რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი — საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.
ზოგჯერ, ყველაზე რთული გადასალახი ფიზიკური საზღვარია. ხანდახან კი ასეთი ზღვარი სხვების შეხედულებები, შიში ან ეჭვი ხდება. ზაკო მუშკუდიანმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა, რომ შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა.
დაუღალავი შრომით, დისციპლინით, მოთმინებითა და მიზნისკენ სწრაფვით ზაკო ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის, რაც შორეულ მიღწევად გვეჩვენება, ხვალ შეიძლება რეალობად იქცეს.
უკვე სამი წელია, ზაკო პროფესიონალურ დონეზე ცურავს. მისი დღე დილის 6 საათზე იწყება. პირველი ვარჯიში 07:00-ზე აქვს, მეორე — 16:00-ზე. ერთი შეხედვით, ეს მკაცრი სპორტული რეჟიმია, თუმცა ზაკოსთვის ყოველი ვარჯიში ბევრად უფრო დიდ მიზანთან მიახლოებას ნიშნავს — მას 2028 წლის ლოს-ანჯელესის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა და ლიცენზიის მოპოვება სურს.
ზაკოს სპორტულ გზაზე გარდამტეხი მომენტი 2023 წელს დადგა, როდესაც პირველად მოხვდა ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე. სწორედ მაშინ დაინახა, რომ ის, რაც მანამდე მხოლოდ სურვილი და სპორტული ჟინი იყო, რეალობად იქცა.
ზაკოსთვის სპორტი მხოლოდ მედლებისთვის ბრძოლა არ არის. ცურვამ მას დისციპლინა გამოუმუშავა, ყოველდღიურმა ვარჯიშმა კი შრომა ცხოვრების წესად აქცია.
2025 წლის 26 ივლისს, სტამბოლში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე, ზაკომ 50 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს მეორე მედალი მოუტანა.
თუმცა მისთვის ერთი მედალი საბოლოო წერტილი არ არის. პირიქით — ეს მხოლოდ კიდევ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელსაც თავად ბევრად უფრო შორს ხედავს. მისი გრძელვადიანი მიზანი ოთხ პარალიმპიურ თამაშში მონაწილეობაა.
“ბევრ მარცხს მოჰყვება გამარჯვება. ჩემთვის მარცხი ნიშნავს მეტ ვარჯიშსა და მეტ მოტივაციას, რომ შემდეგში გავიმარჯვო”, — ამბობს ზაკო.
სწორედ ასე აღიქვამს ზაკო საკუთარ გზას: მარცხი არ არის დასასრული. მარცხი არის მიზეზი, კიდევ ერთხელ ადგე, კიდევ უფრო ბევრი იშრომო და შემდეგი გამარჯვებისთვის მოემზადო.
მას სურს, სხვა შეზღუდული შესაძლებლობების პირებმაც დაინახონ შესაძლებლობები იქ, სადაც მანამდე მხოლოდ შეზღუდვებს ხედავდნენ.
“მინდა, რომ გამოვიდნენ, არ ჩაიკეტონ. ყველა სპორტში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება“.
მისი გზავნილი მარტივია: არ ჩაიკეტო იმ საზღვრებში, რომლებიც სხვებმა დაგიწესეს, ან შენ თავად შექმენი. სცადე. იშრომე. ირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების.
ჩემპიონობა მხოლოდ მედალი არ არის
ზაკოს ისტორია სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სპორტსმენის გზა მედლით არ იწყება და არც მედლით მთავრდება. გამარჯვება მოიტანა უამრავმა დილამ, როცა მაღვიძარა 6 საათზე რეკავდა; ვარჯიშმა, რომელიც ყოველდღე უნდა გაიარო; მარცხმა, რომლის შემდეგაც თავიდან უნდა დაიწყო; და მიზანმა, რომელიც ჯერ კიდევ წინ არის.
სწორედ პარასპორტსმენებისა და მათი წარმატების ისტორიების შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურება საქართველოს ბანკის ახალი კამპანია — რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, შექმნას შესაძლებლობა პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის, რათა მათ მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევა ხდბა — შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
ზაკო ერთ-ერთია იმ პარასპორტსმენებს შორის, რომელთა ისტორიაც გვახსენებს, რომ ჩემპიონობა მხოლოდ იმ მომენტს არ ნიშნავს, როცა მედალს იღებ. ჩემპიონობა არის გზა, რომელიც მანამდე გაიარე და ის მიზნებიც, რომელთა მისაღწევად ჯერ კიდევ აგრძელებ ბრძოლას.
მისი შემდეგი დიდი მიზანი უკვე მკაფიოდ არის დასახული: 2028 წელი, ლოს-ანჯელესი და პარალიმპიური თამაშები.
გზა გრძელია. მაგრამ როცა მიზანი გაქვს, ყველაფერი შესაძლებელი ხდება, მთავარია, არ გაჩერდე.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?
ჩემპიონები მზად არიან,
ახლა ბრენდების ჯერია.
-
მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს
გადახედვა
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
გადახედვა
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
კომენტარები