თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ფოტო: თიბისი
ხშირად ამბობენ, წარმატებისთვის სწორ დროს და სწორ ადგილას უნდა აღმოჩნდე, თუმცა თიბისის დახმარებით ამისთვის განსაკუთრებული გამართლება აღარ არის საჭირო —საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ იდეას ეფუძნება თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს თანამედროვე პროფესიების დაუფლების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.
თიბისისთვის განათლება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამიტომ, თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამპუსი და თიბისი IT აკადემია მთელი საქართველოს მასშტაბით ანგრევენ როგორც გეოგრაფიულ, ისე ფინანსურ ბარიერებს, რის გამოც ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.
ონლაინ სწავლება მხოლოდ მოქნილი ფორმატი აღარ არის — ის რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. მონაწილეები სწავლობენ ინტერაქციული ონლაინ ლექციების ფორმატში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან ლექტორებთან, მენტორებთან და ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებთან. მათ შეუძლიათ ისწავლონ სახლიდან, ისე რომ არ მოწყდნენ სამსახურს, ოჯახსა და ყოველდღიურ ცხოვრებას, გაიცნონ თანამოაზრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, ერთად იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამასთან, ონლაინ ფორმატი ავითარებს დამოუკიდებელი სწავლის, დროის მართვისა და ციფრული თანამშრომლობის უნარებს, რომლებიც თანამედროვე კარიერისთვის აუცილებელია.
თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია 9-12 კლასის მოსწავლეებს სრულიად უფასოდ აცნობს ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. პროგრამაში 4 500-ზე მეტი უფროსკლასელი ჩაერთო, რომელთა 35% რეგიონებიდანაა. ტექსკოლის კურსდამთავრებულები დღეს უკვე თავადაც აზიარებენ ცოდნას ტექსკოლის ელჩების პროგრამის ფარგლებში.
2019 წლიდან თიბისი IT აკადემიამ 5 000-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა, მათ შორის 48% ქალია, ხოლო 500-მდე კურსდამთავრებული დასაქმდა თიბისისა და მისი პარტნიორი კომპანიების ტექნოლოგიურ გუნდებში.
უფასო ონლაინ პროგრამაა თიბისი კამპუსიც, რომელიც 18-24 ასაკის ყველა მსურველს მარკეტინგის, პროდუქტის მენეჯმენტის, ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებებს სთავაზობს. კამპუსის მონაწილეთა 57% რეგიონებიდანაა, პროგრამას უკვე 1000-მდე მონაწილე ჰყავს, ხოლო ბოლო ნაკადი წარმატებით დაასრულა 112-მა სტუდენტმა.
თიბისისთვის განათლება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სწორედ ამიტომ, კომპანია ქმნის შესაძლებლობას, რომ ხარისხიანი თანამედროვე განათლება არ იყოს დამოკიდებული საცხოვრებელ ადგილზე, ფინანსურ შესაძლებლობებსა თუ ასაკზე. თიბისი ტექნოლოგიურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობას განიხილავს, როგორც მომავალი თაობის, ძლიერი ეკონომიკისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
კომენტარები