პუტინის გზა აგენტობიდან პრეზიდენტობამდე — ინფოგრაფიკა
ვლადიმერ პუტინის გარშემო არსებულ კითხვებზე პასუხს კაცობრიობა ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, რუსეთში რომ თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია არსებობდეს. საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც უახლოესი ისტორიით ინფორმირებულია, საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით ანთებული ჩრდილოელი ლიდერის შეფასება სირთულეს არ წარმოადგენს.
მის პიროვნებასა და ცხოვრებაზე მეტის გასაგებად ბევრს ამბობს ის ფაქტიც, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის კარიერა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (KGB) დაიწყო. ის წლების განმავლობაში აღმოსავლეთ გერმანიაში აგენტად მუშაობდა და ქალაქ დრეზდენში პირველ ცოლთან, ლუდმილა პუტინასთან ერთად ცხოვრობდა.
KGB-ს აგენტი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) პრეზიდენტი, რუსეთის პრემიერმინისტრი და ახლა უკვე პრეზიდენტი განულებული ვადით — გაეცანით ვლადიმერ პუტინის კარიერულ გზას.
ინფოგრაფიკა მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
კომენტარები