მეცნიერები ჯანდაცვის სფეროსთვის სპეციალურ რობოტებს ქმნიან
უმეოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა რობოტის შექმნა დაიწყეს, რომელსაც ადამიანების სხეულის ტემპერატურის გაზომვა შეეძლება.
"ინფრაწითელ კამერებს აქამდე თვითმავალი ტყის მანქანებისთვის ვიყენებდით, რათა მას ადამიანები ამოეცნო და შეჯახებები თავიდან აეცილებინა. ეს ტექნიკა კი ადამიანებთან მოლაპარაკე ხელოვნურ ინტელექტთან გავაერთიანეთ", — განაცხადა უმეოს უნივერსიტეტის პროფესორმა ტომას ჰელშტრომმა.
ინფრაწითელი კამერები ადამიანის ტემპერატურის გასაზომად დამტკიცებული მეთოდია და მას აეროპორტებში საკმაოდ ხშირად იყენებენ.
"მცველის მაგივრად, რომელიც ინფრაწითელ კამერებს იყენებს და ხალხს აკონტროლებს, ჩვენ რობოტის შექმნა გვინდა, რომელიც არამხოლოდ სიცხიან ადამიანებს დააფიქსირებს, არამედ საუბარსაც წამოიწყებს", — განაცხადა კომპიუტერული მეცნიერებების განყოფილების პროფესორმა სუნა ბენშმა.
სიცხის გაზომვის შემდეგ, პასუხი სამედიცინო პერსონალთან გაიგზავნება, რომელიც წინასწარ დიაგნოზს დასვამს და გადაწყვეტს, როგორ დაეხმაროს პაციენტს.
ადამიანების რობოტებით ჩანაცვლება ხანდახან საზოგადოებაში გარკვეულ შიშს იწვევს, მაგრამ რეალურად ამ პროცესს ბევრი დადებითი მხარე აქვს — რობოტი პაციენტებისგან ვერ დაინფიცირდება და დეზინფექციის შემთხვევაში ვერც ადამიანებს დააინფიცირებს.
კომენტარები