ლავის მილები — შესაძლო ადგილი მარსზე კოლონიის დასაარსებლად
მარსის მომავალი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა მუდმივი მომაკვდინებელი კოსმოსური რადიაცია იქნება. თუმცა, ვაშინგტონის მეცნიერების აკადემიის მკვლევრებმა გეგმა შეიმუშავეს, რომელიც წითელ პლანეტაზე მოსახლეობას უსაფრთხოდ დარჩენაში დაეხმარება.
კოსმოსური რადიაციისგან თავდასაცავად გუნდი დასახლებების განთავსებას მიწისქვეშა გამოქვაბულებში, იგივე ლავის მილებში გვთავაზობს და მათი თქმით, ამისთვის იდეალური ადგილი იპოვეს — უდიდესი კრატერი (Hellas Planitia), რომელიც ეკვატორთან ახლოს მდებარეობს, სადაც რადიაციის დონე სხვა ადგილებთან შედარებით დაბალია.
NASA-ს ხომალდ Mars Reconnaissance Orbiter-ის მიერ გადაღებული სურათების გაანალიზებაზე დაყრდნობით, გუნდმა სამი სტრუქტურის ამოცნობა შეძლო, რომლებიც დიდი ალბათობით, ლავის მილებს წარმოადგენენ.
შემდეგ კი გუნდმა მათი თეორია აშშ-ის სამ შტატში მდებარე ლავის მილებში გამოსცადა. კვლევის მიხედვით, მილებმა დედამიწაზე მოღწეული რადიაციის 82% დაბლოკეს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ექსპერტებმა ლავის მილების გამოყენება გადაწყვიტეს — იაპონიის კოსმოსურ სააგენტოს 2017 წელს მსგავსი იდეა მთვარის დასახლებისთვის ჰქონდა. მათი იდეიის პოპულარობის მიუხედავად, იგი პოტენციურ მოსახლეობას კვლავ რისკის ქვეშ აყენებდა.
თუმცა, Hellis Planitia-ის დაბალი რადიაციის დონისა და მიწისქვეშა მილების გათვალისწინებითაც კი, მარსის მოსახლეობა რადიაციისგან ბოლომდე დაზღვეული, შესაძლოა, მაინც ვერ იყოს.
კვლევა ჟურნალ Washington Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები