ამ სამარცხვინო ამბავზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება — ბოკერია აღდგომას მრევლის ეკლესიაში მისვლაზე
ფოტო: ანა ვატანგაძე / On.ge
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიას რომ მრევლი დაესწრება, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ხოლო მორალური იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ისაუბრა.
"ამ სამარცხვინო ამბის შედეგად ორი ზიანი მიიღეს ჩვენმა მოქალაქეებმა. პირველი, გაზრდილი საფრთხე, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმების რისკები. მეორე, ამ მთავრობის პირობებში სამოქალაქო სახელმწიფოს საფუძვლების შემდგომი მორყევა, თანასწორობის პრინციპის, სამართლიანობისა და კონსტიტუციის დარღვევის.
15 აპრილს, საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა თანმიმდევრულად გააჟღერეს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.
ეკლესია ასაკობრივი ჯგუფის, რისკჯგუფის, დაავდების ან რაიმე სიმპტომის მქონე ადამიანებს, ასევე, ბავშვებს აძლევს რეკომენდაციას, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ. ჯაღმაიძემ, ასევე, თქვა, რომ აღდგომის დღეებში სასაფლაოზე არ წასვლით, არაფერი დაირღვევა და ეს ეკლესიის წესების ნაწილი არაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძემ კი თქვა, რომ ინფიცირებულებმა, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მისი თქმით, თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს.
16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი დაინფიცირდა და მათი რაოდენობა ჯამში 336 გახდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3, კარანტინის რეჟიმში 5 000 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 პაციენტი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა" — რაზე ისაუბრეს? "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა" — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილი გაუგზავნეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილი გაუგზავნეს
გადახედვა
-
შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება
გადახედვა
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
კომენტარები