რას გვეუბნება კირილ სერებრენიკოვის საქმე რუსეთში ხელოვანების ბედზე
ფოტო: Kirill KUDRYAVTSEV
26 ივნისს რუსეთში კინოსა და თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი სასამართლომ თაღლითობისა და თანხების მითვისების გამო დამნაშავედ ცნო, რაც ბევრმა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ხელოვანების შევიწროების კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნია.
მოსკოვში მეშჩანსკის სასამართლოში კირილ სერებრენიკოვს სამწლიანი პირობითი სასჯელი, დაახლოებით 11,000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და რუსეთში სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კულტურული ღონისძიების ხელმძღვანელობა აეკრძალა.
როგორც New York Times წერს, ეს მაინც იმაზე მსუბუქი სასჯელი აღმოჩნდა, ვიდრე სერებრენიკოვის მხარდამჭერები შიშობდნენ, რომ მას მიუსჯიდნენ: პროკურატურა ექვსწლიან პატიმრობას ითხოვდა.
თეატრის საქმით ცნობილი სასამართლო პროცესი სამი წლის წინ დაიწყო. გამოძიების ცენტრში პლატფორმის სახელით გახმაურებული თეატრალური პროექტი მოექცა, რომელიც 2011 წელს რუსეთის კულტურის სამინისტროს გრანტით დაფინანსდა, შემდეგ კი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკით გაითქვა სახელი.
კირილ სერებრენიკოვი სასამართლო სხდომაზე.
ფოტო: Pavel Golovkin/Associated Press
ამ საქმის გამო ათეულობით მსახიობი, რეჟისორი და სხვა ხელოვანები რუსეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აპროტესტებდნენ რუსული ხელისუფლების დამოკიდებულებას და მიიჩნევდნენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადაგმული ნაბიჯი იყო. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სერებრენიკოვის რეალური დანაშაული ვლადიმირ პუტინის ტრადიციონალისტურ პოლიტიკასთან დაპირისპირებაა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პატრიოტიზმს, რელიგიასა და ოჯახურ ღირებულებებს.
დრამატული თეატრის რეჟისორმა ლევ დოდინმა განაცხადა, რომ "ეს რუსეთში ყველა ხელოვანისთვის გამოტანილი განაჩენია".
26 ივნისს მოქალაქეები მოსკოვში სასამართლოს წინ ელოდებოდნენ განაჩენის გამოტანას.
ფოტო: Maxim Shemetov/Reuters
კირილ სერებრენიკოვის შემოქმედება მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ის დგამს კლასიკურ ოპერას, ბალეტს, თეატრალურ სპექტაკლებსა და იღებს ფილმებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი შინაპატიმრობაში იყო, მისი უნიკალური ხედვით მუდმივად დაინტერესებულნი იყვნენ ევროპის ცნობილი საოპერო სახლები და თეატრები.
სერებრენიკოვის რეჟისორობით დადგმული დეკამერონი ბერლინში, 2020 წლის.
ფოტო: Getty Images
თავისუფლების მთელი რიგი შეზღუდვების მიუხედავად ხელოვანი დისტანციურად სხვადასხვა წყაროების დახმარებით მაინც დგამდა წარმოდგენებს ევროპის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბერლინი და ჰამბურგი: რეჟისორის ადვოკატს მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი ინსტრუქციები მიჰქონდა მსახიობისთვის, რათა მათ სპექტაკლი დაედგათ.
შვეიცარიის ქალაქ ციურიხის ოპერაში რეპეტიციაზე შემოქმედებითი გუნდი iPad-ში უსმენს კირილ სერებრენიკოვის მითითებებს. სწორედ ასე დადგა სერებრენიკოვმა მოცარტის Così Fan Tutte ათასობით კილომეტრით შორს, მოსკოვში შინაპატიმრობაში მყოფმა.
ფოტო: A.J. Goldmann
საოპერო და თეატრალურ გამოცდილებასთან ერთად სერებრენიკოვს იცნობს ბევრი კინომოყვარულიც: 2016 წელს გადაიღო მან ფილმი მოსწავლე, რომელიც სავსეა რადიკალური რელიგიური განწყობების კრიტიკით. ასევე 2018 წელს მუსიკალური ფილმი ზაფხული გამოუშვა, რომელიც საბჭოთა კავშირში როკშემსრულებელ ვიქტორ ცოის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ორივე ფილმი კანის კინოფესტივალზე აჩვენეს.
The Guardian-ის ცნობით, ბოლო პერიოდში სერებრენიკოვი კიდევ ერთ დიდ სკანდალში 2017 წელს გაეხვა, როცა ნურიევის სახელობის დიდ თეატრში ბალეტის დადგმას აპირებდა, თუმცა ღიად ჰომოსექსუალური ელემენტების გამო პრემიერა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
კადრი ფილმიდან მოსწავლე.
ფოტო: Hype Film
სერებრენიკოვთან ერთად რამდენიმე დღის წინ გამართულ სასამართლო სხდომაზე დამნაშავედ ცნეს ალექსეი მალობროდსკი, იური იტინი და სოფია აპფელბაუმი, რომელთაც საერთო საქმეზე 129 მილიონი რუბლის (დაახლოებით 1,86 მილიონი დოლარი) ოდენობის სახელმწიფო თანხების მიტაცება ედებოდათ ბრალად.
თავად ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ.
"ერთხელაც, როცა სპეციალური სამსახურები არქივებს გახსნიან, ყველაფერი გაირკვევა და გავიგებთ, თუ ვინ გასცა ბრძანება, ვინ შეთხზა ეს საქმე, ვინ გააყალბა ის და ვინ გამოსცა ბრალდება", — განაცხადა სერებრენიკოვმა.
განაჩენის გამოტანის შემდეგ სასამართლოს დატოვებისას რეჟისორმა თავის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა:
"თქვენ ხვდებით, თუ რა ხდება რეალურად და ჩვენი უდანაშაულობისაც გჯერათ. ყველა აქ მყოფი პიროვნება მნიშვნელოვანი და ღირებულია".
კირილ სერებრენიკოვი განაჩენის მოლოდინში.
ფოტო: AP
სწორედ ამ გახმაურებული საქმის შესახებ ისაუბრეს მთავარი არხის გადაცემა შუადღეში წამყვანებმა ვრცლად და თანამედროვე რუსეთში არსებული პოლიტიკური მდგომარეობაც შეაფასეს:
რაც შეეხება კირილ სერებრენიკოვის სამომავლო გეგმებს, როგორც ვიცით, ის არ აპირებს თავისი დასახული გზიდან გადაუხვიოს და უახლოეს მომავალში ლეგენდარული რუსი რეჟისორის, ანდრეი ტარკოვსკის ცხოვრების შესახებ მინისერიალს გადაიღებს.
-
გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა მისი ევროპული გზის დაცვაში გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა მისი ევროპული გზის დაცვაში
გადახედვა
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
კომენტარები