გამყრელიძე: 5, 8, 10 ათასს პაციენტს ვერ მოვუვლით იცოდეთ და ბევრი მსხვერპლი გვეყოლება
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის შემთხვევები 5, 8, 10 ათასი გახდა, ჯანდაცვის სისტემა მას ვერ გაუმკლავდება.
გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მომავალი კვირების განმავლობაში სახლში დარჩეს, არც ეკლესიაში წავიდეს და არც სასაფლაოზე გავიდეს. მისივე თქმით, თუ ამჟამინდელი ტემპებით წავალთ მაისის დასაწყისში კორონავირუსის 2 500-მდე შემთხვევა გვექნება.
"2 ათასს მოუვლის ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ხუთი ათასს, რვა ათასს, ათი ათასს ვერ მოუვლის. იანგარიშეთ, 30 პროცენტი იქნება სარეანიმაციო. ვერ მოვუვლით იცოდეთ და ბევრი მსხვერპლი გვეყოლება", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან.
გუშინ, 15 აპრილს საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა თანმიმდევრულად გააჟღერეს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.
ეკლესია ასაკობრივი ჯგუფის, რისკჯგუფის, დაავდების ან რაიმე სიმპტომის მქონე ადამიანებს, ასევე, ბავშვებს აძლევს რეკომენდაციას, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ. ჯაღმაიძემ, ასევე, თქვა, რომ აღდგომის დღეებში სასაფლაოზე არ წასვლით, არაფერი დაირღვევა და ეს ეკლესიის წესების ნაწილი არაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძემ კი თქვა, რომ ინფიცირებულებმა, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მისი თქმით, თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს.
16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი დაინფიცირდა და მათი რაოდენობა ჯამში 336 გახდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3, კარანტინის რეჟიმში 5 000 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 პაციენტი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
გურჯაანში, საბავშვო გასართობ სივრცეში ცხედარი იპოვეს — გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო გურჯაანში, საბავშვო გასართობ სივრცეში ცხედარი იპოვეს — გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება
გადახედვა
-
დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
-
"სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს "სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში
გადახედვა
-
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა
გადახედვა
-
"სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე "სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
კომენტარები