არ დაუშვათ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში ცვლილებების დაჩქარებულად განხილვა — კომპანიები
კავკასუს ონლაინი, მაგთიკომი და კიდევ ექვსი სატელეკომუნიკაციო კომპანია მთავრობას მიმართავს, არ დაუშვან ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა. ისინი წერილში აღნიშნავენ, რომ ახალი კანონპროექტი და დროებითი მმართველის დანიშვნა სამართლის პრინციპების უგულებელყოფაა.
წერილში საუბარია კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებულ შენიშვნებზე. მათი თქმით, კანონპროექტის ერთი შეხედვით ანალიზიდანაც კი აშკარაა, რომ შეუსაბამობაშია ნორმატიული აქტის პროექტისთვის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან:
"კანონპროექტის მიზნობრიობა არის დაუსაბუთებელი. განმარტებით ბარათში მოცემული კანონპროექტების მიღების მიზანი არ არის ლეგიტიმური და დასაბუთებული. ინიციატორი მიუთითებს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა ემსახურება კანონში არსებული ვაკუუმის შევსებას და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტური მექანიზმის დანერგვას.
მიზნობრიობის დასაბუთებისას არ არის შესწავლილი და გამოკვლეული კომისიის ხელთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში არსებული მექანიზმები, მათი ეფექტურობა, რატომ არ არის საკმარისი არსებული მექანიზმები და რატომ თვლის ინიციატორი საჭიროდ ახალი მარეგულირებელი ნორმის მიღებას. ასევე არ არის შესწავლილი და დასაბუთებული კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები".
მათივე განცხადებით, კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმები წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლების დაცულ სფეროში:
"საქართველოს კანონის პროექტი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ანიჭებს უფლებამოსილებას კომისიას დანიშნოს სპეციალური მმართველი და თავად, ერთპიროვნულად განუსაზღვროს ასეთ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილების ფარგლები;
ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის/აქციის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ.
ხოლო, საქართველოს კანონის პროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ადგენს, რომ კომისიის მიერ მიღებული აქტების სასამართლო წესით გასაჩივრების შემთხვევაში არ გავრცელდება ავტომატური სუსპენზიური ეფექტი და არ შეჩერდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/აქტების მოქმედება".
ტელესაკომუნიკაციო კომპანიები წერილში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ფორმატში მზად არიან უპასუხონ ნებისმიერ აქტუალურ კითხვას, მათ შორის, დაესწრებიან კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებს:
"ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ობიექტური, ღია და კონსტრუქციული სამუშაო საკანონმდებლო პროცესი არის იმის გარანტი, რომ დასაბუთებულად/გააზრებულად და კანონმდებლობის მოთხოვნების განუხრელი დაცვით გადაწყდეს კანონპროექტების მიღების, როგორც მიზანშეწონილობა, ასევე განისაზღვროს/ჩამოყალიბდეს მათი საბოლოო შინაარსი".
ხელმომწერი კომპანიებია:
- შპს კავკასუს ონლაინი;
- შპს მაგთიკომი;
- შპს დელტა კომმი;
- შპს ახალი ქსელები;
- შპს სი–ჯი–სი;
- შპს ახტელი;
- შპს სისტემ ნეტი;
- შპს ფოპტნეტი.
შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. კომისიისთვის აღნიშნული ბერკეტის მიცემას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.
მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.
კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს არ ეხებათ. ამის შესახებ On.ge-ს კომინიკაციების კომისიის პრესამსახურში განუცხადეს. მათივე მტკიცებით, ინფორმაცია თითქოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, ტყუილია.
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
კომენტარები