გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საბავშვო გასართობ სივრცეში, ადგილობრივებმა რუსულენოვანი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

ცხედარი ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის გურჯაანის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. სამართალდამცველები ინციდენტის დეტალებსა და გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ადგენენ.