავშესაფარი - იაელ ვან დერ ვუდენი
- საზრისი - ნუსაიბა იუნისი
ქალთა პრემია არამხატვრული ლიტერატურისთვის - ნომინანტთა სია
- გადახლართული - ნენე ჩერი
- ერთი გულის ამბავი: ორი ოჯახი, ერთი გული და სამედიცინო სასწაული - რეიჩელ კლარკი.
- კურდღლის აღზრდა - ქლოე დალტონი
- აგენტი ზო: მეორე მსოფლიო ომის წინააღმდეგობის უშიშარი მებრძოლის უცნობი ამბავი - კლერ მალლი
- რად შეიძლება იქცეს ველური ზღვა: მსოფლიო ოკეანის მომავალი - ჰელენ სკეილსი.
- პირადი რევოლუციები: ოთხი ქალი ჩინეთის ახალი საზოგადოებრივი წყობის პირისპირ - იუან იანგი.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა


კომენტარები