მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი — აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ერთობლივი განცხადება
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
აღნიშნულ განცხადებაში ქვეყნები გმობენ ისტორიული ფაქტების გაყალბების მცდელობასა და საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ რეჟიმს.
"2020 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა ჯარისკასცა და მსხვერპლს, რომლებიც ნაცისტური გერმანიის დამარცხებისთვისა და ჰოლოკოსტის დასრულებისთვის იბრძოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლის მაისში ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ამას ევროპის ყველა რეგიონში თავისუფლება არ მოუტანია. კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი 50 წლის განმავლობაში კომუნისტური რეჟიმის მმართველობის ქვეშ იყო. ბალტიისპირეთის უკანონო ოკუპაცია და ანექსირება მოხდა, საბჭოთა კავშირმა დაპყრობილი ერები რკინის ხელით დაიმორჩილა, იყენებდა სამხედრო ძალას, რეპრესიებსა და იდეოლოგიურ კონტროლს.
როდესაც მილიონობით ადამიანს ართმევდნენ მათს უფლებებსა და ფუნდამენტური თავისუფლებებს, აწამებდნე და იძულებით ასახლებდნენ, ათეულობით წლის განმავლობაში კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილიდან მრავალი ევროპელი თავისუფლებისკენ სწრაფვისას სიცოცხლეს სწირავდა. რკინის ფარდის იქით მყოფი საზოგადოება სასოწარკვეთილად ეძებდა დემოკრატიასა და თავისუფლებას.
1956 წლის მოვლენები, ქარტია 77-ის შექმნა და მისი აქტივობები, სოლიდარობის მოძრაობა, ბალტიის გზა, 1989 წლის ანტიკომუნისტური რევოლუციები და ბერლინის კედლის დანგრევა მნიშვნელოვანი მოვლენები იყო, რომლებმაც მნიშვნელოვანი დიდი წვლილი შეიტანეს თავისუფლების აღდგენასა და ევროპის დემოკრატიაში.
დღეს ჩვენ ყველა უფრო ძლიერი და თავისუფალი ევროპის შექმნაზე ვმუშაობთ, სადაც უპირველესია ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მომავალი ისტორიის ფაქტებსა და ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლებისთვის სამართლიანობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ისტორიული მოვლენებით მანიპულირება, რამაც მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია და შემდგომ პერიოდში ევროპის დაყოფა, ისტორიის გაყალბების სამწუხარო მცდელობაა.
ჩვენ გვსურს საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრს შევახსენოთ, რომ მყარი საერთაშორისო უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა მოითხოვს საერთაშორისო ნორმებისა და კანონების გულწრფელ და მუდმივ დაცვას, მათ შორის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. მეორე მსოფლიო ომის სასტიკი გაკვეთილების გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ გავლენის სფეროების კონცეფციის მტკიცედ უარის თქმაში და ყველა სუვერენული ერის თანასწორობის მოთხოვნაში".
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები