ანა ნაცვლიშვილი: სახელმწიფო გელათის ფრესკების დაზიანების გამო პასუხს აგებს
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
"სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას გელათის ფრესკების დაზიანების გამო - სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა გელათის გადასარჩენად!" — ლელო საქართველოსთვის ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფოს მოუწოდებს, დროულად მოაგვაროს კულტურის ძეგლის პრობლემა.
ლელო საქართველოსთვის შეშფოთებას გამოხატავს გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამაც, პარტიის განცხადებით, უნიკალური ფრესკები განადგურების პირას მიიყვანა. საქმე ეხება ტაძრის სახურავის აღდგენის სამუშაოებს, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის და ფრესკებს აზიანებს.
ლელოს ლიდერის თქმით, სახელმწიფომ მთელი პროცესი მიანდო შემსრულებელს, ისე რომ არ განახორციელა შესაბამისი მონიტორინგი და ზედამხედველობა, თუ როგორ და რა ხარისხით ხორციელდებოდა სამუშაოები და რა შედეგები დადგა.
"გუშინ ვიყავი მონასტერში და საკუთარი თვალით ვნახე ეს უმძიმესი რეალობა — ეს არის სახელმწიფოს, კონკრეტულად კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, კულტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან გამოჩენილი უპატიებელი გულგრილობის პირდაპირი შედეგი! დაზიანებები გამოვლინდა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში, ამის მიუხედავად, ივლისში შედგენილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ სამუშაოები წარმატებით განხორციელდა. უწყებებს დაუსრულებლად შეუძლიათ, ერთმანეთს აბრალონ დამდგარი მძიმე შედეგი, მტყუან-მართლის გარკვევაში კი იკარგება ჩვენი სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის უნიკალური საგანძური — გელათის ფრესკები", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მედიაში ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკვე დაწყებულია საკითხის შესწავლა.
"მოვითხოვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და სამინისტროს მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას მომხდარზე. სახელმწიფო ცდილობს, სრულად აირიდოს პასუხისმგებლობა და აქცენტი იმაზე გადაიტანოს, რომ კონტრაქტორი მიყენებულ ზიანს საკუთარი ხარჯებით აანაზღაურებს", — დაამატა ანა ნაცვლიშვილმა.
ლელო საქართველოსთვის მოითხოვს, გელათის გადასარჩენად საქმეში ჩაერთონ საუკეთესო ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები, ხოლო ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები