საქართველო უნდა იყოს ინოვაციების, ფინანსური და ლოგისტიკური ცენტრი — მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო
ლელო საქართველოსთვის აქტიური შეხვედრა დაიწყო თბილისის მოსახლეობასთან. ვაკე არის პირველი უბანი, სადაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეხვედრები განაახლა.
შეხვედრას ლელოს ლიდერები ესწრებოდნენ და ვაკის მოსახლეობას იმ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ, რომლებიც დედაქალაქშია.
ლელოს ლიდერები უშუალოდ პასუხობდნენ მოსახლეობის კითხვებს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარების გზებს განიხილავდნენ.
"ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას თუ შევხედავთ, უმძიმესი ვითარება გვაქვს. ამ სისტემას აუცილებლად გავარღვევთ და შეკეთებას კი არ დავიწყებთ, არამედ რადიკალურად გამოვცვლით. მე და ბადრიმ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის წინსვლისთვის, იქნება ეს ინვესტიციის მოზიდვა, თუ სამუშაო ადგილის შექმნა. არ დარჩენილა სფერო, სადაც მონაწილეობა არ გვქონია მიღებული. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, იქნება ანაკლია, რადგან მისი მშენებლობა თუ არ განახლდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მსოფლიო სატრანსპორტო რუქაზე და ვერ დავიწყებთ დიალოგს აფხაზებთან. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო დონეზე მივხედავთ", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ვაკეში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ხაზარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს ინოვაციების, ფინანსური და ლოგისტიკური ცენტრი და არა კაზინოების ქვეყანა.
"ჩვენი გუნდისგან უნდა ელოდეთ რადიკალურ ინოვაციურ ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. საქართველო უნდა გახდეს მიზიდულობის ცენტრი, პირველი ჩვენი ძალა არის ინტელექტი — იურისტები, ექიმები, ფინანსისტები, რომლებსაც თავი უნდა მოვუყაროთ. საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი აიტი სპეციალისტები, თუ მათ შევუქმნით შესაბამის პირობებს და ეცოდინებათ, რომ აიტი ტექნოლოგია, ინოვაცია და სტარტაპები დაიბეგრება 0%-ით, რადგან ხუთ წელში საქართველო ინოვაციების ქვეყნად მინდა გადაიქცეს. სწორედ ამიტომ ვირჩევთ პროფესიონალ ადამიანებს ჩვენს გუნდში", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, უნდა გაუქმდეს ფინანსური პოლიცია, რომელიც არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ ბიზნესმენები დასაჯონ და დაემუქრონ. სამართალდამცავი ორგანოების ნდობა აღარ აქვს ხალხს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ცალკე მდგომი საგამოძიებო ბიურო, რომელსაც ექნება მაღალი ხარისხის ნდობა.
"ცვლილებები იწყება მაშინ, როდესაც ადამიანები იბრუნებენ იმედს", — ამ სიტყვებით ვაკის მაცხოვრებლებს ბადრი ჯაფარიძემ მიმართა.
"აუცილებლად უნდა გვქონდეს იმედი, რომ ქვეყანა არ დარჩება ასეთ ჭაობში, სადაც ახლა ვიმყოფებით. ამ ჭაობიდან კი მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გამოვა. ყველას ერთი სურვილი გვაქვს, რომ აღდგეს სამართლიანობა. როდესაც ხედავ, რომ ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში თავიანთი თავისთვის და არა ქვეყნისთვის. ეს არის სასწრაფოდ შესაცვლელი. ხელისუფლება უნდა იხარჯებოდეს მოსახლეობისთვის, რათა ყველამ იგრძნოს სახელმწიფოს გვერდით დგომა. ლელო სწორედ ამ სტანდარტს დაამკვიდრებს ქვეყანაში, რომ ხელისუფლების მიზანი გამდიდრება კი არა, მოსახლეობისთვის დახარჯვაა", — ბადრი ჯაფარიძე.
ვაკეში გამართული შეხვედრის დროს ლელოს ლიდერმა საბა ბუაძემ ქვეყანაში კრიმინალის გამძაფრებაზე, ფინანსურ პრობლემებსა და მასობრივ ემიგრაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაკის მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება იმ ცვლილებებს, რაც ხდება ქვეყანაში.
"უამრავი ადამიანი მიდის ემიგრაციაში რადგან ხვალინდელ უკეთეს დღეს ვეღარ ხედავენ ამ ქვეყანაში. ლელო კი შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებს დავუბრუნოთ ხვალინდელი დღის იმედი. შეუძლებელია, არ გვინდოდეს ცვლილებები, რადგან ქვეყანაში გამძაფრებულია კრიმინალი, რომელსაც უამრავი ახალგაზრდა ეწირება. ფინანსური გასაჭირი არის მთავარი მტერი, რომელიც უნდა დავამარცხოთ. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ მოვდივართ, მაგრამ აუცილებლად გავწევთ ყველას გვერდზე, ვინც მოსახლეობასა და კეთილდღეობას შორის ჩადგება", — საბა ბუაძე.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები