ვნებისა და ბრწყინვალე შვიდეულის კვირა რთული იქნება — გამყრელიძე
ფოტო: დაავადებათა კონრტოლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მომავალი ორი კვირა, ვნებისა და ბრწყინვალე შვიდეულის რთული იქნება. მისივე თქმით, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და უნდა გავითავისოთ როგორ ავარიდებთ თავს თავშეყრის ადგილებს.
"კონსულტაციები საპატრიარქოსთან პირველი პირების მღვდელმთავრების ჩართვით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მე დარწმუნებული ვარ, ის ოქროს შუალედი და კონსენსუსი გამოიძებნება, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების", — აღნიშნა გამყრელიძემ.
საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების მიუხედავად მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მრევლის თანდასწრებით ღვთისმსახურებას მაინც აღავლენს. 12 აპრილს, ბზობას მოქალაქეების ნაწილი ეკლესიის მიერ დაპირებულ დისტანციას არ იცავდა და ხალხმრავლობაში ბზას ყიდულობდა.
როგორც ცნობილია, 19 აპრილს საპატრიარქო სააღდგომო ლიტურგიას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებს, თუმცა მრევლის როგორ დაესწრება ღვთისმსახურება, ჯერ უცნობია. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალ, 15 აპრილს გახდება ცნობილი.
14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ერთ-ერთ სასულიერო პირს. ის კლინიკაში ოჯახის ორ წევრთან ერთადაა მოთავსებული.
პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.
12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.
სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 296 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაცვლილი — 3.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები