როგორ ცვლის კორონავირუსი ჩვენს ტექნოლოგიურ მომავალს
ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სეგმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების ახალი ტალღა ეპიდაფეთქების დაწყების პირველივე დღეებიდან შესამჩნევი გახდა.
ფოტო: Getty Images
ჩინეთში ეპიდემიის ზრდასთან ერთად სრული კოლაფსი განიცადა ლოჯისტიკამ. ვირუსის მსოფლიოში გავრცელების პარალელურად, როცა პანდემია ყველა ქვეყანას შეეხო და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, რადგან ვითარება არაპროგნოზირებადი გახდა.
მიუხედავად ამისა, სატელეკომუნიკაციო და ტექნოლოგიური კომპანიები ადამიანებს უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვაში ეხმარებიან — უფრო ხელმისაწვდომი გახდა ვიდეოკონფერენციების სერვისები, კომპანიები ეხმარებიან მთავრობას ზუსტი ინფორმაციის ეფექტიან გავრცელებაში. გარდა ამისა, პანდემიასთან ბრძოლაში ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
წარმოების ჯაჭვის დარღვევა
ფოტო: GOLDEN SIKORKA / STOCK.ADOBE.COM
ჩინეთში დაწყებულმა ეპიდემიამ რეგიონში არსებულ საწარმოებს მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა. საწარმოების თანამშრომლები, როგორც სხვა მოქალაქეები მასობრივად ხვდებოდნენ კარანტინში ან ინფიცირდებოდნენ, რის გამოც მსხვილ კომპანიებს წარმოების შემცირება ან ქარხნების სრული დახურვა უწევდათ. ამან მსოფლიო ბაზარზე სამომხმარებლო ტექნიკის დეფიციტი შექმნა. მაგალითისთვის, Foxconn-ის საწარმოს დახურვამ Apple-ის ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილებზე სერიოზული დეფიციტი გამოიწვია.
შედეგად, iPhone-ების გაყიდვების პირველი კვარტლის პროგნოზი 10%-ით შემცირდა. მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი ვითარების გამო მსგავსი უარყოფითი შედეგი ვერც სათადარიგო კრიზისულმა გეგმამ გამოასწორა.
გაზრდილი მოთხოვნა 5G ქსელზე
ფოტო: Getty Images
5G ქსელის ელვისებრი სისწრაფე აღნიშნულ ტექნოლოგიას დისტანციური მუშაობის ეპოქაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის. ტელემედიცინა და ტელეკონფერენცია — ეს ის ორი გამორჩეული დარგია, სადაც სწრაფი და სტაბილური მობილური ინტერნეტის არსებობა ისეთივე აუცილებელია, როგორც უწყვეტი ელ.მომარაგება. აღნიშნული გარემოება კი 5G ქსელის მიმართ, უსაფუძვლო კონსპირაციული თეორიების მიუხედავად, დაინტერესებას მხოლოდ ზრდის.
გაზრდილი ინტერესი ვირტუალური რეალობის (VR) მიმართ სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად
ფოტო: betto rodrigues / Shutterstock
ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Apple, გუგლი და მაიკროსოფტი, საკუთარი თანამშრომლები სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანეს. მსგავსი შეზღუდვები უამრავ კომპანიაში მოქმედებს, რაც პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. თუმცა ეს ცვლილება როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე კომპანიებისთვის სამუშაო პროცესის გართულებას იწვევს, რის მოსაგვარებლადაც მსოფლიოში ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებას განიხილავენ.
VR ტექნოლოგიის გამოყენება პრაქტიკული იქნება ისეთი თათბირების დასაორგანიზებლად, სადაც თანამშრომლებმა შენობის მაკეტი ან სამომავლო პროდუქტის პროტოტიპი უნდა განიხილონ.
ე.წ. ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიის განვითარებაში ინვესტიციების ზრდა
ფოტო: Getty Images
მსოფლიო მასშტაბით გაზრდილია მოთხოვნილება ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიების მიმართაც. მაგალითისთვის, ცხელების მქონე ადამიანების გამოსავლენად ჩინეთის პოლიცია უპილოტო აპარატების საშუალებით მოსახლეობის თერმო სკრინინგს ახორციელებს. სამხრეთ კორეაში კი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც დისტანცირების მიუხედავად მნიშვნელოვანი ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება. ავსტრალიის ხელისუფლებამ სპეციალური ჩატ ბოტი შექმნა, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას აწვდის, რითაც ხელს უშლის დეზინფორმაციის გავრცელებას.
ჭკვიანი ქალაქის გადაწყვეტების უმეტესობა მოქალაქეების ყოველდღიური საქმეების შესრულებას ემსახურება. ასეთი სისტემების ეფექტური მუშაობისთვის კი აუცილებელია ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტი და გამართული საკომუნიკაციო და ელ.მომარაგების ინფრასტრუქტურა. Business Insider-ის შეფასებით, ჭკვიანი ქალაქების განვითარებისთვის გამოყოფილი ინვესტიციები 2025 წლისთვის $295 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. იმ შემთხვევაში, თუ ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიები პანდემიასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდის, შესაძლოა, მთავრობებმა აღნიშნული ტექნოლოგიები ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნიონ.
ხელოვნური ინტელექტი კორონავირუსთან საბრძოლველად
ფოტო: Vertigo3d / iStock
მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტები თანხმდებიან, რომ ხელოვნურ ინტელექტს (AI) პანდემიასთან ბრძოლაში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია. ხელოვნური ინტელექტი უკვე აქტიურად გამოიყენება ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორებიცაა ეპიდემიის გავრცელების პროგნოზირება და შესაძლო სცენარების მოდელირება, ვირუსის დიაგნოსტირება, მკურნალობის პროცესის მონიტორინგი, სამედიცინო საშუალებების მიწოდება, სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაცია, ვირუსის შესწავლა და მისი სამკურნალო საშუალების შემუშავება, ინფიცირებული ან საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანების იდენტიფიცირება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სხვა. ცალსახაა, რომ ხელოვნური ინტელექტი პანდემიასთან საბრძოლველად ერერთი უალტერნატივო იარაღია.
გაზრდილი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე
ფოტო: Getty Images
იმისათვის, რომ თანამშრომლები დისტანციურად მუშაობდნენ, მოსწავლეები და სტუდენტები ონლაინ ლექციებსა თუ გაკვეთილებს შეუფერხებლად ესწრებოდნენ, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ სასუნთქი აპარატები თუ სხვა სამედიცინო დანადგარები შეუფერხებლად მუშაობდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება, რაც ქვეყანაში თავისთავად ზრდის მოთხოვნილებას მის წარმოებაზე.
ელექტროენეგრიაზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნილების გამო კი მნიშვნელოვანია, მისი წარმოებისას გათვალისწინებული იყოს ზეწოლა ეკოლოგიაზე. იმისათვის, რომ ერთი მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკოლოგიას და მეორეს მხრივ, ქვეყანაში შეიქმნას ელექტროენერგიის საკმარისი რესურსი, აუცილებელია აქცენტი ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე გავაკეთოთ.
განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ჰიდროელექტროსადგურებია. ეს ენერგიის გამომუშავების განსაკუთრებით ეფექტიანი გზაა. წიაღისეულ საწვავზე მომუშავე სადგურებთან შედარებით, რომელთა ეფექტიანობაც მხოლოდ 60%-ია, ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 90%-ს აღწევს. ქვეყნებისთვის, რომელთათვისაც წყლის რესურსები ფართოდ ხელმისაწვდომია, ჰიდროენერგია ერთ-ერთი ყველაზე კარგი ალტერნატივაა.
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე? რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
"მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე "მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა
გადახედვა
-
ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ
გადახედვა
-
ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
-
იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა
გადახედვა
-
ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა

კომენტარები