ილია მეორე

4 Jul. 2020, 23:57

გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი, იმ თანადგომისთვის, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიმედოვნებთ, დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-სა და, რა თქმა უნდა, საერთო ძალისხმევითაც, პრობლემები დაიძლევა და ღმერთი მოწყალებისა მოხედავს კაცობრიობას. შევთხოვთ უფალს, მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოაკლოს თქვენს ქვეყანასა და მსოფლიოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  3. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  4. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  5. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის შიდა სისტემა გატეხეს. საგულისხმოა, რომ ამისთვის მათ კომპანიის მთავარი…