დიმიტრი ცქიტიშვილი

17 May. 2020, 22:09

მე კარგად მახსოვს 80-იანი წლები, ძალიან კარგად მახსოვს 90-იანი წლები, მახსოვს შემდგომი პერიოდიც და მე ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი წარმატებები გაქვთ [ლგბტქ აქტივისტებს] მიღწეული, ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ქვეყანაში. თაობაში, რომელიც მოდის და წამოიზარდა, ძალიან ბევრია სწორი დამოკიდებულება თანასწორი საზოგადოების განვითარების და ეს არის უდავოდ გამარჯვება იმ კონკრეტული ადამიანების, თუნდაც იმ დაღუპული ადამიანების, რომლებიც უთანასწორო ცხოვრებას შეეწირნენ და გახდნენ მსხვერპლი. მაგრამ ქვეყანაში არის ცვლილებები და ჰომოფობია ნამდვილად დაძლევადია.

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ოდესღაც მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, 90-იან წლებში, როცა იმ დინამიკაში ვცხოვრობდი და მე თუ დავძლიე, ალბათ დაძლევს ყველა, რადგან ეს არ არის განუკურნებელი. ეს არის განკურნებადი და ჰომოფობია დაიძლევა. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ზუსტად ჰომოფობია იქნება მარგინალური და დავინახავთ, რომ შესაძლებელია თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრება.

ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა და პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ეს განცხადება თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ აქციაზე გააკეთა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, დღეს, 1 ოქტომბრის დღის…