მელაძე სუს-იდან გამოსვლის შემდეგ: კითხვა იყო ბევრი, პასუხი ერთი — ჟურნალისტებს კანონი გვიცავს
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, TV პირველის მთავარმა პროდიუსერმა და შაბათის საგამოძიებო გადაცემის ავტორმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ უწყებას ბევრი კითხვა ჰქონდა, მაგრამ პასუხი იყო ერთი: "ჟურნალისტებს წყაროს გაცემის ვალდებულება არ გვაქვს". მისი თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ სუსმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმესა და დაკავებულ ვასამბეგ ბეკოვზე ინფორმაციის დიდი ნაწილი მათგან მიიღო.
"მათ აინტერესებდათ, არის თუ არა ჩვენთან შენახული ისევ ვიზუალური დოკუმენტები, პირველადი ფორმით. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ დოკუმენტები, რომლებიც მოიპოვება ჩვენთან, როდესაც მზადდება რეპორტაჟი და გადის უკვე ეთერში, წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პირველადი ფორმით აღარ ინახება. სუს-ს აინტერესებდა, ხომ არ გვაქვს კიდევ რაიმე დამატებითი დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც ვგემგავთ და ვაპირებთ", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ შაბათს ეთერში გამოძიების მეორე ნაწილი გავა, თუმცა ამ ეტაპზე არ უპასუხია, თუ რა მასალა აქვთ და რის მოპოვებას გეგმავენ დამატებით.
მელაძის თქმით, სუსი დაინტერესდა იმითაც, ჟურნალისტური გამოძების ინიციატორები თავად იყვნენ, თუ ვინმემ "დაავალათ", რაზეც პასუხად განაცხადა:
"როდესაც სუსმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, ჩვენ გავიგეთ ის, რომ ვერაფერი ვერ გავიგეთ. ასევე, იყო პროკურატურის განცხადება, ვერაფერი გავიგეთ ჟურნალისტებმა. ვიცით, რომ მზადდება ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის, ყველაზე კრიტიკული გადაცემის წამყვანის და ავტორის ლიკვიდაცია და არ ვიცით არაფერი. რა თქმა უნდა, ამ დროს ჟურნალისტები ყოველთვის იწყებენ ჟურნალისტურ გამოძიებას და შეიძლება, გაარკვიონ იმაზე მეტი, ვიდრე ოფიციალური უწყებები ამბობენ".
მისი თქმით, თუ გამოძების მეორე ნაწილის ეთერში გასვლის შემდეგ სუს-ს ისევ ექნება კითხვები, წინასწარ არ იცის, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას მოითხოვს თუ არა. როგორც მელაძე ამბობს, მაინც ყველაფერზე ერთი პასუხი ექნება და აზრი არ აქვს ვის ეტყვის: "კანონი მიცავს და არაფრის ლაპარაკს არ ვაპირებ".
სუს-ში შესვლამდე მელაძემ აღნიშნა, რომ მათ აქვთ არამხოლოდ ის დოკუმენტები, რომელიც უკვე გაასაჯაროეს, არამედ სხვაც და ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილს მაყურებელი შაბათს იხილავს. მისი თქმით, ამ გადაცემის დროს გაეცემა პასუხი კითხვას, არის თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის ბრალდებით დაკავებული ვასამბეგ ბეკოვი.
"შესაძლოა თუ არა, რომ ვასამბეგ ბეკოვის ნაცვლად ციხეში იჯდეს სრულიად სხვა ადამიანი და კონსპირაციისთვის დაქირავებული პირის მიმართ სხვა სახის კონსპირაციები ყოფილიყო გამოყენებული, ამ კითხვებს ჩვენ ვეცდებით, შაბათს გავცეთ პასუხი", — განაცხადა მან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა მათ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათში, 19 ივნისს გავიდა. ნოდარ მელაძესთან ერთად მიმდინარე კვირაში სუს-ში სიუჟეტის ავტორი, მაკა ჩიხლაძეც დაიბარეს.
"ჩვენ გავედით კავშირზე ვასამბეგ ბოკოვის ძმასთან, რომელიც ინტერვიუში პირდაპირ ამბობდა, რომ ბევრჯერ უყურა მისი ძმის დაკავების ვიდეოკადრებს და ვერ ამოიცნო ის. ამბობდა, რომ ფიზიკური მონაცემებით არ ემთხვევა. არ ვიცი რა კითხვები ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს", — ამბობს მელაძე.
15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. გვარამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
"ჩვენი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა მარშრუტს პირველ საფეხურზე. მოძრაობის დადგენის შემდეგ, მეორე საფეხურზე იყო შემოსული ქილერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ... ის, რასაც ქილერები ახორციელებენ ზოგადად და ის, რაც იყო დაგეგმილი", — თქვა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში — რა მოხდა
2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.
პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.
გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. ოკუპანტ ქვეყანაში წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".
"ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს", — თქვა პუტინმა გაბუნიაზე.
ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
-
შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს
გადახედვა
-
რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან
გადახედვა
-
ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა
გადახედვა
-
2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია 2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია
გადახედვა
-
Global Tech Weekend Tbilisi 2026 — წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება Global Tech Weekend Tbilisi 2026 — წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება
-
ელენე ხოშტარია: მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად 26 მაისის აქციაზე ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა ელენე ხოშტარია: მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად 26 მაისის აქციაზე ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა
გადახედვა
-
ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს
გადახედვა
-
პრორუსულმა არასამთავრობოებმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნეს პრორუსულმა არასამთავრობოებმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნეს
გადახედვა
-
ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა
გადახედვა
-
მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ნახეთ, საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ნახეთ, საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო
-
რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება
გადახედვა
-
10 ვიდეოთამაში, რომლებიც რეალური ქალაქების მიხედვით შეიქმნა 10 ვიდეოთამაში, რომლებიც რეალური ქალაქების მიხედვით შეიქმნა
გადახედვა
-
საკანონმდებლო ცვლილებების გამო "კლუბი სინერგია" ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს საკანონმდებლო ცვლილებების გამო "კლუბი სინერგია" ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა
-
საქართველოში აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოში აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლები იმყოფებიან
გადახედვა
-
შალვა კერესელიძე: ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ შალვა კერესელიძე: ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ
გადახედვა
-
ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგოებისთვის 16-დან 9 წლამდე შემცირდა ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგოებისთვის 16-დან 9 წლამდე შემცირდა
გადახედვა
-
ბრიტანეთმა და რამდენიმე მოკავშირემ NATO-ში უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკეს ბრიტანეთმა და რამდენიმე მოკავშირემ NATO-ში უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკეს
გადახედვა
-
სერბეთში ვუჩიჩის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური ანტისამთავრობო აქციის შემდეგ, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა სერბეთში ვუჩიჩის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური ანტისამთავრობო აქციის შემდეგ, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
გადახედვა
კომენტარები