ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კორონავირუსის პანდემიისას — 7 აპრილის შეჯამება
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
7 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 1 419 126;
- გარდაცვლილი — 81 511;
- გამოჯანმრთელებული — 301 488.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 196;
- გამოჯანმრთელებული — 46;
- გარდაცვლილი — 3;
- კარანტინის რეჟიმში — 4 674;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 362.
დღის ფაქტი
საფრანგეთში ყოველდღიური გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა — 1 417
ფოტო: EPA
გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 10 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ CNN საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
საფრანგეთის სამოქალაქო ჯანდაცვის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ჯერ ეპიდემიის პიკი არ არის და ზრდის ფაზაში არიან.
დღის ფოტო(ები)
რადგანაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა, გადავწყვიტეთ ერთი ფოტოთი არ შემოვიფარგლოთ და ის ადამიანები გაგაცნოთ, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე — ქართველი ექიმები და ეპიდემიოლოგები.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ეკა ნაფეტვარიძე, რომელმაც პირველი ინფიცირებული პაციენტი მიიღო და გამოჯანმრთელებული გაწერა
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ინფექციური საავადმყოფოს ექიმი პაატა ვეფხვაძე
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ეპიდემიოლოგი საველე კარავთან
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალი
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
რა ხდება მსოფლიოში:
სამხედრო სამედიცინო გემი, რომელიც ნიუ-იორკში ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს
ფოტო: Kena Betancur/Getty Images/FILE
ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნად დღეს მსოფლიოში ნამდვილად არ ეცალათ. განვითარებული ქვეყნების უმეტესობა, სადაც ამ დღეს წარმატებულ ექიმებს სხვადასხვა ფორმით მიაგებდნენ პატივს, ახლა პირბადეებისა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს ებრძვის.
- აშშ-ში გარდაცვლილთა რიცხვმა 12 000-ს გადააჭარბა;
- ნიუ ჯერსის ქალაქის საბჭოს წევრი კორონავირუსისგან გარდაიცვალა;
- ნიუ-იორკში ინფიცირებულ პაციენტებს სამხედრო სამედიცინო გემზე უმკურნალებენ;
- ნიუ-იორკის მერის თქმით, ქალაქის ნახევარ მილიონზე მეტი მაცხოვრებელი უმუშევარი დარჩა ან მალე დაკარგავს სამსახურს;
- საფრანგეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა;
- თურქეთში ინფიცირების ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა და დღეში 3 000-ით იმატებს;
- ოფიციალური მონაცემებით, აფრიკის კონტინენტზე გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ რიცხვი გაცილებით უფრო მაღალია;
- დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი ინტესნიური თერაპისს განყოფილებაში რჩება;
- იაპონიის პრემიერმა ქვეყნის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა;
- კორონავირუსის გამო რამადანის დროს ეგვიპტეში სალოცავები დახურული იქნება;
რა ხდება საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 3 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა — 46. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ კვირის ბოლოს ინფიცირებულთა რიცხვის 350-დან 400-მდე ზრდას ელიან, აპრილის ბოლოს კი 1 000-დან 1 200-მდე.
როგორც წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში, ახლაც ყველაზე აქტუალურ თემად ეკლესია და მისი შეზღუდვებისადმი დამოკიდებულება რჩება. 3 პირზე მეტის შეკრება ისევ აკრძალულია, წირვა-ლოცვები კი ისევ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებია მაშინ, როცა იმავე მიზეზით დაჯარიმებულია ასეულობით მოქალაქე.
რაც შეეხება საპატრიარქოს, იქ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ სააღდგომო ლიტურგიის საკითხი. ამ თემაზე სასულიერო პირები სხვადასხვა ტრიბუნიდან საუბრობენ:
- მეუფე დანიელის აზრით, თუ ადამიანი ავად არის და ამის შესახებ არ იცის, ეკლესიაში მისვლით განიკურნება
- თუ ადამიანი უღირსად ეზიარება, შეიძლება ავად გახდეს, მაგრამ ღირსეულად ნაზიარები ადამიანები ავრცელებენ სიჯანსაღეს — მეუფე დანიელი
- სერაფიმე ჯოჯუა: ბევრი რეკომენდაციაა, რომ არ შესცოდოთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვასრულებთ
- მე რომ მკითხოთ, ერმაც და ბერმაც ერთად უნდა იზეიმოს აღდგომა — მიტროპოლიტი გერასიმე
- უფალთან დისტანცირებულები არ უნდა ვიყოთ, ჩვენთან არცერთი ინფიცირებული არაა — მეუფე იოანე
- მთელი ცხოვრება შესწირა ამას და დღესაც აგრძელებს, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი — მოსაყდრე შიო პატრიარქზე
სხვა მნიშვნელობანი სიახლეები:
- ყარაჯალაში 7 ადამიანი მაშინ დააჯარიმეს, როდესაც ბიჭი გოგოს "ხელს სთხოვდა"
- ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 112 მოქალაქე დააჯარიმეს
- სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის
- დავითაშვილი: სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აგრარული ბაზრები მუშაობას გააგრძელებენ
დღის ფრაზა: "კანონი მორწმუნისა და ათეისტისთვის ერთია, არ უნდა შევიკრიბოთ"
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები ეხება ყველას. მისი თქმით, რაც ნაკლებად შევიკრიბებით, მით დიდია იმის შანსი, რომ ეპიდემიამ ფარტო მასშტაბები არ მიიღოს. ის კიდევ ერთხელ თხოვს და მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში.
დღის დამაიმედებელი ამბავი
ჩინეთში სისხლის პლაზმის გადასხმის შემდეგ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ფოტო: National Institute of Allergy and Infectious Diseases
მკვლევრებმა კორონავირუსით ინფიცირებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში "პლაზმური თერაპიის" ეფექტურობა შეისწავლეს. ინფექციასთან გასამკლავებლად პაციენტებს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული დონორი პაციენტების პლაზმა გადაუსხეს, რომელიც SARS-COV-2 ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების მაღალ კონცენტრაციას შეიცავდა.
პლაზმური თერაპიის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული დონორების სისხლიდან აღებულმა პლაზმამ პაციენტებში კლინიკური სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, ტკივილი გულ-მკერდის არეში და ხველება მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. 7 დღეში პაციენტების ფილტვებზე არსებულმა დაზიანებებმა ზომაში დაპატარავება დაიწყო. 7 დღის შემდეგ კი ორგანიზმში ვირუსი აღარ ფიქსირდებოდა.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
4 გზა სტრესის უფასოდ და სახლიდან გაუსვლელად შესამცირებლად
კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიურ ზეგავლენის გათვალისწინებით, თავის მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჟამინდელი ქაოსის ფონზე სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ:
- მედიტაცია;
- მუსიკის მოსმენა;
- პოეზიის კითხვა;
- ჩანაწერების გაკეთება.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
უხანში 11-კვირიანი კარანტინის დასასრული ვიზუალური შოუთი იზეიმეს, რომელმაც 76 დღით დადუმებული ქალაქი ისევ გაახალისა.
ჩინეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში არავინ გარდაცვლილა, რაც იანვრის შემდეგ პირველი შემთხვევაა. 6 აპრილს ქვეყანაში COVID-19-ის მხოლოდ 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ყველა მათგანი უცხოეთიდან ჩამოსულებს უკავშირდება. ეტაპობრივა ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდება.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 10 000-ზე მეტი გარდაცვლილი ამერიკაში და შემთხვევების ზრდა საქართველოში — 6 აპრილის შეჯამება
- ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება ევროპაში და სააღდგომო მზადება საქართველოში — 5 აპრილის შეჯამება
- პირველი გარდაცვლილი საქართველოში და 60 000-ზე მეტი მსოფლიოში — 4 აპრილის შეჯამება;
- აპრილის შეჯამება;
- 155 ინფიცირებული საქართველოში და მოახლოებული კრიზისული ფაზა — 3 აპრილის შეჯამება;
- მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და შეზღუდული ბიზნესი საქართველოში — 2 აპრილის შეჯამება
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა

კომენტარები