რამდენად მნიშვნელოვანია კაშხლოვანი ჰესები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის
როგორია საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის წყაროების განვითარების პოტენციალი და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაშხლოვანი ჰესების მშენებლობის გააქტიურება – ამ თემებზე ნენსკრა ჰიდდრო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ნუგზარ ბერიძეს ესაუბრა.
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის რამდენი პროცენტი ეკავა იმპორტს და რომელი ქვეყნებიდან?
პირველ კვარტალში იმპორტის წილი 12-15%-მდე იყო. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთი და აზერბაიჯანი. რუსეთის წილი, ძირითადად, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე მოდის, ხოლო დანარჩენ საქართველოში იმპორტის კუთხით აზერბაიჯანი ლიდერობს.
რატომ გაიზარდა იმპორტი, თუ უკვე თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და მოხმარება მკვეთრად შემცირდა?
მოხმარება მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ძირითადი აქცენტი საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე იყო, ხოლო საწარმოო სიმძლავრეების ხარჯზე მოხმარება რამდენიმე პროცენტით შემცირდა. უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი კვარტალი დეფიციტურია და ის, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება. ჰიდრორესურსები ამ პერიოდში შემცირებულია, წყალსაცავების მოცულობა ვეღარ უზრუნველყოფს მარეგულირებელი ჰესების მუშაობას. ასევე გვაქვს გაზის ლიმიტები, აქედან გამომდინარე, პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი აუცილებელია. 2020 წლის პირველ კვარტალში იმპორტის ზრდა, ძირითადად, 2017, 2018 და 2019 წლებში გაზრდილმა მოხმარებამ განაპირობა. 2017-2018 წლებში მოხმარება 7-8%-ით გაიზარდა, ასევე ზრდა დაფიქსირდა 2019 წელსაც და 2020 წლის დასაწყისში შეინიშნებოდა კლება, თუმცა არა ისე დრამატული, რასაც სურათი მნიშვნელოვნად შეიძლებოდა შეეცვალა.
ელექტროენერგიის რა წყაროები გვაქვს საქართველოში და მთლიან გენერაციაში რამდენი პროცენტი უკავია მარეგულირებელ ჰესებს?
საქართველოში ჰიდრორესურსები არის წამყვანი, თუმცა მისი მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული. შესაბამისად, ჰიდროგენერაციას აქვს დიდი წილი.
თბოელექტროსადგურებს მთლიან გენერაციაში დაახლოებით 20% უკავია, 80%-მდე არის ჰიდროგენერაცია, ხოლო ქარისა და მზის ენერგიას აქვს გარკვეული პროცენტი. გვაქვს გორში ქარის ელექტროსადგური 20,3 მგვტ სიმძლავრის. მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბოელექტროსადგური “გარდაბანი 2”, რომელსაც აქვს მაღალი მარგი ქმედების კოეფიციანტი, თუმცა ჩვენი გენერაციის უმნიშვნელოვანეს წყაროდ ჰიდროელექტროსადგურები რჩება.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გადაწყვეტილებით, მაისიდან ივლისის ჩათვლით, გენერაციის ობიექტები ელექტროენერგიის გასაყიდად პირდაპირ ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებენ, ვინაიდან კოვიდპანდემიის პირობებში მოხმარება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. იგივე ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც და ექსპორტი ვერ განხორციელდება. ასეთ პირობებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში რჩებიან კაშხლოვანი ჰესები, ჰიდრორესურსის დაგროვების შესაძლებლობით. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში კაშხლოვანი ჰესების მშენებლობა?
კაშხლოვანი, ანუ მარეგულირებელი ჰესები ბევრად მოქნილები არიან თავის საქმიანობაში, რადგან ჰიდრორესურსი არის განახლებადი, რომლის დაგროვება მნიშვნელოვანია, რადგან მისი წყალუხვობის პერიოდი მოკლეა და რესურსის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი ჰესების მეშვეობით. რაც შეეხება სეზონურ ელექტროსადგურებს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ დიდი რაოდენობით გვაქვს ჰიდრორესურსები, მათი გამოყენება რთულია. ამიტომ მნიშვნელოვანია კაშხლოვანი ელექტროსადგურები, რათა მოხდეს წყლის შენახვა და იმ დროს გამოყენება, როცა რესურსები მცირეა.
მცირე და სეზონური ჰესები ვერ შეცვლის მარეგულირებელ ჰესებს – უნდა გადამისამართდეს თუ არა პრიორიტეტი სწორედ კაშხლოვანი ჰესების მშენებლობაზე?
რა თქმა უნდა არა, რადგან კაშხლოვან ჰესებს გაცილებით მეტი ზემოქმედება აქვს ბუნებაზე, ვიდრე კალაპოტიან ჰესებს. ამ დროს საჭიროა მეტი ფართობის დაკავება წყალსაცავებით, რის შედეგადაც იტბორება სავარგულები, ტყეები და ხანდახან სოფლებიც. რაც შეეხება კალაპოტურ ჰესებს, ისინი ნაკლებ ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი კომპლექსურია და რაიმე ერთზე პრიორიტეტის გადატანა და აქცენტის გაკეთება არასწორია, თუმცა კაშხლოვანი ჰესების გარეშე ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემას ვერ გადავჭრით. ასევე მნიშვნელოვანია განვითარდეს ქარისა და მზის სადგურებიც.
ბევრი ეკოლოგი აკრიტიკებს ჰესებს. თქვენ რამდენად ეკოლოგიურად სუფთად მიგაჩნიათ ჰესებზე გამომუშავებული ენერგია?
ჰესები, საერთოდ, განახლებადი ენერგიის წყაროებად ითვლება და მათი მშენებლობა წახალისებულია, თუმცა გარემოს, რა თქმა უნდა, ადგება ზიანი. ტენდენცია არის ის, რომ ჰიდრორესურსი არის სუფთა რესურსი, თავისუფალია გაზების გამონაბოლქვისგან და ეკოლოგიურად სუფთაა. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გამოყენებით უნდა გაკეთდეს. გარემოზე ზემოქმედება აქვს ყველაფერს, მათ შორის ქარისა და მზის ელექტროსადგურებსაც, მთავარია ეს ზემოქმედება სწორად იყოს შეფასებული და ადეკვატური ღონისძიებები გატარდეს.
შუახევჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა. რამდენად მნივშნელოვანია ნენსკრა ჰესის მშენებლობა იმპორტჩანაცვლების კუთხით? – პანდემია დასრულდება და მოხმარება ისევ გაიზრდება.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ენერგიის გამოყენების გარეშე, საწარმოებსა და ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. გვჭირდება გენერაციის წყაროების განვითარება, რადგან მოხმარება იზრდება და მას ადგილობრივი წყაროები ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ გვჭირდება ხოლმე ელექტროენერგიის იმპორტი. მოგეხსენებათ, მძლავრი და წყალსაცავიანი ჰესები და თუ განვითარდება ასევე ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ცვლადი გენერაციის წყაროების უფრო ეფექტურად დანერგვისთვის. თავისთავად, იმპორტი ძალიან დიდი ნახტომებით იმიტომ გაიზარდა, რომ ჩვენი სიმძლავრეები უკვე ვეღარ ფარავდა მოხმარებას. შესაბამისად, მრეწველობისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ მძლავრ ელექტროსადგურებს შეუძლია.
უცხო ქვეყნების გამოცდილება როგორია ამ მიმართულებით? მაგალითად, როგორც ცნობილია, ნორვეგიაში 1660 ჰესია. აქედან 1000–ზე მეტი კაშხლოვანია. უნდა გაიზიაროს თუ არა საქართველომ ეს გამოცდილება?
ამ კუთხით, ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება. მათ სრულად აქვთ ათვისებული ჰიდრორესურსი, მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ. მათ გამოცდილებას მუდმივად ვეცნობით და ისინი, როგორც კონსულტანტები, აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, ნორვეგიის, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ნამდვილად გამოგვადგება.
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
-
რას გულისხმობს სწავლების ჰიბრიდული მოდელის ამოქმედება 47-ე სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში? რას გულისხმობს სწავლების ჰიბრიდული მოდელის ამოქმედება 47-ე სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში?
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი — სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი კამპუსი — სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
აშშ-მა ვიზის განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში შეაჩერა აშშ-მა ვიზის განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში შეაჩერა
გადახედვა
-
მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე "ოცნების" საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე "ოცნების" საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა
გადახედვა
-
CIA-ის დირექტორი მოსკოვში შეხვედრებს მართავს CIA-ის დირექტორი მოსკოვში შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
ანტიოქიის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი საპატრიარქოში მიიღო ანტიოქიის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი საპატრიარქოში მიიღო
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან
კომენტარები