მიუხედავად ტექსტის გაუმჯობესებისა, საჭიროა პრაქტიკაზე დაკვირვება — ომბუდსმენი შეზღუდვების კანონპროექტზე
ფოტო: სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის განცხადებით, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მეორე მოსმენის წინ გათვალისწინებულია, შემდეგი საკითხები:
- მთავრობაზე/სამინისტროზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებისას ცხადად მიეთითა უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმები (ე.წ. სამსაფეხურიანი ტესტი);
- "შესაძლო ინფიცირებული პირის" იზოლაციისათვის დაქვემდებარების ნაცვლად განისაზღვრა, რომ პირი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან, დაექვემდებარება საკარანტინო ღონისძიებებს;
- ცალკეული სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრა იზოლაციის/კარანტინის გამო თავისუფლებაშეზღუდული პირებისათვის;
ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დისტანციურად გაიმართება არა უპირობოდ ყველა სასამართლო სხდომა, არამედ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კანონპროექტში არ აისახა შემდეგი მოსაზრებები:
- სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე;
- ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება კანონქვემდებარე აქტის მიღებისას და იზოლაციის/კარანტინის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესის განსაზღვრა.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ შეუძლებელი გახადა ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება და მიუხედავად კანონპროექტის ტექსტის გაუმჯობესებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. ინიციატივას პროტესტი მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში. ისინი კანონპროექტში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კანონი იყოს დროებითი. ინიციატივას ამ დათქმით მეორე და მესამე მოსმენით პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან.
გაიგეთ მეტი:
- მიმოსვლის, თავშეყრის, საკუთრების შეზღუდვა — რა შეეძლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე
- ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, პარლამენტის ასე შესუსტება ქმნის თვითნებობის რისკს — ბესელია ხუნდაძის კანონპროექტზე
- საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები რისკებს ცუდი ხელისუფლების შემთხვევში შეიცავს — კილაძე
- იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს — ჩუგოშვილი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე
- კობახიძე: გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან და ამ გოიმობის გამო მიიღებენ პასუხს
- გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში — კობახიძე
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები