Twilight-ის ავტორი მსოფლიოს სიურპრიზს უმზადებს და ფანებს უკვე თეორიები აქვთ
ფოტო: Kimberley French/Summit Entertainment
შეიძლება არ იცით, ან დაგავიწყდათ, მაგრამ ამერიკელი მწერალი სტეფანი მეიერი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაყიდვადი წიგნების სერიის ავტორია: CNN-ის ცნობით, ბინდის საგის სახელწოდებით ცნობილი წიგნების სერიის 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული მსოფლიოში.
ფოტო: Amanda Edwards—WireImage/Getty Images
სტეფანი მეიერმა 2005 წლიდან 2008 წლამდე ბინდის საგის სახელით ოთხი წიგნი გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც ცნობილი ეკრანიცაზიები გადაიღეს, სადაც კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი თამაშობენ.
გიყვართ თუ არა ეს ფილმები, ამ თინეიჯერი გოგოსა და ვამპირის სიყვარულის ისტორიის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ.
ფოტო: Giphy
ბინდის ბოლო წიგნი 2008 წელს გამოვიდა, ბოლო ეკრანიზაცია კი — 2012 წელს და ერთი შეხედვით, ის თითქოს ყველას მიავიწყდა, თუმცა, როგორც ჩანს, არც მთლად ასეა: ცოტა ხნის წინ სტეფანი მეიერმა თავის ოფიციალურ საიტზე ჯერ უცნობი მოვლენის ათვლა დაიწყო.
ფოტო: stepheniemeyer.com
როგორც ხედავთ, დაახლოებით სამ დღეში ის თავის ერთგულ მკითხველებს ახალ ამბავს აცნობებს. თანაც ეს სიახლე არც ისე უმნიშვნელო უნდა იყოს, რადგანაც ასე პომპეზური ანონსით მიიპყრო ყურადღება.
ფოტო: Giphy
სხვადასხვა ვარაუდებთან ერთად ფანები ერთ ვერსიად იმასაც განიხილავენ, რომ, შესაძლოა, მწერალმა ბინდის ახალი ნაწილი გამოაქვეყნოს.
ფოტო: Oxygen
ალბათ, არ იცით, რომ სტეფანი მეიერი ჯერ კიდევ წლების წინ წერდა საგის ახალ წიგნს Midnight Sun, თუმცა მას შემდეგ, რაც წიგნის შავი ვერსია 2008 წელს ინტერნეტში გავრცელდა, მწერალმა განაცხადა, რომ წერას აღარ დაასრულებდა და წიგნსაც აღარასდროს გამოაქვეყნებდა.
ფოტო: Summit Entertainment
შესაბამისად, ახლა ადამიანების ერთი ნაწილი მოუთმენლად ელოდება დადასტურებას, რომ ავტორმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და ახალ დასრულებულ წიგნს გამოაქვეყნებს.
მეორე ნაწილი კი, ვისაც ეს საგა, რბილად რომ ვთქვათ, გულზე დიდად არ ეხატება, ალბათ, ნატრობს, რომ ეს ასე არ იყოს...
ფოტო: NBC
სამწუხაროდ, საბოლოო პასუხის გასაგებად 4 მაისამდე მოგვიწევს დალოდება.
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
კომენტარები