მასკის თქმით, Neuralink მუსიკას პირდაპირ ტვინს გადასცემს
ილონ მასკის კომპანია Neuralink 28 აგვისტოსთვის სიახლეების დაანონსებას გეგმავს. თუმცა მანამდე, გასულ კვირას, როდესაც კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა ოსტინ ჰოვარდა ტვიტერზე მასკს ჰკითხა, შეძლებდნენ თუ არა ერთ დღესაც ადამიანები ამ ინტერფეისით მუსიკის პირდაპირ, ყურსასმენების გარეშე მოსმენას, მასკმა ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმაზე, თუ რაზე მუშაობს კომპანია. სიახლეები ბოლოს 2019 წელს გახდა ცნობილი, როდესაც Neuralink-მა განაცხადა, რომ ისინი ქირურგიულ რობოტს გამოიყენებდნენ, რომელსაც კომპიუტერთან დაკავშირებული თხელი მავთულები ადამიანის ტვინში უნდა მოეთავსებინა.
ადრეულ ეტაპზე მსგავსი მოწყობილობის არსებობის მიზანს სხვადასხვა აშლილობის მქონე ადამიანებში დაზიანებული ნეირონული კავშირების აღდგენა წარმოადგენს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად შეესაბამება მასკის პასუხი სიმართლეს და რამდენად შეძლებს Neuralink-ის ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი მუსიკის პირდაპირ ტვინისთვის გადაცემას.
აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ტვიტერის სხვა მომხმარებელმა მასკს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა მოწყობილობა ოქსიტოცინის, სეროტონინისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნას საჭიროების შემთხვევაში, მან ამ კითხვაზე ასევე დადებითი პასუხი მიიღო.
დღეისთვის მსგავს დაპირებას ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური ყურსასმენების მწარმოებელიც იძლევა, თუმცა ისინი ამის მისაღწევად თავის ქალაში ვიბრაციების გაგზავნით ცდილობენ და არა ტვინში არსებული ნეირონების სტიმულირებით.
იმისთვის, რომ მოწყობილობა უფრო დახვეწილი გახდეს, საჭიროა უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა — უფრო მეტი ტვინი.
"თუკი ტელეფონებთან ან სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებული პრობლემები მოგიგვარებიათ, გთხოვთ Neuralink-ში მუშაობაზე იფიქროთ", — განაცხადა მასკმა ტვიტერზე.
კომენტარები