გლობალურ დათბობასთან ბრძოლა შესაძლებელია: გაკვეთილი COVID-19-ის პანდემიიდან
ახალი კორონავირუსი ადამიანებში პირველად 2019 წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. 2020 წლის 22 აპრილისთვის, ახალი ვირუსით 2,6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.
პანდემიამ გლობალურ ეკონომიკას უზარმაზარი ზიანი მიაყენა, ამასთანავე კორონავირუსმა უკვე 350 000 ადამიანი იმსხვერპლა. აქედან აშშ-ში 100 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ახალი მიახლოებებით აგვისტოსთვის აშშ-ში 242 890 ინდივიდი მოკვდება.
სიკვდილიანობის შემცირება სწორი საჯარო პოლიტიკით შესაძლებელია. მსოფლიოს გარშემო მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ და ბევრი ქვეყანა კორონავირუსს მეტნაკლებად წარმატებით უმკლავდება.
სახელმწიფოებმა პანდემიასთან საბრძოლველად მასობრივი ხარჯები გაიღეს. 22 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან 10 კვირაში, კორონავირუსთან გასამკლავებლად მთავრობებმა 8,4 ტრილიონი დოლარი გაიღეს, ამ თანხის 94% ფისკალურ ზომებს მოხმარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა პანდემიას ეფექტიანად ვერ უმკლავდება, პანდემიამ აჩვენა, რომ გლობალური კრიზისას რესურსების სწრაფი მობილიზაცია შესაძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი გლობალური პანდემია უზარმაზარი გამოწვევაა, მსოფლიო უფრო მასშტაბური პრობლემის წინაშე დგას, რომლის შეჩერებაც საერთაშორისო კოოპერაციაზე კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული.
Global Commission on Adaptation-ის მიხედვით, 2020-2030 წლებში კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 1,8 ტრილიონი დოლარის ინვესტიციით, გლობალური დათბობის მიერ ეკონომიკისთვის მიყენებული პოტენციური ზიანის 7,1 ტრილიონი დოლარით შემცირება შეიძლება.
კომისიის მიხედვით ეს ინვესტიცია ყველაზე მეტად დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარებათ. უფრო კონკრეტულად კი ასეთი ქვეყნების ახალ რეალობასთან ადაპტაციას შეუწყობს ხელს.
გლობალური დათბობა კაცობრიობისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიომ პანდემიის დაწყებიდან 10 კვირაში 8,1 ტრილიონი დოლარის მობილიზება შეძლო, სავსებით რეალისტურია რომ საერთაშორისო თანამშრომლობით, მომდევნო ათწლეულში კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 1,8 ტრილიონი დოლარი გამოიყონს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ინვესტიციის შემთხვევაში, გლობალური ტემპერატურის 1·5°C-იანი ზრდის ნიშნულზე შეჩერება შეიძლება.
ისეთი მასშტაბის პრობლემა როგორიც კლიმატის ცვლილებაა, მსოფლიოსთვის ყურადსაღები უნდა იყოს.
კომენტარები