მანქანების მოძრაობაზე მეც უსამართლობის გრძნობა მქონდა, კონტროლი ეფექტური არაა — გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქალაქში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებასთან დაკავშირებით კონტროლის ინსტრუმენტი ეფექტური არაა. მისი თქმით, როდესაც ამდენი მანქანა მოძრაობს უსამართლობის განცდა მასაც უჩნდება.
"ძალიან კარგად კარგად მესმის საიდან მოდის ეს კითხვა, ნაწილობრივ, გასაგებია ჩემთვის, ობიექტურიც არის, როდესაც არის მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა და დილით იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა მოძრაობს, რა თქმა უნდა, მიგაჩნია, რომ ეს არასამართლიანია, მეც ასე მიმაჩნია. მაგრამ სამწუხაროდ საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და კონტროლის ინსტრუმენტები არ არის ისეთი ეფექტური როგორიც თითოეულ ჩვენგანს ჰგონია", — თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიამ განმარტა, რომ არის უამრავი სერვისი, რომლებიც მანქანებით სარგებლობენ და რომელთა გაჩერებაც შეუძლებელია. მან ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ სამსახურში მოსვლამდე შემხვედრი მანქანების ნომრებს იწერდა და ამოწმებინებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ საშვები ჰქონდათ.
ვის დახმარებას გეგმავს მთავრობა, როგორ აპირებს ამას — ანტიკრიზისული გეგმა
დღეს, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა, რომელსაც ოპოზიცია დაგვიანებულს, მთავრობა კი ეფექტურს უწოდებს რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პირველი ეტაპი
პირველ ეტაპში გაერთიანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ აქამდე გადადგა: კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ დაფინანსება, 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, ტურიზმის სფეროს ბიზნესსუბიექტების საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, მცირე სასტუმროების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, სესხების რესტრუქტურიზაცია იურიდიული პირებისთვის და ა.შ.
მეორე ეტაპი
რაც შეეხება მეორე ეტაპს, მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირება ეკონომიკაზე. პრემიერის თქმით, პროგნოზებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ხარჯების გათვალისწინებით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად 3,9 მილიარდია საჭირო.
მეორე ეტაპში მოექცა სამსახურის გარეშე და უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეების დახმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, თუ ისინი ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.
- მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, 200 ლარის ჩარიცხვა მაისიდან დაიწყება — გახარია
- რა საბუთები დასჭირდებათ თვითდასაქმებულებს 300-ლარიანი დახმარების მისაღებად — გახარიას განმარტება
ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობა ამბობს, რომ დამსაქმებლები ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას.
გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველები და შშმ პირები.
ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპშია გათვალისწინებული პენსიების საკითხიც, რომელიც 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს:
- ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა;
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%.
მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიების რეალურ მოცულობაზე და პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი. ამის გათვალისწინებით, მთავრობა აცხადებს, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები 70 წელს ზევით კი — 25 ლარზე ნაკლები.
ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორის, სოფლის მეურნეობის და აწარმოე საქართველოში მონაწილე მეწარმეების დახმარებასაც.
ეკონომიკის ამოქმედების გეგმა
ეკონომიკის ამოქმედების გეგმა, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და თავის მხრივ 6 ეტაპს მოიცავს, რომელთა შორის შუალედი 2 კვირაა. მთავრობის განმარტებით, ეტაპების ამოქმედება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შესაძლებელია შეზღუდვები ისევ გააქტიურონ, თუ სიტუაცია გაუარესდება.
მაგალითად, პირველი ეტაპი, რომელიც 27 აპრილიდან ამოქმედდება ითვალისწინებს მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილების აღდგენას, ონლაინ ვაჭრობისა და მიტანის სერვისების ამოქმედებას, ასევე, ღია ტიპის აგრარული ბაზრების აღდგენას.
მეორე ეტაპზე, 10 მაისიდან ამოქმედდება მშენებლობები, ავტოსერვისები და სარეკრეაციო ზონები.
გაიგეთ რას ფიქრობს ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმაზე:
- ვერაფერს დავარქმევ თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს — ვაშაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე
- ბოკერია: დაგვიანებული, ზედაპირული და ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან
- მათი ამოცანაა შეინარჩუნონ ხელისუფლება, ამიტომ დახმარება არჩევნებამდეა გაწელილი — ვაშაძე
- ისე არ წვიმს, როგორც ქუხს — რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე
- ეს არის გეგმა, როგორ მოვიგოთ ბიუჯეტზე დამოკიდებული ადამიანის გული — ჯაფარიძე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები