ხელოვნური ინტელექტი და ავტომატური მომსახურება კორონავირუსის შემდეგ
თანამედროვე ტექნოლოგიური ინდუსტრია ხელოვნურ ინტელექტთან კავშირის გარეშე წარმოუდგენელია. მეტიც, ამ მიმართულების განვითარება სრულად ხელოვნურ ინტელექტს და ავტომატურ მომსახურებას ემყარება. იცვლება, როგორც მარტივი საწარმოო დავალებების შესრულების ფორმა, ისე რთული ამოცანების გადაწყვეტის გზები. ეს ყველაფერი კი, ხელოვნურ ინტელექტის გარეშე, ადამიანური ძალისთვის გადაუჭრელი პრობლემა იქნებოდა.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაგალითები
ხელოვნურ ინტელექტს მომსახურების და წარმოების ყველა სფეროში ითვისებენ, ისეთებში, როგორიცაა ტრანსპორტი, სწავლა, ქარხნები, ონლაინ ვაჭრობა, კომუნიკაცია, ჯანმრთელობა, დაზღვევა, ფინანსები და მრავალი სხვა. ეს შეუქცევადი პროცესი რამდენიმე მაგალითზე დაკვირვებითაც ნათელია:
ტრანსპორტირება — თვითმართვადი ავტომობილები, რომლებიც მძღოლის ძალისხმევის გარეშე გადაადგილდებიან ჩვენი დროის რეალობა არ არის, თუმცა ყველა ახალი თაობის მანქანა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, იქნება ეს ხმოვანი ასისტენტი თუ ნახევრად თვითმართვის ფუნქცია. გადაადგილების სფეროსთვის ხელოვნური ინტელექტი განუყოფელ ნაწილად იქცა.
ჯანმრთელობა — ხელოვნური ინტელექტი გადამწყვეტ როლს ასრულებს თანამედროვე მედიცინაში. ის ტექნოლოგიურად რთული, დახვეწილი გადაწყვეტებით, ახალ შესაძლებლობებს ხსნის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. სულ მცირე ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ იარსებებდა ავტომატური ქირურგი რობოტი, ვირტუალური ასისტენტი, რომელიც პაციენტზე იზრუნებდა, ან ტომოგრაფიული სურათის ავტომატური შემსწავლელი, რომელსაც დიაგნოზის დასმა შეუძლია.
წარმოება — ეს ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ხელოვნურ ინტელექტზე და ავტომატურ მომსახურებაზე. მაღალი ხარისხის რობოტებს ბევრად სწრაფად და დიდი დროის განმავლობაში შეუძლიათ მუშაობა, თანაც შეჩერების გარეშე. მთავარი კვების წყაროა და ისინი ბევრად პროდუქტიულები არიან ვიდრე ადამიანები.
ხელოვნური ინტელექტის ბევრად მასშტაბურ გამოყენებას შეიძლება ველოდოთ გადაზიდვების სფეროში, კლიმატის ცვლილების, ღრმა წყლების და გალაქტიკის შესწავლის კუთხით.
ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ ფაქტს, რომ ხელოვნური ინტელექტი მომავალ წლებში ბევრი ინდუსტრიის მთავარ ღერძად იქცევა. ამ დროისთვის კი, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა შემდეგია — აღნიშნულ ტექნოლოგიას რა სარგებლის მოტანა შეუძლია პანდემიის დროს? შეუძლია გაწეული ხარჯების შემცირება და მსოფლიო ეკონომიკის რყევებისგან სწრაფი გამოსავლის პოვნა?
ხელოვნური ინტელექტი და ავტომატური მომსახურება კორონავირუსის პერიოდში
პანდემიისას ჩინეთმა დაამტკიცა, რომ ხელოვნური ინტელექტი კრიზისის მართვის პერსპექტიული ალტერნატივაა. ტექნოლოგიების დახმარებით, ქვეყანამ ზღვა ინფორმაციიდან საერთო მახასიათებლების მიგნება, ჯანდაცვის სფეროს დახმარება და გავრცელების კონტროლი შეძლო. წარმატების ერთ-ერთი მაგალითი ხელოვნური ინტელექტის ჩართვაა რადიოლოგიაში, რამაც დიაგნოზის დასმის სისწრაფე გაზარდა და დიდი ოდენობით მოქალაქეების მცირე დროში კვლევა შესაძლებელი გახადა.
სხვა ქვეყნებმა ცოდნა გააერთიანეს, რათა ინტელექტის ახლანდელი შესაძლებლობები ვირუსის წინააღმდეგ მიემართათ. რამდენიმე იდეაზე მუშაობა უკვე დაიწყო და უფრო მეტის გაგება რამდენიმე მეთოდზეც შეგვიძლია, რომელთა მეშვეობითაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კრიზისის მართვას შევძლებთ:
დაავადებაზე დაკვირვება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით
გლობალიზაციამ ადამიანთა მიგრაციის მასშტაბები მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც ვირუსის სწრაფი ტემპით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება გამოიწვია. ეს გავრცელების დონის შესწავლას ართულებს. Bluedot კანადაში დაფუძნებული სტარტაპია, რომელმაც მონაცემების შეგროვების ელექტრონული მოდელი შემოგვთავაზა, ის ამოიცნობს და აგროვებს ინფორმაციას ვირუსის გავრცელების შესახებ.
ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვირტუალური ასისტენტი
ჩატბოტები სიახლე არ არის, თუმცა მათი ჯანდაცვის ინდუსტრიაში გამოყენება ინოვაციაა. გადატვირთული ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად, კანადურმა სტარტაპმა Stallion.ai მრავალენოვანი ვირტუალური ასისტენტი შექმნა, რომელსაც შეუძლია ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე გიპასუხოთ, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რეკომენდაციები ვირუსისგან თავის დასაცავად, ასევე, შეამოწმოს და აკონტროლოს სიმპტომები.
ხელოვნური ინტელექტი ტემპერატურის გასაზომად და სახის იდენტიფიცირებისთვის
ხელოვნური ინტელექტის ეს სარგებელი აქტიურად გამოიყენება აეროპორტებში და სასაზღვრო კონტროლის დაწესებულებებში. აღნიშნული ფუნქციონალი კამერის გამოყენებით მყისიერად ზომავს ტემპერატურად და ამოიცნობს ადამიანს, რომელიც პირბადეს არ იყენებს.
ავტომატური დეზინფექცია
რობოტების (ნივთების ინტერნეტი (IoT) და ხელოვნური ინტელექტი), დახმარებით ნივთების, ავეჯის და ბინის დეზინფექცია სრულად ავტომატურ რეჟიმშია შესაძლებელი, ადამიანის ჩარევის გარეშე.
ხელოვნური ინტელექტი ინფორმაციის ვალიდურობის დასადგენად
ახლო მომავალზე თუ დავფიქრდებით, სტაბილურობის მოლოდინს შეიძლება წყალი შეუდგეს, რაც მედიაში მითების და ყალბი ინფორმაციის გავრცელების შედეგია. ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიც გუგლი და ფეისბუკია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მითების და კონსპირაციების დიდი ტალღის სამართავად იყენებენ.
რას შეიძლება ველოდოთ პოსტ-ვირუსის ჟამს?
მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მრავალი სიცოცხლის გადარჩენისა და ვირუსის საზიანო გავლენის შემცირების მიზნით, რობოტები იხვეწება და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსაც სულ უფრო და უფრო ითვისებენ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მალე ადამიანების დამხმარე რობოტები აქამდე არნახულ დონეზე განვითარდეს.
ჩინეთში, ერთ-ერთი სასტუმრო კარანტინში მყოფებს საკვებს რობოტების დახმარებით აწვდის. ესპანეთში, რობოტების ფლოტილია ვირუსის ტესტირებაში დასახმარებლად მოამზადეს. გზავნილების მიტანის მიზნით დრონებს ქმნიან ისეთი კომპანიები, როგორიც UPS და ამაზონია, რათა ადამიანური სამუშაო ძალა შეამცირონ.
თუმცა ტექნოლოგიურ ცვლილებები და ადამიანური რესურსის ჩანაცვლება უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს: რა პროცესები შეიძლება გახდეს ავტომატური? რამდენად სანდო იქნება ავტომატური მომსახურება? რა საწყისი კაპიტალია საჭირო და რამდენია მოგება? რა ელით დასაქმებულებს, რომელთაც ავტომატური მანქანები ან პროგრამები ჩაანაცვლებენ?
ხელოვნური ინტელექტისადმი ინტერესი მხოლოდ ადამიანური რესურსების ჩანაცვლების გამო არ იზრდება — უმთავრესი მაინც ადამიანების ყოველდღიურ საქმეში დახმარებაა. საოფისე სამუშაოს უდიდესი ნაწილის წარმართვა უკვე სახლიდან არის შესაძლებელი. პროცესების ელვისებური "გაციფრულება" სახლიდან მუშაობის კულტურას ამკვიდრებს, რასაც ახალი საჭიროებები სდევს თან.
მარტივი მაგალითით: თუ ვიდეოს უკანა ფონის ხარისხი არ მოგწონთ, შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი "ყალბი" ფონი გამოიყენოთ. ვიდეო კონფერენციების პლატფორმაში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, რა შეიძლება და რა არ არის მართებული, რომ ვიდეოში გამოჩნდეს.
ბაზრის ზრდის პროგნოზები
მიუხედავად იმისა, გავითვალისწინებთ თუ არა პანდემიას და მის გავლენას კომპანიების სტრატეგიებზე, ნათელია, რომ მზარდმა, კომპლექსურმა ბიზნეს-მონაცემებმა და მოთხოვნებმა წამყვანი კომპანიები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აუცილებლობაში დაარწმუნა. ეს ყველაფერი კი ზრდის და ბაზარზე დარჩენის წინაპირობად იქცა.
საინვესტიციო სიახლეების უდიდესი პლატფორმის Learn Bonds-ის მიერ შეკრებილი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, ხელოვნური ინტელექტის ბაზარი, რომლის ღირებულება 2020 წლისთვის 22.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 2025 წლისთვის 126 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ამ მიმართულებით ლიდერი ინდუსტრია ჩრდილოეთ ამერიკას აქვს, მეორე ადგილზე აზია-ოკეანეთის რეგიონია.
კორონავირუსმა განაპირობა ხელოვნური ინტელექტის და ავტომატური მექანიზმების კიდევ უფრო სწრაფი განვითარება. ვითარდება როგორც საბაზისო ტექნოლოგიური ხედვები, ისე ახალი იდეების განხორციელების ტემპები.
გლობალიზაციის პროცესი ყველა ქვეყნისთვის საერთო სტანდარტს აწესებს, მსოფლიო ტენდენციების მიყოლა განვითარების ინდიკატორად იქცა, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის პოსტ პანდემიის პროცესში ჩართვაზე და განვითარების შესაძლებლობებზე ერეკლე მაღრაძემ მთავარ არხზე გადაცემა შენი დილის ეთერში ისაუბრა.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები