რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას " ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 20 აგვისტოს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ჩაატარებს.
"რუსთაველის გამზირის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ოთხ ეტაპად არის დაყოფილი, რომლის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების 2.3 კმ და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის განახლებული ქსელი, დამონტაჟდა 52 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 8 სახანძრო ჰიდრანტი.
განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს, ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და 6 ლოკაციაზე პარალელურად მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ. აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ბოცვაძის, ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, ბესიკის, ჟორდანიას, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ჭავჭავაძის, ქიქოძის, ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ჩხეიძის, სობჩაკის, ჭანტურიას, ბროსეს, ვირსალაძისა და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, რიწის და არსენას ქუჩების ნაწილს.
კრწანისის რაიონში: აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, გულუას, კრწანისის ქუჩას,შესახვევებს და ჩიხებს, ერეკლე II-ის, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის რიგს, რკინის რიგს, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კატალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის და დიუმას ქუჩებს; გორგასლის და კოტე აფხაზის ქუჩების ნაწილს.
ჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", — წერს კომპანია.
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
კომენტარები