5 მიზეზი, რატომ უნდა დავარეგისტრიროთ ბავშვი წიგნების თაროს სკოლის ონლაინ კურსზე
20 ივლისს კომპანია წიგნების თაროს სკოლის საზაფხულო ონლაინ კურსი იწყება. 6 კვირის განმავლობაში, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ხარისხიანი არაფორმალური განათლება ყველაზე ინოვაციური, მარტივი და სახალისო გზით.
სამ თვეზე მეტია, რაც ჩვენთვის ნაცნობი სამყარო მთლიანად ამოყირავდა და ყველანი ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. იმისათვის, რომ სრულად არ გავჩერებულიყავით, ყველას ონლაინ მუშაობაზე თუ სწავლაზე გადაწყობა მოგვიწია. პატარებისთვის ახალ რეალობასთან შეგუება კი ყველაზე რთული აღმოჩნდა, ვინაიდან მათთვის ძნელია აღსაქმელად, რა ხდება მათ გარშემო.
როცა ვამბობთ, რომ ცხოვრება კოვიდპანდემიის შემდეგ ისეთი აღარ იქნება, როგორიც ადრე, ზუსტად რას ვგულისხმობთ და როგორ შეგვიძლია ჩვენს შვილებს ონლაინ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ?
წიგნების თარო — კომპანია, რომელიც მომავალს ქმნის
კომპანია "წიგნების თაროს” თავისი პასუხი აქვს ამ კითხვაზე. საგანგებო რეჟიმის პერიოდში საქართველოს ბანკისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით შექმნილ ონლაინ სკოლას იმდენად დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან, რომ ახლა იმ კომპანიის შემქმნელები, რომელიც მომავალს ქმნის, მომავლის სკოლის შექმნაზეც საუბრობენ.
"მომავალი ონლაინ სწავლებისაა. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო უბრალოდ ონლაინ, არ ნიშნავს იყო მომავლის სკოლა. ერთია, საკუთარი ნებით გადაწყვიტო, ისწავლო ონლაინ და მეორეა, როცა ძალიან პატარა ხარ და უცბად ხალხმრავალ სკოლას გაშორებენ და იძულებული ხდები, ზუმის დახმარებით დაესწრო გაკვეთილს. ზოგმა სკოლამ, სამწუხაროდ, ამის უზრუნველყოფაც ვერ შეძლო. ასეთ სიტუაციაში, რთულია არ იგრძნო პასუხისმგებლობა, გააკეთო რამე ამ პრობლემის გადასაჭრელად. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამხელა ადამიანური რესურსი გაქვს საქართველოს ყველაზე ჭკვიანი, წიგნიერი, მონდომებული ახალგაზრდების სახით. ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა სკოლა, რომელშიც ბავშვებს თვითონ მოუნდებოდათ გაკვეთილებზე დასწრება და თან ათობით ახალგაზრდა დაგვესაქმებინა. ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით", — ალექსანდრე ლორთქიფანიძე, "წიგნების თაროს” კრეატიული დირექტორი.
"როდესაც პანდემია დაიწყო და ყველანი სახლებში ჩავიკეტეთ, აღარ ვიცოდი, რა მექნა. მინდოდა, მეც რამენაირად სასარგებლო ვყოფილიყავი ამ სიტუაციაში და ზუსტად მაშინ შემხვდა თაროელების ჯგუფში პოსტი ონლაინ სკოლის შესახებ. პოსტში ეწერა, რომ სკოლისთვის ეძებდნენ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც აქამდეც ჰქონდათ სწავლების გამოცდილება და ახლა პროექტში ჩართვის სურვილი. მეც, რა თქმა უნდა, მაშინვე წამოვენთე. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ კარგმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, მითუმეტეს კრიზისის დროს და განათლების სამსახურში ყოფნა ზუსტად ამას გულისხმობს. მიხარია, რომ მომეცა ამის შესაძლებლობა" - ნატალი ჩიტაია, კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე და "წიგნების თაროს სკოლის" — მასწავლებელი, საგანი განმავითარებელი მათემატიკა.
წიგნების თაროს სკოლა — ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის.
საქართველოში მშობლები ხშირად დამატებით რეპეტიტორებს ეძებენ ხოლმე თავიანთი შვილებისთვის, რაც ასევე მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. "წიგნების თარომ" ონლაინ სკოლის შექმნით, ფაქტობრივად, თავი მოუყარა საუკეთესო ახალგაზრდა რეპეტიტორებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ადამიანები არიან წარმატებული სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებსაც სულ ახალი მიღებული აქვთ ის ცოდნა, რომელიც ახლა შეუძლიათ, სხვას გადასცენ. მათ ყველაზე კარგად იციან დღევანდელი სასკოლო განათლების საჭიროებები და, რაც ყველაზე მთავარია, მათი ასაკიდან გამომდინარე ისინი უფრო უშუალოები არიან ბავშვებთან და ბავშვებიც მეტად იხსნებიან მათთან.
"პირველ გაკვეთილზე ძალიან შებოჭილი იყო. როცა გაიგო, რომ მასწავლებლებიც მოსწავლეები ან სტუდენტები იყვნენ ძალიან გაუკვირდა და მაშინვე მოეხსნა ეს დაძაბულობა. რაღაც მხრივ, მისთვის მასწავლებლები როლური მოდელები გახდნენ, ამბობდა, მეც უნდა წავიკითხო ბევრი წიგნი, გადაცემა "წიგნების თაროში” გავიდე და შემდეგ ბავშვებს ვასწავლოო. ვინაიდან სოციალური იყო პირველად ეს კურსი და, შესაბამისად, უფასო, მეგონა ერთჯერადი იქნებოდა, მაგრამ იმდენად ბედნიერი იყო სანდრო იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომ ვფიქრობდი, თუნდაც ფასი დაადონ და კიდევ იყოს-მეთქი. მე, სანდროს გარდა, კიდევ ორი პატარა მყავს, ამიტომ ჩემთვისაც ძალიან დიდი ხელშეწყობაა, როცა შემიძლია ბავშვი ეკრანთან მარტო დავტოვო და მშვიდად ვიყო."- ნატა კაციტაძე, მშობელი.
"მე თვითონ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვასწავლი კერძო სკოლაში, ამიტომ კარგად ვიცნობ ამ სფეროს და ზუსტად ვიცი რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, იყო კარგი მასწავლებელი. საოცრად დიდი შრომა გასწიეს "წიგნების თაროს” მასწავლებლებმა, თითოეული გაკვეთილისთვის პრეზენტაცია ჰქონდათ გამზადებული და ბავშვების არცერთ კითხვას პასუხგაუცემელს არ ტოვებდნენ. თითქოს მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, იმდენად თავდაჯერებულები იყვნენ. ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ სკოლას, ბავშვს საერთოდ არ ჰქონია წნეხი, პირიქით, ყოველი გაკვეთილი იყო განტვირთვის 30 წუთი. ახლა განცდა მაქვს, რომ ბავშვი ფსიქოლოგთან ვატარე", — რუსუდან ჩხეტიანი, მშობელი.
როცა თვითონ მასწავლებლებსაც ვკითხეთ, მათი აზრით როგორ მიიღეს ეს შედეგი, ასეთი პასუხი გაგვცეს:
"როცა სკოლაში გაკვეთილებს ვესწრები, სულ ვფიქრობ ხოლმე, მე თვითონ როგორ ავხსნიდი ამ მასალას - როგორ პრეზენტაციას გავაკეთებდი, რა რესურსებს გამოვიყენებდი, რომელ ვიდეოებს ვაჩვენებდი ბავშვებს... თან წიგნების თაროს სკოლის შემთხვევაში ჩვენ, მასწავლებლები და წიგნების თაროს ადმინისტრაცია, ჯგუფურად ვემზადებოდით გაკვეთილებისთვის, ერთად ვადგენდით პროგრამას, სრულად მივსდევდით საერთაშორისო სტანდარტებს და ვითვალისწინებდით ფსიქოლოგების რჩევებს". - მურმან ექიზაშვილი, დაბა კაზრეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, FLEX-ის გამარჯვებული და წიგნების თაროს სკოლის მასწავლებელი, საგანი ინგლისური ენა.
ჩვენ ბავშვების ინდივიდუალიზმზე გავაკეთეთ აქცენტი. ისინი გრძნობდნენ, რომ ჩვენ შორის იერარქია არ არსებობდა და რომ მეგობრები ვიყავით. გაკვეთილების მიღმაც გვქონდა ურთიერთობა სოციალური ქსელებში და ახლაც ასე ვაგრძელებთ. ჩვენ, მასწავლებლების გუნდი და ჩვენი მოსწავლეები, წიგნების თაროს დიდი ოჯახის პატარა ქვეოჯახად ჩამოვყალიბდით". - ნინო კეკენაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი და "წიგნების თაროს სკოლის" მასწავლებელი, საგანი ადამიანი და ჯანმრთელობა.
წიგნების თაროს სკოლის მასწავლებლები ბავშვებს ისეთ საგნებში ამეცადინებდნენ, როგორებიცაა: ქართული, ინგლისური და გერმანული ენები, განმავითარებელი მათემატიკა, ხელოვნება, საქართველოს ისტორია, ხატვა, მუსიკა, ბუნება, მე და საზოგადოება, მითოლოგია, ადამიანი და ჯანმრთელობა და მსოფლიო ლიტერატურა.
"ყველა საგანი თავისებურად საინტერესო და კარგი გამოვიდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაგალითად ქართული ენის გაკვეთილებს ფინეთიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან ესწრებოდნენ ბავშვები და ამ ფორმით იხსენებდნენ და სწავლობდნენ მშობლიურ ენას. განსაკუთრებული იყო ასევე "ადამიანი და ჯანმრთელობა”, ვინაიდან ეს საგანი სკოლებში არ ისწავლება, არადა ამ პერიოდში ძალიან აქტუალური და საჭიროა და ბავშვებსაც განსაკუთრებით დააინტერესათ. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე წარმატებული მწერლები და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები უკითხავდნენ ბავშვებს. სიმართლე გითხრათ, ეს საგანი მშობლებს განსაკუთრებულად მოსწონდათ და თავადაც ესწრებოდნენ ხოლმე", — ნინო კელაურიძე, წიგნების თაროს ხელმძღვანელი.
რეგისტრაცია პირველი ივლისიდან დაიწყება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება კომპანია წიგნების თაროს ნებისმიერ პლატფორმაზე.
დაბოლოს, 5 მიზეზი, რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი "წიგნების თაროს სკოლის” საზაფხულო ონლაინ კურსზე:
- თუ თქვენი შვილი დაწყებითი კლასების მოსწავლეა და ცდილობთ, რომ პანდემიის გამო მიიღებული სტრესისგან დაიცვათ;
- თუ გინდათ, რომ ამავე მიზეზის გამო დაკარგული ცოდნა აანაზღაურებინოთ;
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წიგნები და სწავლა მისთვის არა დაძალებასთან, არამედ სასიამოვნო პროცესთან ასოცირდებოდეს; - თუ ისედაც ეძებდით თანამედროვე და ჭკვიან მასწავლებელს დამატებით კლასგარეშე გაკვეთილებში ბავშვის მოსამზადებლად;
- თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ხარისხიანი განათლება ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიიღოს.
მაშინ 1 ივლისიდან თქვენ შეგიძლიათ, დაარეგისტრიროთ თქვენი შვილი წიგნების თაროს სკოლაში და ამგვარად აჩუქოთ მას ყველაზე ნაყოფიერი და სახალისო რამდენიმე კვირა და გახადოთ ის წიგნების თაროს დიდი ოჯახის პატარა წევრი.
კომპანია "წიგნების თარო” ქართული ბრენდია, რომელიც საბავშვო და ახალგაზრდულ, შემეცნებით-გასართობ პროექტებს ახორციელებს. ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუ, რომელიც 2016 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადაიცემა, კომპანიის საავტორო პროექტია. 2020 წელს კომპანია წიგნების თარო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წლის მთავარი პრიზით, წიგნის ქომაგი 2020-ით დააჯილდოვა.
-
კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
გადახედვა
-
კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ
გადახედვა
-
ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ
-
ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება
გადახედვა
-
ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ
გადახედვა
-
მართლა გვჭირდება თუ არა დღეში 2 ლიტრი წყალი? მართლა გვჭირდება თუ არა დღეში 2 ლიტრი წყალი?
-
შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს
გადახედვა
-
შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება
გადახედვა
-
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს
გადახედვა
-
კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს
გადახედვა
-
დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ და მათ ვიდეოებს ავრცელებდნენ — 10 არასრულწლოვანია დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ და მათ ვიდეოებს ავრცელებდნენ — 10 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
მადონა: ჩემი მხარდაჭერა ირანელ ხალხს მადონა: ჩემი მხარდაჭერა ირანელ ხალხს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
-
ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
-
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ
გადახედვა
-
გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
-
ქართული ენის გუშაგი — მზექალა შანიძე 100 წლისაა ქართული ენის გუშაგი — მზექალა შანიძე 100 წლისაა
-
ბრალის დამძიმების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედა პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას აანონსებს ბრალის დამძიმების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედა პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას აანონსებს
გადახედვა
კომენტარები