Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინამ ადამიანებში ანტისხეულები წარმოქმნა
ახლახან ცნობილი გახდა, რომ Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინამ ჯანმრთელ მოხალისეებში ანტისხეულები წარმატებით წარმოქმნა.
კომპანიამ იმუნური სისტემის პასუხი პატარა კვლევაში აღწერა, რომელიც ძირითადად ვაქცინის უსფრთხოებაზეა ორიენტირებული.
შედეგებში საუბარი იმაზე, დაიცავს თუ არა ანტისხეულები ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებისგან, ჯერჯერობით არ არის.
ეფექტიანი კორონავირუსის ვაქცინის შექმნა მსოფლიოსთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა. აშშ-ს იმედი აქვს რომ ვაქცინა მზად 2020 წლის ბოლოსთვის იქნება. თუმცა, როგორც წესი, მის შექმნას წლები სჭირდება.
კვლევა აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარდა. კომპანიას კი იმედი აქვს, რომ ვაქცინის გადაუდებელი შემთხვევებისთვის გამოყენება მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება შესაძლებელი.
Moderna პირველი კომპანიაა, რომელმაც კლინიკური ცდები დაიწყო და ასევე პირველია, რომელმაც შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში 45 ჯანმრთელი, 18-დან 55 წლამდე ადამიანი მონაწილეობდა. ვაქცინის 25, 100 და 250 მიკროგრამი დოზა მოხალისეებზე შემთხვევითობის პრინციპით გადაანაწილეს. ანტისხეულები ყველა მონაწილემ გამოიმუშავა.
მეცნიერები გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე არიან ორიენტირებული, რადგან მათ ვირუსის შეჩერება შეუძლიათ.
15-მა მოხალისემ, რომლებმაც ყველაზე მცირე დოზა მიიღეს, ანტისხეულების იმავე რაოდენობა გამოიმუშავეს, რამდენიც COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებში გვხვდება.
კომპანიამ ვაქცინა ასევე თაგვებზეც გამოსცადა — დოზირების შემდეგ მათში კორონავირუსი შეიყვანეს და Moderna-ს თქმით, "ვაქცინამ თაგვების ფილტვებში ვირუსს გავრცელების საშუალება არ მისცა".
კომენტარები