დიმიტრი ცქიტიშვილი

1 Oct. 2024, 23:58

"შუქრუთელების ჯანმრთელობა საფრთხეშია, მთავრობა უსირცხვილოდ სდუმს!

თითქმის ერთი თვეა, სოფელ შუქურთის დაზარალებული მოსახლეობა მთავრობის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა შუქურთელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილს მიმართეს.
მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.

სოფლის მოსახლეობის ნაწილი სახელმწიფოს მართვაში მყოფი ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის გამო უსახლკაროდ დარჩა, მიზეზი - მათი საცხოვრებელი გარემოს მკვეთრი გაუარესებაა. რამდენიმე თვეა ისინი კომპანიასთან 3 წლის წინ გაფორმებული მემორანდუმის პირობების შესრულებას და კომპენსაციების მიღებას უშედეგოდ ითხოვენ. მაგრამ ჯორჯიან მანგანეზმა მათთან მოლაპარაკებას საკითხით მანიპულირება არჩია.

კომპანიისგან იგნორირებული მოსახლეობის მიმართვას არაფრად აგდებს მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობა. შუქურთელები 31-დღეა შიმშილობენ, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანაც კი აუცილებელი გახდა, დანარჩენები კი, მათ შორის ქალები, ღამეს პარლამენტთან, სიცივეში ათენებენ.

საქართველოს მთავრობა უსირცხვილოდ დუმს და ერთადერთი რასაც აკეთებს, ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ერთი მხრივ, სოფელ შუქრუთში სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა, სადაც საცხოვრებელი სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილი კი - ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია საცხოვრებლად. მეორე მხრივ კი — სულ უფრო მძიმდება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯორჯიან მანგანეზის არგუმენტი, თითქოს პროტესტის მონაწილეებს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ, არ ასახავს სრულ სურათს და ესაა საკითხით მანიპულირება.

როგორც არ უნდა ეცადოს საქართველოს მთავრობა და წარმოაჩინოს ეს პროტესტი, მხოლოდ მოსახლეობასა და კომპანიას შორის დავად, მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება.

მოვუწოდებთ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეწყვიტოს უმოქმედობა და დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესი, მათი ჯანმრთელობა, ვიდრე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს სასწრაფოდ ჩაერთონ პროცესში და უზრუნველყონ საკითხის სამართლიანი და გამჭვირვალე დარეგულირება.

სახელმწიფო პასუხისმგებელია შუქრუთელების უსაფრთხოებაზე, მათი გამოხატვის თავისუფლებასა და მოშიმშილეთა ჯანმრთელობის დაცვაზე."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
  2. რატომ "ვერ ხედავს" ტრამპი საქართველოს კავკასიაში? — ინტერვიუ ბიძინა ლებანიძესთან
  3. თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
  4. ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
  5. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"რატომ უნდა ვასწავლებინოთ ჭკუა სხვებს და რატომ არ უნდა მივუთითოთ სხვებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც მათ ქვეყნებში არის?!" — შალვა პაპუაშვილი შვედეთზე

"ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი და არც არავინ —…